ლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ნასიონალის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა.

"ყველაზე ბედნიერები ჩვენ ვიქნებით, თუ გიორგი ნაკრებში იქნება და ითამაშებს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მას, მაგრამ გიორგიმ იცის, თუ რატომ არაა ნაკრებში გამოძახებული, არამარტო ეროვნულ, არამედ არც ერთ სხვა ნაკრებში. მასთან ალექსანდრე იაშვილს ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ საუბარი და მან იცის მიზეზი. პირველ რიგში გუნდის ინტერესებია. ფეხბურთელი, რომელიც პატივს არ სცემს გუნდს, გულშემატკივარს და იქცევა ასეთი არაპროფესიონალური საქციელით, მას ნაკრებში ვერ ვნახავთ".

ლატვიასთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენცაზე არაბიძის თემას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც შეეხო:"არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია".

შეგახსენებთ ის ლატვიასთან განაცხადში არ ყოფილა და არც გუნდის საგულშემატკივროდ დარჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
არ უნდა დაწეროს ჟურნალისტმა როდის გავიდა ეთერში ეს 'განცხადება'? მე არ მინახავს მაგრამ იქნებ ტელეწამყვანმა ჰკითხა არაბიძეზე და კობიაშვილმა უპასუხა და არავითარ 'განცხადებას' პრეზიდენტის და სფფ-ს მხრიდან არაბიძეზე (როგორც ამას კომენტარებში ვკითხულობთ) ადგილი არ ჰქონია. ვაისმა რაც განაცხადა თავის დროზე კობიაშვილმა იგივე გაიმეორა.
გიორგი
08 ოქტომბერი 2018 13:05
0
პოლიტიკოსია კობი თუ ფეხბურთელი? ,,საჭიროა მაგრამ არ ვპატიობთო,, 20 წლის ბიჭს ეგრე რატო უნდა მოექცე? დაავიწყდა თავისი ფეხბურტელობა? ანდა ფედერაცია ესეთ განცხადებას რატო აკეთებს? სადაა ტრენერი? და კიდე უთავდამსხმელო გუნდი როგორია რა საინტერესოა, ესეც აეხსნა...
irakli
08 ოქტომბერი 2018 12:03
4
Oქროკა გკავტ მაგარი შIსიპლინიშ
Koba
07 ოქტომბერი 2018 20:24
25
20 წლის კაციდან უკვე აღარაფერი გამოვა დღემდე თუ არ აქვს მოქცევის კულტურა, ეგენი კი არა თავის დროზე კანტანა ვერ მოხვდა ნაკრებში ქცევის გამო და ეგენი ვის დაკარგვიან ზუსტად არ უნდა მოხვდეს რაც არუნდა კარგი იყოს თამაშიტ თუ ქცევა და ქვეყნის სიყვარული არ აქვს
givi
08 ოქტომბერი 2018 15:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული