გიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ჩაკვეტაძის ულამაზესმა გოლმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ჩაკვეტაძის გოლი ერთა ლიგის ტურნირის ისტორიაში პირველი იყო. 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ულამაზესი დარტყმა განახორციელა და ბურთი "ცხრიანში" მოათავსა.

მსოფლიოში ამ ფაქტს უამრავი ვებგვერდი გამოეხმაურა. ამიტომ მათგან ყველაზე ორიგინალურ სათაურებს გთავაზობთ.

tuttomercatoweb.com - "ერთი ტალანტი, გიორგი ჩაკვეტაძე უკვე ფეხბურთის ისტორიაში შევიდა"

walfoot.be - "გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის პირველი გოლის ავტორია"

voetbalkrant.com - "რამდენიმე წლის შემდეგ ეს ვიქტორინის კითხვა იქნება: ვინ გაიტანა ერთა ლიგის პირველი გოლი? და ეს "გენტის"
ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე იყო"

Eurosport.ru - "საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საჯარიმოს მიუახლოვდა და მთელ პლანეტაზე არსებულ ატმებზე მწიფედ შეაგდო გოლი"

index.hr - "შეხედეთ ამ ისტორიულ შედევრს: ერთა ლიგა ღიაა ამ სასწაულისთვის"

sportnieuws.nl - "დიახ, ჩვენ გვყავს გამარჯვებული: გიორგი ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა. ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა"

voetbalnieuws.be - "გენტის" ტალანტი ერთა ლიგაში ისტორიას წერს"

hln.be - "ერთა ლიგის პირველი გოლის ავტორი ცნობილია და განსაკუთრებით ეს "გენტის" ფანებს მოეწონებათ"

nieuwsblad.be - "გენტის" ფეხბურთელი ერთა ლიგის ისტორიას წერს"

telegraaf.nl - "ერთა ლიგის პირველი გოლი ნამდვილი მარგალიტია"

altპუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

altგიორგი ჩაკვეტაძე: უბედნიერესი ადამიანი ვარ, ლატვიაც უნდა დავამარცხოთ

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
როგორ გიყვართ ბაქი-ბუქი ამ ქართველებს რა.
odala
07 სექტემბერი 2018 17:52
33
ბაზარი არ არი, მართლა გვიყვარს )) მარა თან საფუძველიც რომ გავქვს ეგ არი კაიფი!
bs
12 სექტემბერი 2018 11:44
1
გაიხარეთ მერე, ვინ გიშლით? მეც მიხარია. მაგრამ ნამეტანს შვრებით ხოლმე. მსოფლიო აალაპარაკა რომ ძალიან გადაჭარბებული ნათქვამია და ბაქი-ბუქში რომ სომხებს არ ჩამოვრჩებით, ეჭვი გეპარება??
odala
07 სექტემბერი 2018 22:38
0
ყველა გამოხმაურება
მასე გააგრძელეთ ბიჭებო! წარმატებები!
ვახო...
07 სექტემბერი 2018 15:35
0
შენ გაიხარე ჩაკვეტაძე.უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს.ერთს გირჩევ ცისარტყელებში არ გაერიო.
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
07 სექტემბერი 2018 15:02
4
ეს ბიჭი დრე თუ გვიან აუცილებლად ითამაშებს ბარსაში ან რეალში, თუ ბავარიაში იქნება, უფრო გამიხარდება
ბმბ
07 სექტემბერი 2018 14:28
0
მარტო ამ გოლით იხეირებს გენტი, ამხელა რეკლამა რო გაუკეთდა რო გენტში ასეთი ტალანტები არიან...
საღოლ ჩაკვე, ოქრო ხარ და უფრო დიდი მომავალი გაქვს და არ მოდუნდე
რა მაფიაა?
07 სექტემბერი 2018 14:11
0
Genacvale chakvet arasdros danebde da male top chempionatshi da gundshi gixilavs sruliad samyaro carmatebebi. Gilocavt bichebo aseve yvela qaryvels kritikos bigmianebs da ase shemdeh kritika jaia bogma cudi imedia bolomde liderebi davrchebit jgufshi . Tamashis xarisxi da meti mondomeba. Gols rom itant burtis mogeriebis magivrad akontrolet burtis damcheri fexburtelebi gvyavs carmatebebi
Emigranti
07 სექტემბერი 2018 14:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული