ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
გამარჯვებას გილოცავთ პირველ რიგში,მოგება მოგებაა და ესაა უმთავრესი. ფეხბურთელებზე არანაირი პრტენზია არ გამაჩნია,რადგან შემადგენლობის დაყენება მათი საქმე არაა. არ მომწონს ეს ვაისი და დამხვრიტეთ თუ გინდათ. აყენებ გამოკვეთილ ფორვარდს და მასზე ერთი ზუსტი პასი არ კეთდება,ჩაწოდებებზე ჩალიჩობდნენ,ეს გასაგებია,როცა კაჭარავა გყავს სასტავში ასეც უნდა ქნა,მაგრამ როცა მეტოქე 10 კაცით დაცვას თამაშობს,ძნელია პოზიციის შერჩევა და კარისკენ დარტყმა,ასერომ კაჭარავას კრიტიკას თავი გავანებოთ,შემადგენლობაში პაპუნაშვილის არ დაყენება ან კიტეიშვილის კიდევ ერთხელ ამტკიცებს ვაისის სიდებილეს.როცა მეტოქე ავტობუსს გიყენებს,ამ დროს უპრიანია მოძრავი შემადგენლობის დაყენება და არა გამოკვეთილი 9 ნომერი. ორი საყრდენით თამაში ასეთ გუნდთან გაუმართლებელია და ამიტომაც მგონია,რომ კიტეიშვილი უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა ვიდრე კვეკვესკირი აკეთებდა ამას. კაჭარავას ნაცვლად პაპუნაშვილს ვათამაშებდი და ვაკოს წინ ავწევდი. ჩაკვეტაძე,ოქრი,პაპუნა და ვაკო მოძრავი ხალხია და პოზიციების მუდმივი ცვლა საშუალებას მოგვცემდა დაგვებნია მეტოქე და შეცდომებს დაუშვებდნენ. მეტოქის დაცვის ხაზსს ვწელავდით,მაგრამ არ იყო 1 შეხებით პასები მოკლე მონაკვეთში და რიცხობრივი უმცირესობაში ვიყავით,რადგან კაჭარავა საჯარიმოს კაცია და ის ვერ ჩამოიწევს და თავს ვერ შესთავაზებს გუნდელს. არავინ მითხრას,რომ ქართველ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ 1 შეხებით თამაში და ასეთი სისულელები. დაცვის გაწელვა და ავტობუსის გარღვევა გვარდიოლამ რომ იცის ისეთი უნდა და ვინმეს გინახიათ,გვარდიოლას შემადგენლობაში ახმახი ფორვარდი ყოლოდეს? არ გაინტერესებთ რატომ?ესპანეთმა მსოფლიო ფორვარდის გარეშე მოიგო. კი ბატონო არც ვაისია გვარდიოლა და არც ნაკრები ესპანეთი,მაგრამ სწავლა ყოველთვის შეიძლება. გოლის მერე ეგრევე უკან დახევა და მეორე ნომრათ თამაში რა პონტია? კიდე კარგი დასაწყისშივე არ გავიტანეთ,ტორემ მოგვიწევდა დიდი ნერვიულობა. კინაღამ გაგვიტანეს და თუ ლატვიასთან წნეხს განიცდის მწვრთნელი,მაშინ უფრო ძლიერ გუნდთთან გულის შეტევას მიიღებს და რაც შეიძლება მალე გაუშვით ეგ კაცი,ვიღაცის ცოდვა გვინდა კიდევ? დააბრუნეთ ცხადაძე და კობიაშვილო შე არასწორო! ვინც ეს კომენტარი დაბლოკოს,ის იყოს ლობჟანიძის და დვალიშვილის ნაზავი.
სხვათა თუთაშხია
10 სექტემბერი 2018 07:08
4
გილოცავთ ყველას გაარჯვებას! საინტერესოა ქართული ფეხბურთის სტატისტიკის კარგად მცოდნე ხალხი თუ გაიხსენებს თუ ყოფილა ოდესმე, რომ საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ორი ოფიციალური თამაში მოეგო? მიუხედავად თამაშის დაბალი ხარისხისა, საქართველოს ნაკრები იმსახურებს ადგილს "ცე" ლიგაში.
ლუკა
10 სექტემბერი 2018 06:08
0
მიუხედავად იმისა რომ იგებს ნაკრები, თამაშის ხარისხი უფრო გაუარესდა,თუმცა ლამაზად წაგებას ცუდი თამაშით მოგება სჯობია! მომენტებში ისეთ ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ,თითქოს კარგა ხნის უვარჯიშებელნი იყვნენ. მოგება კარგია,მაგრამ ასეთ შეცდომებს საშუალო დონის გუნდი არ გაპატიებს,.
დავით 67
10 სექტემბერი 2018 03:29
2
Exla dvalishvils vixilavt nakrebshi.naxet tu ara .. Jurnalistebs ra kitxvebi gaqvt ra aris erti gekitxat tu apirebs oqtombramde darchenas tamashebze dascrebas chempionatshi...
Emigranti
10 სექტემბერი 2018 02:48
0
საქართველოს ნაკრები ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობს.ან საერთოდ ფეხბურთს არ თამაშობს. ერთი ნორმალური კომბინაცია არ ქონიათ მთელი 2 თამაშის განმავლობაში.მხოლოდ ჩაკვეტე იგებს თამაშებს.სანამდე გაგრძელდება ასე დადაფიქრებელია. დღეს პენალტი საერთოდ არ იყო.ასე მგონია კაშიას ლგპტ სამკლაურის გამო დადო მსაჯმა.უეფასაგან თუ ქონდა მსაჯს დავალება.ჸაზაიშვილის რეგრესიც ხომ სახეზეა.
მახოია
10 სექტემბერი 2018 01:56
5
kacharavas da amdeni xnis utamashebeli okriashvilis nazvlad kiteishvili da arabidze daekenebia ase ar gagvichirdeboda, madloba berzen msajs, eg penalti 50/50 iko dasanishni!
feola
10 სექტემბერი 2018 01:19
2
რომელ კატეგორიაში ვართ?კიდევ ვინ არის ჩვენს კატეგორიაში?ც კატეგორიაში ვინც არის ისინიც თუ არ აიწიეს მაღალ კატეგორიაში მუნდიალზე მოსაპოვებლად ვერ იასპარეზებენ..ასე რომ...გადახედეთ დ კატეგორიას...პერსპექტივებს...დიდი დაღმართი აღარ მთავრდება ..დაგვსვეს იქ სადაც გვეკუთვნოდა და ფეხბურთის მამები ვითომ არაფერი,თურმე ანდორას და ლატვიის მოგებით რამე შეიცვლება..
qocnacta samtavro
10 სექტემბერი 2018 00:52
2
რას მიედ—მოედები თუ კაცი ხარ? მოიგებენ აგინებთ ,წააგებენ აგინებთ
Emzar—Duisburg
15 სექტემბერი 2018 19:34
0
kacharava aris dzalian magari forvardi romelsac dzels shevadarebdi tu moxvdeba burti gava mag shemtxvevashi ...roca.ver tamashobs fekhburteli..unda shecvalo vais an ra sanakrebo kacia kacharava kargit raa
shotis
10 სექტემბერი 2018 00:06
1
არავინაა ჩასაფრებული და ყველას გვიხარია გამარჯვება მაგრამ არაა საჭირო ეიფორია ვინმემ მითხრას როდის ეტყობა ჩვენს ნაკრებს გუნდურობა როცა ფეხბურთი არი გუნდური თამაში სულ ადვილია საქართველოს ნაკრების თამაშის გარჩევა გამორთეთ გამოსახულება და მოუსმინეთ წამყვანებს ძირითადად სულ ერთი და იგივე მეკარე ლორია გვყავს მაგარია დაცვაშია ბურთი და კვირკველია მაგარია ცენტრშია ბურთი და კვეკვესკირი მაგარია ეხლა ჩაკვეტაძეც დაემატა მაგარია და ბოდიში და უეფაში დებილები სხედან რატო ვართ D ჯგუფში გეყოთ აქ ფეხბურთელები არაფერ შუაშიაცშეიძლება მაგრები არ არიან ყველა მაგრამ საშუალო ევროპულ დონეზე თავისუფლად თამაშობენ უმეტესობა ხოდა გაიხსენეთ იგივე ლიტვა ისლანდია თუნდაც ხორვატია არ ვარგა სტაფი ფედერაცია ვერ მუშაობს თავის დონეზე პროფესიონალიზმის ნაკლებობაა მწვრთნელი რომელიც ცვლილებებს ალალ ბედზე აკეთებს რა უნდა თქვა სად ატყვია გუნდს მწვრთნელის ხელი ან რა შეცვალა პირველი ტაიმის შემდეგ მერე შევხვდებით ცოტა ნორმალურ გამართულ ფეხბურთს რომ თამაშობს ისეთ გუნდს და ამოგვავსებს და დაიწყება ნაცრისვთავზე დაყრა მოითხოვეთ დასვით ჟურნალისტებმა კითხვები.
კახა
10 სექტემბერი 2018 00:04
10
აუ ზოგიერთისთვის რა პრაზნიკიააDDDDD სადღაც 9 დივიზიონში ჭ კლასის გუნდებთან წვალებით 2 მატჩი მოიგო ამ ვითომ საფეხბურთო ნაკრებმა და ამათმა ხომ გადმოაფრქვიეს პატრიოტიზმი კომენტარებითDDD, ისე კარგი იყო მაგრა ვიხალისე კომენტარებით, "... გილოცავთ ძმებო ამ დიდ გამარჯვებასო..."DDDDD "...ლატვიას მოვუგეთ წინ ანდორაა!!!!" DDDDDDDD ვაი თქვენს პატრონს DDDDDDDDD
megre
10 სექტემბერი 2018 00:02
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული