საქართველო-ანდორას მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებში დაიწყო

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩის, საქართველო-ანდორას, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა თბილისის "დინამო არენას" სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 11 სექტემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე შეხვედრაში ანდორას დაუპირისპირდება.

alt

ვლადიმირ ვაისის სია: მწირი არჩევანი, ბევრი კითხვა და სლოვაკის უცნაური ლოგიკა

altერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 4 /
გამარჯობა, იქნებ იცოდეთ რამე ნაკრების 'ფანშოპთან' დაკავშირებით. ადრე ამბობდნენ რომ საიტი მუშავდებოდა სადაც შეგვეძლებოდა გულშემატკივრებს ფორმების და სხვადასხვა აქსესუარების შეძენა. რამდენადაც ჩანს ინტერესი დიდია და რატო გვაიგნორებთ? პ.ს ფორმები 100 ლარად მარაზმია.. ისე უნდა იყოს რომ ყველას შეეძლოს შეძენა. ოცნებად მექცა ნაკრების მაისური :(
Biannkoneri
16:54 06-10-2018
0
ვაისმა სასწრაფოდ უნდა გამოიძახოს ნაკრებში გელა ნუგზარაშვილი. ესაა მაღალი დონის თავდამსხმელი. ლაციოში რომ კაცი თამაშობს და გოლებიც გააქვს იმას ნაკრებში რატომ არ იძახებენ? ბევრი გვყავს ესეთი დონის?
გიორგი
20:17 08-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული