გიორგი ჩაკვეტაძე: უბედნიერესი ადამიანი ვარ, ლატვიაც უნდა დავამარცხოთ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე გასვლაზე ყაზახეთის ძლევაში უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეიტანა, რომელმაც დიდებული გოლიც გაიტანა და მერე საგოლე კომბინაციაც წამოიწყო. ნამატჩევს მან სიხარული ვერ დამალა.

"კმაყოფილი ვართ პირველი თამაშით, გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა ამ ჯგუფში ყაზახეთი და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ.

რაც შეეხება გოლს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავეხმარე ნაკრებს გამარჯვებაში და ახლა მთლიანად კონცენტრირებულნი ვართ ლატვიასთან მატჩზე, რომელშიც აუცილებლად უნ
და გავიმარჯვოთ და მოვუწოდებ ხალხს, რომ მოვიდნენ თამაშზე და მხარი დაგვიჭირონ".

alt"გენტის" საიტი: ქალბატონებო და ბატონებო, ერთა ლიგაზე პირველი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა [VIDEO]

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩაკვეტაძე სასწაული ფეხბურთელია! ჯერ ადრეა იქნებ ამის თქმა, მაგრამ სათამაშო სტილით ქეცბაიასა და ქინქლაძის სინთეზს წააგავს. და რაც მთავარია ლიდერის სული აქვს. წარმატებები გიორგის და მთელ ნაკრებს!
ირაკლი
13:57 07-09-2018
0
ჩაკვეტაძე ჩვენი ფეხბურთის მომავალია. სხვა ტალანტებიც არ დაგვავიწყდეს: შალვა ღორჯომელიძე, ლევან აკაკი მალაზონია, ჯუბა შეროზია, გენო ფალავანდიშვილი.
გიორგი
12:59 07-09-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული