ლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ნასიონალის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა.

"ყველაზე ბედნიერები ჩვენ ვიქნებით, თუ გიორგი ნაკრებში იქნება და ითამაშებს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მას, მაგრამ გიორგიმ იცის, თუ რატომ არაა ნაკრებში გამოძახებული, არამარტო ეროვნულ, არამედ არც ერთ სხვა ნაკრებში. მასთან ალექსანდრე იაშვილს ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ საუბარი და მან იცის მიზეზი. პირველ რიგში გუნდის ინტერესებია. ფეხბურთელი, რომელიც პატივს არ სცემს გუნდს, გულშემატკივარს და იქცევა ასეთი არაპროფესიონალური საქციელით, მას ნაკრებში ვერ ვნახავთ".

ლატვიასთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენცაზე არაბიძის თემას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც შეეხო:"არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია".

შეგახსენებთ ის ლატვიასთან განაცხადში არ ყოფილა და არც გუნდის საგულშემატკივროდ დარჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
არაბიძე დააბრუნეთ! დავუშვათ შეეშალა ვარჯიშზე რაღაც, ამის გამო უნდა მოკვეთოთ ნაკრებიდან? საჯაროდ შენიშვნის მიცემა საკმარისი იქნებოდა. ვისაც ვარჯიშზე შეშლია ან ურთიერთობებში ყველა რომ მოიკვეთოს დარჩება ვაისი და კობიაშვილი ნაკრებში. ეს თქვენი პირადი კლუბი არ არის, ქვეყნის ნაკრებია! "ჭ" კლასის გუნდებთან ორი მატჩის მოგება არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება გაქვთ! ქეცბაიამ რომ გაუშვა კობიაშვილი გაიხსენეთ ეგ ამბავი და იგივეს ნუ აკეთებთ.
pegas
12 ოქტომბერი 2018 12:43
1
რა თქმა უნდა არაბიძე არ არის სწორი, მაგრამ კობიაშვილს მეტი სიბრძნე მართებს. რამდენს გამოიძახებენ არ ათამაშებენ, ზამენაზეც არ შეყავთ, როცა კაჭარავას 90 წუთი შეუცვლელად ათამაშებს, სირცხვილია! ამ ქვეყანაში ყველაფერი ნაცნობობით როდემდე უნდა იყოს?!
x.x
10 ოქტომბერი 2018 11:03
1
ყველა ყველა მაგრამ, კობიაშვილს ვინ კითხავს? ვაისი არაა საკმარისი?
ზაზა
08 ოქტომბერი 2018 19:51
2
რატომ არიან ეს ჩვენი ფეხბურთელები ასეთი უტიფრები?
იმიტომ რომ განათლება და აღზრდა აკლიათ, მხოლოდ ბურთის გორაობა არ არის მთავარი!!!
სააკაძე
08 ოქტომბერი 2018 17:30
1
მაგის არ თამაშით გუნდს დიდი ტრაგედია არ დაატყდება თავს, ამიტომ ჯობია დაისაჯოს ყველა ვინც ეგრე იქცევა და \შAემდგომში ჩამოყალიბდება დისციპლინა, მესი და რონალდუ არ იქცევიან ისე როგორც ესენი თავიანთ გუნდში, თითქოსდა უმძიმდეთ ტიტულების ტარება იმდენი ქონდეთ
givi
08 ოქტომბერი 2018 15:53
2
20 წლის კაციდან უკვე აღარაფერი გამოვა დღემდე თუ არ აქვს მოქცევის კულტურა, ეგენი კი არა თავის დროზე კანტანა ვერ მოხვდა ნაკრებში ქცევის გამო და ეგენი ვის დაკარგვიან ზუსტად არ უნდა მოხვდეს რაც არუნდა კარგი იყოს თამაშიტ თუ ქცევა და ქვეყნის სიყვარული არ აქვს
givi
08 ოქტომბერი 2018 15:46
1
მთავარია საქართველოს ნაკრები და არა ცალკეული პიროვნებები. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ასაკის ან თანამდებობის მიუხედავად.
ჰაჰა
08 ოქტომბერი 2018 13:09
1
არ უნდა დაწეროს ჟურნალისტმა როდის გავიდა ეთერში ეს 'განცხადება'? მე არ მინახავს მაგრამ იქნებ ტელეწამყვანმა ჰკითხა არაბიძეზე და კობიაშვილმა უპასუხა და არავითარ 'განცხადებას' პრეზიდენტის და სფფ-ს მხრიდან არაბიძეზე (როგორც ამას კომენტარებში ვკითხულობთ) ადგილი არ ჰქონია. ვაისმა რაც განაცხადა თავის დროზე კობიაშვილმა იგივე გაიმეორა.
გიორგი
08 ოქტომბერი 2018 13:05
0
პოლიტიკოსია კობი თუ ფეხბურთელი? ,,საჭიროა მაგრამ არ ვპატიობთო,, 20 წლის ბიჭს ეგრე რატო უნდა მოექცე? დაავიწყდა თავისი ფეხბურტელობა? ანდა ფედერაცია ესეთ განცხადებას რატო აკეთებს? სადაა ტრენერი? და კიდე უთავდამსხმელო გუნდი როგორია რა საინტერესოა, ესეც აეხსნა...
irakli
08 ოქტომბერი 2018 12:03
4
"ვაი ჟურნალისტები" ხართ. კონტექსტიდან ამოგლეჯილი სათაურია.
zangura
08 ოქტომბერი 2018 10:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული