გიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ტრავმის მორჩენის შემდეგ "გენტში" ორი გოლი გაიტანა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ვარჯიშისას კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და ბელგიაში ოპერაციას გაუკეთებენ. ერთა ლიგაზე ლატვიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოედანზე მისი მხარდამჭერი მაისურებით გავიდნენ, გიორგიმ კი ინსტაგრამზე ეს დაწერა.

"არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ასე განიცდიან შენს გასაჭირს და ასე ახლოს მიაქვთ გულთან. უღრმესი მადლობა ყველას. მადლობა, რომ გჯერათ ჩემი. ამხელა სიყვარულის შემდეგ არ მაქვს დანებების უფლება და არც დავნებდები! ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი
გვაქვს გასატანი".

alt#მალედაგვიბრუნდი - ფეხბურთელები გიორგი ქვილითაიას მხარდასაჭერად!

altგიორგი ქვილითაია: ტრავმის მიღების შემდეგ პირველად ის ვიკითხე - შევძლებდი თუ არა ნაკრებში თამაშს?

alt ქვილითაია სადებიუტო მატჩში 87-ე წუთზე შევიდა, მაშინვე გოლი გაიტანა და გენტს გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
martalia revishvili ufro met tanadgomas imsaxurebda :( kvilos ki male gamojamtelebas vusurveb kacharavas bevrad jobs yovelshemtxvevashi :)
shoti
10:34 10-09-2018
0
მწყინს რომ კაშიას და ქვილითაიას გვერდით უდგანან და რევიშვილის უდიდესი ტრაგედია, რაც ყველაზე დიდი ამათში არავის გახსენებია და თანადგომა არ გამოუხატავთ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული