გიორგი მერებაშვილი: მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ლატვიის ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა ლატვიასთან ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და თითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. გურამ კაშიას გუნდში ყოფნა აუცილებელია, ის ძალიან კარგი ადამიანია და ყველა გვერდში ვუდგევართ. მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ყაზახეთთან 3 ქულის მოპოვება შევძელით და ეიფორიაში არა ვართ. პირიქით, წინა შეხვედრის შემდეგ კარგ განწყობაზე ვართ და გუნდი საბრძოლველად მზადაა. ვაცნობიერებთ იმას, რომ რთული თამაში იქნება, თუმცა მობილიზებულები ვიქნებით.

მინდა ქომაგებს მადლობა გადავუხადო ყაზახეთში მხარდაჭერისთვის და
გამარჯვება მათი დიდი დამსახურებაა. მოვუწოდებ ქომაგებს ხვალ მოვიდნენ და ერთად დავამარცხოთ ლატვიის ნაკრები", - აღნიშნა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ლატვიას მატჩი 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

altვლადიმირ ვაისი: მე როგორც მწვრთნელი გურამ კაშიას გვერდში ბოლომდე დავუდგები

მკითხველის კომენტარები / 12 /
Warmatebebi chvens nakrebs
Baggio
18:42 08-09-2018
0
მერაბაშვილიდან მოწოდება გულშემატკივრის მიმართ დაცინვაა ვაისი დაგვცინის ქართველებს მერაბაშვილი პრეს -კომფერენციაზე რამ ცამოგაყვანია კაცი პასს ვერ აკეთებს ვერ დარბის ვერც კაცს ატყუებს და ქართველებს გვეუბნება მოდით თამაშზე ჩემს უნიათობას უყურეთო მაგას ნამუსი რო ქონოდა თხოვდა მწვრთნელს თადარიგში დამტოვეო შენზე ძლიერი და სარგებლის მომტანი ფეღბურთელებია საქართველოს ნაკრებში მერაბა არა ხარ ფორმაში და მიეცი საშვალება ვინც შენზე კარგად თამაშობსა თორე შეგრცხვება სტადიონზე მთელი სტადიონი ლანძღვას რო დაგიწყებს..
საქართველოს გულშემატკივარი
18:29 08-09-2018
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული