გიორგი მერებაშვილი: მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ლატვიის ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა ლატვიასთან ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და თითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. გურამ კაშიას გუნდში ყოფნა აუცილებელია, ის ძალიან კარგი ადამიანია და ყველა გვერდში ვუდგევართ. მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ყაზახეთთან 3 ქულის მოპოვება შევძელით და ეიფორიაში არა ვართ. პირიქით, წინა შეხვედრის შემდეგ კარგ განწყობაზე ვართ და გუნდი საბრძოლველად მზადაა. ვაცნობიერებთ იმას, რომ რთული თამაში იქნება, თუმცა მობილიზებულები ვიქნებით.

მინდა ქომაგებს მადლობა გადავუხადო ყაზახეთში მხარდაჭერისთვის და
გამარჯვება მათი დიდი დამსახურებაა. მოვუწოდებ ქომაგებს ხვალ მოვიდნენ და ერთად დავამარცხოთ ლატვიის ნაკრები", - აღნიშნა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ლატვიას მატჩი 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

altვლადიმირ ვაისი: მე როგორც მწვრთნელი გურამ კაშიას გვერდში ბოლომდე დავუდგები

მკითხველის კომენტარები / 12 /
ზიდანიც არაკომპეტენტური მწვრთნელი ეგონათ რეალში რომ დანიშნეს. არასანახაობრივი ფეხბურთით 3 ლიგა მოიგო ზედიზედ. ვაცადოთ ვაისს რადგან არც ეგ არის ზიდანი და არც ჩვენი ნაკრებია რეალის დონის.
ნიკა
14:41 09-09-2018
0
მერებაშვილს თუ არ ათამაშებ თანაბარი თამაში წავა , როცა ეგ არის 10 - 11 ზე ვთამაშობთ ხოლმე ესეთი უარაფრო ფეღბურთელი სად მონახეთ*
მე
13:32 09-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული