პუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი გიორგი ჩაკვეტაძის გოლს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი-საქართველოს ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ტურნირის ისტორიაში პირველი გოლი სწორედ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

ჩაკვეტაძემ ულამაზესი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა და ჩვენი გუნდი 1:0 დააწინაურა.

ამასთან ერთად, იმ ფეხბურთელების ჩამონათვალსაც გვაწვდის, რომლებმაც სხვადასხვა ტურნირში, ჩაკვეტაძის მსგავსად, ასევე პირველი გოლი გაიტანეს.

  • ჩემპიონთა თასი
ჟოაუ ბაპტიშტა მარტინში - სპორტინგი-პარტიაზნი 3:3, 4 სექტემბერი, 1955 წელი

  • ევროპის ჩემპიონატი
ანატოლი ილინი - სსრკ-უნგრეთი 3:1, 28 სექტემბერი, 1958 წელი

  • საერთაშორისო თასი
ფერენც პუშკაში - რეალი-პენიაროლი 5:1, 4 სექტემბერი, 1960 წელი

  • თასების თასი
ჰორსტ კოლე - ფორვერტსი-რუდა ხვეზდა 2:1, 1-ელი აგვისტო 1960 წელი

  • უეფას თასი
რალფ კოუტსი - კეფლავიკი-ტოტენჰემი 1:6, 14 სექტემბერი, 1971 წელი

  • უეფას სუპერთასი
ლუჩანო კიარუჯი - მილანი-აიაქსი 1:0, 9 იანვარი, 1974 წელი

  • ჩემპიონთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი)
დანიელ ამოკაჩი - ბრიუგე-ცსკა 1:0, 25 ნოემბერი, 1992 წელი

  • ინტერტოტოს თასი
ერჯიუმენტ შაჰინი - უიმბლოდნი-ბურსასფორი 0:4, 24 ივნისი, 1995 წელი

  • ევროპის ლიგა
ალბერტო საპატერი - ჯენოა-სლავია 2:0, 17 სექტემბერი, 17 სექტმებრი, 2009 წელი

გიორგი ჩაკვეტაძის სახელი ისტორიას დარჩება, როგორც ზემოთ მოხსენიებული ფეხბურთელების.

altგიორგი ჩაკვეტაძე: უბედნიერესი ადამიანი ვარ, ლატვიაც უნდა დავამარცხოთ

alt"გენტის" საიტი: ქალბატონებო და ბატონებო, ერთა ლიგაზე პირველი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა [VIDEO]

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
გოლსაც გააჩნია! მაგრამ გიორგის გოლი ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელების გოლებს აღკარად ჯობდა!!!
გიორგი წარმატებები!!
ჯავახელი
16:34 07-09-2018
0
მაგარი სათაურია! ჰო, პუშკაშს შეადარეთ უკვე! მესის და რონალდოს! მომატების მოტივაცია არ დაუტოვოთ!
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული