გიორგი მერებაშვილი: მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ლატვიის ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა ლატვიასთან ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და თითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. გურამ კაშიას გუნდში ყოფნა აუცილებელია, ის ძალიან კარგი ადამიანია და ყველა გვერდში ვუდგევართ. მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ყაზახეთთან 3 ქულის მოპოვება შევძელით და ეიფორიაში არა ვართ. პირიქით, წინა შეხვედრის შემდეგ კარგ განწყობაზე ვართ და გუნდი საბრძოლველად მზადაა. ვაცნობიერებთ იმას, რომ რთული თამაში იქნება, თუმცა მობილიზებულები ვიქნებით.

მინდა ქომაგებს მადლობა გადავუხადო ყაზახეთში მხარდაჭერისთვის და
გამარჯვება მათი დიდი დამსახურებაა. მოვუწოდებ ქომაგებს ხვალ მოვიდნენ და ერთად დავამარცხოთ ლატვიის ნაკრები", - აღნიშნა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ლატვიას მატჩი 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

altვლადიმირ ვაისი: მე როგორც მწვრთნელი გურამ კაშიას გვერდში ბოლომდე დავუდგები

მკითხველის კომენტარები / 12 /
ზიდანიც არაკომპეტენტური მწვრთნელი ეგონათ რეალში რომ დანიშნეს. არასანახაობრივი ფეხბურთით 3 ლიგა მოიგო ზედიზედ. ვაცადოთ ვაისს რადგან არც ეგ არის ზიდანი და არც ჩვენი ნაკრებია რეალის დონის.
ნიკა
09 სექტემბერი 2018 14:41
0
მერებაშვილს თუ არ ათამაშებ თანაბარი თამაში წავა , როცა ეგ არის 10 - 11 ზე ვთამაშობთ ხოლმე ესეთი უარაფრო ფეღბურთელი სად მონახეთ*
მე
09 სექტემბერი 2018 13:32
0
მე მაგალითად ვერანაირი ტაქტიკური მონახაზი ვერ დავინახე ვაისის გადაწყვეტილებით და ყაზახეთან გამარჯვება იყო ინდივიდუალიზმის ხარჯზე,მერებაშვილის კვეკვესკირის და გაუგებარი შეცვლებით,ვაისი მიმაჩნია არაკომპეტენტურ მწვრთნელად ჩემი აზრით
smouk
09 სექტემბერი 2018 10:21
2
სიმართლე გითხრათ სანაკრებო ფეხბურთელად არ მიმაჩნია..ასეთი უკლასო ტიპი არც მიღება აქვს..არც დრიბლინგი..არც პასი..უმარტივეს სიტუაციაში ვერ ერკვევა..და კრაიზე რომ დარბის ამიტომ ჭირდება ვაიისს..? კაკბაძე უფრო ეფექტურია კრაიდან..ვიდრე ეგ..ამაზე ცოტა მეტი კლასი მაინც აქვს
bujanga
09 სექტემბერი 2018 03:52
1
აბსურდულია იმის გაფიქრებაც რომ ნაკრებში დაძახებული ფეხბურთელი მწვრთნელს ეტყვის არ ვარ ძირითადში დაყენების ღირსი ზამენაზე შემიშვიო სამწუხაროდ მთავარ მწვრთნელს არ ყოფნის კვალიფიკაცია და სადღაც ამის კონკურენტების ბრალიცაა ეს იმათ მონდომების ხარჯზე ჯობნისდა ვაისიც ამას ამჯობინებს ამიტომ არაბიძემაც ჯიღაურმაც ვარჯიშზე უნდა დაანახონ რომ თავდაუზოგავად იბრძოლებენ წინაც და არც უკან ჩამოსვლაც დაეზარებათ ესაა მთავარი მიზეზი რატომაც ვერ ხვდებიან ძირითადში პაპუნა არაბიძე და ჯიღაური.
კახა
08 სექტემბერი 2018 22:21
1
ფუ რა ...... ხართ ზოგიერთი.რად გინდათ თქვენ წერის ცოდნა,ახია ჩვენზე ყველა სკოლასა და უნივერსიტეტში რო წვალობს
ბაჩი
08 სექტემბერი 2018 21:15
11
ჯიღაურს ტყუილად ახსენებ. ჯიღაური მერებაშვილზე უარესი თუ არა, უკეთესი ნამდვილად არ არის.
Morty
09 სექტემბერი 2018 02:45
0
chven ki movalt mara shens sanaxavad mogvicodeb mosvlas?))))))
!!!!!!!
08 სექტემბერი 2018 18:58
24
Warmatebebi chvens nakrebs
Baggio
08 სექტემბერი 2018 18:42
0
მერაბაშვილიდან მოწოდება გულშემატკივრის მიმართ დაცინვაა ვაისი დაგვცინის ქართველებს მერაბაშვილი პრეს -კომფერენციაზე რამ ცამოგაყვანია კაცი პასს ვერ აკეთებს ვერ დარბის ვერც კაცს ატყუებს და ქართველებს გვეუბნება მოდით თამაშზე ჩემს უნიათობას უყურეთო მაგას ნამუსი რო ქონოდა თხოვდა მწვრთნელს თადარიგში დამტოვეო შენზე ძლიერი და სარგებლის მომტანი ფეღბურთელებია საქართველოს ნაკრებში მერაბა არა ხარ ფორმაში და მიეცი საშვალება ვინც შენზე კარგად თამაშობსა თორე შეგრცხვება სტადიონზე მთელი სტადიონი ლანძღვას რო დაგიწყებს..
საქართველოს გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2018 18:29
17
მერაბიშვილი და ოქრუაშვილი ფლანგებზე და კიდე ბაჩო იქნებაო ახალაია ცოცხებით -_-
-_-
08 სექტემბერი 2018 19:49
13
შენ ვინ უნდა დაამარცხო ბიჭო??? ერთი ყაზახები დაამარცხე და მეორე ლატვიას დაამარცხებ კიდე. ალბათ იცი რო უეჭველი გაყენებს დასტავში ხო?
Vakhtang Lobzhanidze
08 სექტემბერი 2018 18:06
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული