გიორგი დევდარიანი საქართველოს ნაკრებზე: უჩვეულო სიხარულის განცდა მაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ გიორგი დევდარიანს დავუკავშირდით და "ჯვაროსნების" თამაშის შეფასება ვთხოვეთ.

დევდარიანი ამჟამად ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორია.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6 სექტემბერს ყაზახეთი, ხოლო 9 სექტემბერს ლატვია დაამარცხა.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ საქართველოს ნაკრების ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ?

- პირველ რიგში, უჩვეულო სიხარულის განცდა მაქვს, რადგან არ ვართ მიჩვეულები საქართველოს ნაკრების 6 ქულას საწყის ორ ტურში, მაგრამ ეს ის გუნდები არ არის, რომლებსაც უნდა გავუტოლდეთ და ვისზეც შეიძლება სწორების აღება. მეტი
უნდა გვინდოდეს და მეტი უნდა მოვთხოვოთ ჩვენს ნაკრებს, თუმცა შედეგი კარგია.

- რამდენად გვაქვს შანსი, რომ D ლიგა მოვიგოთ და ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ?
- ამ თამაშების მოგება, თუნდაც სუსტ მოწინააღმდეგეებთან, თავდაჯერებულობას მატებს გუნდს. ახლა უფრო შესაძლებელია პროგრესი და იმ იდეების მიღება, რომლებსაც ვაისი აწვდის, რადგან თუ იდეა, რომელსაც მწვრთნელი გაძლევს, არ არის მოგებით განმტკიცებული, გუნდი თავდაჯერებულობას კარგავს და გუნდზე ცუდად აისახება, ხოლო როდესაც მწვრთნელის ჩანაფიქრი შედეგს აღწევს, ფეხბურთელიც უფრო თავდაჯერებული ხდება. მოგებული მატჩების შემდეგ უფრო მეტი შანსი არის, რომ გუნდმა მოუმატოს, ვიდრე ეს წაგებული მატჩის შემდეგ შეიძლება მოხდეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე" ანდორას უმასპინძლებს.

alt2 მატჩში 6 ქულა ავიღეთ? ავიღეთ - აბა, რით ვართ უკმაყოფილოები?

altლევან კობიაშვილის განცხადება საქართველო-ლატვიის მატჩის შემდეგ

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

მკითხველის კომენტარები / 3 /
იდეა?ჰო,იდეა.იდეა,იდეა,იდეა.სად არის იდეა?თუ არის ,რატომ ვერ ვპოულობთ და თუ არ არის,რატომ არ არის?ვიპოვე.იდეაა,რო, 0-0 ზე 8 კაცი დაცვაში იდგეს და გოლი არ გაუშვას,თუ მოხდა და გოლი გავიტანეთ,მაშინ სასწრაფოდ შევცვალოთ ის ორი კაციც მცველებით და ჩავდგეთ საკუთარ საჯარიმოში.რაღაც ძალიან ნაცნობი იდეაა და აღარ კი მახსოვს,საიდან.აუჰ ბიჭო,გამახსენდა,ეს ხომ ჩვენი ძველი იდეაა,აი ხორვატიას რომ მოვუგეთ,ის.ჰო.ასეა,ყველა ახალი ,კარგად დავიწყებული ძველია.ჰო,მაგრამ როგორც მაშინ დამთავრდა,ისევ ისე რომ დამთავრდეს?მერე რა?მაინც მიჩვეულები ვართ.
ფუი ეშმაკს და მართლა ასე არ მოხდეს.
სოსო
10 სექტემბერი 2018 18:17
17
და რა თქვას დევდარიანმა? რო ვაისი ს --რია? კი ფიქრობს მასე, მაგრამ მისგან არ გამოდის ამის თქმა..ეთიკა და რამე..
Vakhtang Lobzhanidze
11 სექტემბერი 2018 15:51
2
ზუსტად მაგას ვტირი ბატონო სოსო. იგივე იდეაა დიდი ქართველი მწვრთნელის მოგონილი. დინჯი,დარბაისლური "შეტევები", უაზრო მოგერიებები (თუ გვიტევენ) და მუდმივი პანიკა დაცვაში მეტოქის ჩაწოდებისას. პირველი პასის გამკეთებელი არაა( კაშიას გარდა, მარა დაცვაში არ უქნია ღმერთს), რომ სწრაფი შეტევა წამოიწყოს. თუ გაგვიმართლა და მოგერიებული ჩვენებურს მიუვიდა ძირითადად ისევ დინჯად(უფრო სწორად ზანტად), სწრაფი კონტრშეტევა თითქმის არაა და თუა ისიც ერთი ფეხბურთელი გარბის და სანამ სხვები მიეწევიან მოწინააღმდეგე სრული შემადგენლობით დაცვაშია. მოკლედ თამაშის ტემპი უმდაბლესია, მაგრამ რას იზამ, იდეაა! ერთადერთი რაც გამოარჩევს ძველი იდეისაგან მაღალი პრესინგის ხშირი გამოყენებაა, რაც საკვირველია ამ იდეის ფონზე. ამ იდეით(როგორც ნებისმიერი სხვა იდეით, უარესი არ არსებობს) ქვეჯგუფს მაინც მოვიგებთ, მაგრამ მერე? გაანძრიე ტვინი ვაის, ახალი იდეები გვჭირდება!
emigranti
11 სექტემბერი 2018 04:01
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული