ფედერაციასთან ყველაფერი გავარკვიე - არაბიძის კომენტარი კობიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური „ნასიონალის“ ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, სფფ-ს პრეზიდენტს ლევან კობიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც იცით, ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში კობიაშვილმა განაცხადა, რომ არაბიძე არაპროფესიონალური საქციელით გამოირჩა და ამიტომ მას ნაკრებში ვეღარ ვნახავთ.

არაბიძის კომენტარი ექსკლუზიურად Sportall.ge-მ მოიპოვა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე ყველაფერი გავარკვიე. ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ბოლომდე ვითამაშებ და 100%-ით დავიხარჯები.

ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ყოველთვის მზად ვარ, საქართველოს ნაკრებს დავეხმარო. - განგვიცხადა არაბიძემ.

altლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

მკითხველის კომენტარები / 16 /
მართალია, მაგრამბოსკამპს არავითარი შედეგისთვის არ მიუღწევია.
sdfffff
22:30 13-10-2018
0
კობიაშვილის გადაწყვეტილება საჯაროდ არაბიძის გაკრიტიკების შესახებ აბსოლუტურად სწორია. ვაისი უცხოელია და მისი მხრიდან კრიტიკა შესაძლოა ქართველ გულშემატკივარს არასათანადოდ მიეღო. ამის შესანიშნავი მგალითია, როცა 1990-იან წლებში ეროვნული ნაკრების ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ბოსკამპმა ზაზა ჯანაშიას უდისციპლინობა და სითავხედე რომ გააკრიტიკა, მას იქეთ დაუწუნეს საქციელი: ქართველებს ვერ მოერგოო. ზოგის აზრით, თურმე, მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელების(თითქოს, ჯანაშია ვარსკვლავი ყოფილიყო) ხუშტურებზე უნდა ევლო. მოკლედ, ეროვნულ ნაკრებში თამაშის მსურველს პირველ რიგში უნდა ესმოდეს, რომ ის გუნდის ნაწილია და მხოლოდ გუნდის სასარგებლოდ უნდა იმოქმედოს. ეს თუ თავიდანვე ვერ გაიგო, შემდეგ მასთან საუბარს აზრი აღარ აქვს. ამიტომ, უსაფუძვლო ამბიციები თავიდანვე უნდა ჩაიხშოს.
თორნიკე
12:55 08-10-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული