ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
მესმის რომ ჩაკვეტაძე კარგი ფეხბურთელია.. მან კარგად ითამაშა ორივე მატჩი... მაგრამ ვაისი არაა მაგარი ჩაკვეტაძემ მოიგოო.. ეგრე გვარდიოლამაც რა გააკეთა მესის მოუგია ყველაფერი. ვაისის გოლი გინდათ??? კიდევ ერთხელ ვამბობ ნუ გგონიათ რომ მწვრთნელი მარტო წყობას აყენებს.. სონი 2 არაა ფეხბურთი. გადახედეთ სლოვაკეთის შედეგებს ვაისის ხელში, მხოლოდ ჩვენთვის როგორ არ ვარგა არავინ.. რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ და რუსთაველის ქვეყანას ვაისმა რა უნდა გვასწავლოს.. ვაი ჩვენს პატრონს რომელიც არ გვყავს... ვიცით არ ვიცით ვაკომენტარებთ. რა გვინდა საერთოდ... აააა გამახსენდა მსოფლიო ჩემპიონობა..
A
09 სექტემბერი 2018 23:05
7
Daviwvi oqris codvit da kacharavas jaxirit.
Qvilos motexet fexi, oqri gadarcha mgoni. Amati moshoreba gindat? Amito are unda daayeno utamashebeli. Chakves rato are daartymevinet , very sheagdebda? Orive maga moigo.
We
Vaso
09 სექტემბერი 2018 23:03
4
მაინც რისი თქმა გსურთ? ცოტა ადამიანურ ენაზე რომ დაწეროთ? არა?
kote
09 სექტემბერი 2018 23:27
1
Me miyvars chemi qveyana me var qartveli da yoveltbis vbaleshikob chems erivnul nakrebs. Rac mtkiva imas vambob rac unda gamoscordes. Rac ar momcons roca usamartloba aris ara formashi upraqtiko fexburtelebi es yvelaferia rac dges moxvda dabali xarisxi . Golis shemdeg mteli gundi lamis karebshi chadga ar sheidzleba roca gunds burts tavze axev mteli tamashi burts akontroleb da golis mere mtel moedans utmob eg ar cagvadgeba da bolos cudi shedegi iqneba isev makedonia belarusi ar arian magali donis mara arc dabali donis arian chven divizionshi
Emigranti
09 სექტემბერი 2018 23:03
2
არავის არაფერი უჩუქებია პენალტი იყო წესების შესაბამისად მაგრამ მსგავს სიტუაციებში მსაჯები უმეტესად თვალს ხუჭავენ და ატარებენ ეგ სხვა საკითხია
nnn
09 სექტემბერი 2018 23:02
1
Qinqladze taobas eseti dabali donis gundebi jgubshi rom shexvedroda dges dgeobi minumum sami evropa da msoflio gveqneboda natamashebi . Tamashis xarisxit dzaan dabalia. Carmatebebi mara eseti tamashit belorusebi rom gadagveyrebian fimalur etapze dzaan gauchirdebat bichebs tore vaiss dzaan dabali donea
Emigranti
09 სექტემბერი 2018 22:52
8
ყოჩაღ ბიჭებს ყოჩაღ ვაისი პრაგმატულად მიუდგნენ სიტუაციას მთავარი იყო გოლი არ გაგვეშვა და არ წაგვეგო ყაზახეთს გასვლაზე მოვუგეთ და ლატვიამ სახლში ანდორას ვერ მოუგო ეს უკვე უპირატესობა იყო და რატომ უნდა შეგვეტია უკანმოუხედავად და ძალები ც სწორად შემოინახეს ყოჩაღ 2 თამაში 2 მოგება 3 გოლი გავიტანეთ და არ გაგვიშვია გოლი ჩემი აზრით ესე პრაგმატულად გააგრძელებენ და პირველი ადგილიც ჩვენია , გილოცავთ ყველა ქართველს !!!!
lashe
09 სექტემბერი 2018 22:51
7
უმადური ერი, ეს სამწუხარო რეალობაა..!
იგორ
09 სექტემბერი 2018 22:47
19
orive tamashi chakvetadzem gvishvela, gmertma gadmogvxeda, torem weisze susti mtvrtneli arzet nakrebs ar ekoleba.
nika
09 სექტემბერი 2018 22:46
7
გილოცავთ ძმებო....ეხლა მთავარია ხვალ ანდორამ ფრე ითამაშოს და სუპერ გამოვა ყველაფერი...თუმცა ჩვენ ჩვენი უნდა დავამტკიცოთ.....
ედუარდ ზარანდია
09 სექტემბერი 2018 22:42
1
weisi zalian susti mtvrnelia, prosto iseti susti jgufi gvkavs ak ar mogeba sheuzlebelia!
qomagi
09 სექტემბერი 2018 22:39
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული