გურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

მატჩი, გარდა საფეხბურთო მნიშვნელობისა, ყურადღების ცენტრში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამოც მოექცა, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ქართველმა მცველმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და ამით ბედნიერია.

"ძალიან ბევრნი ვართ ერთად და უამრავი მხარდამჭერი გვყავს. ძალიან მიყვარს ეს ხალხი, ისინიც კი, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან, თუ შეიძლება ასეთი რამის თქმა. არავისზე ნაწყენი არ ვარ, არავისზე ცუდი არ მითქვამს და არც
ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რასაც ჩემზე ამბობენ, მე პოზიტიური ადამიანი ვარ", - განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა კომენტარი გიორგი ქვილითაიას ტრავმაზეც გააკეთა:

"ქვილითაიას რაც შეეხება, გუშინ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ჩვენთვისაც შოკისმომგვრელი იყო, რაც, ალბათ, თამაშზეც აისახა, მაგრამ გიორგი მენტალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, ვინც კი შემხვედრია, ის უმაღლესი დონის სპორტმსენია. მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებ". 

ამ გამარჯვებით საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. შემდეგ მატჩში ჩვენი გუნდი თბილისში ანდორას უმასპინძლებს.

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
მიკვირს ამ ხალხის, რა პროპაგანდა, ვის ებრძვით ან რას ებრძვით? გამოგონილ საფრთხეებთან ბრძოლას თავი გაანებეთ, რეალურ პრობლემებზე იფიქრეთ
გუგა
00:31 11-09-2018
2
აუფ!ახლა დიპლომატიც გამხდარა! ასწავლეს ეტყობა რომ ხალხი არ გააღიზიანოს
დავით 67
23:25 10-09-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული