საქართველოს ნაკრები რიგაში მხოლოდ ერთი თავდამსხმელით მიემგზავრება

AutoSharing Option
დღეს დილით საქართველოს ნაკრები რიგაში ლატვიასთან ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის ჩასატარებლად მიემგზავრება.

მიუხედავად იმისა, რომ ანდორასთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიმე თავდამსხმელის დამატებას არ გამორიცხავდა, ეს არ გააკეთა და თან 23 ფეხბურთელს იახლებს.


საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი), დავით ხოჭოლავა (შახტარი), გურამ კაშია (სან
ხოსე), ლაშა დვალი (პოგონი), გიორგი ნავალოვსკი (მინსკის დინამო), ჯიმი ტაბიძე (უფა)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი), გიორგი აბურჯანია (ლუგო), ვაკო გვილია (ლუცერნი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი), ლუკა ზარანდია (არკა), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავას სპარტაკი)

თავდამსხმელი:
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი)

ჩვენი ეროვნული გუნდი 20:00 საათზე "დაუგავას" სტადიონზე ივარჯიშებს, იქამდე კი ვაისი პრესკონფერენციას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, მატჩი 16 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

რიგაში მიემგზვრება sportall.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი გალაკტიონ ესაკია და ჩვენი მკითხველისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციას ოპერატიულად მოგვაწვდით.

მკითხველის კომენტარები / 37 /
მე ის დროც მახსოვს პასის არ მიცემის გამო ვაკოს ნაკრებიდან მოკვეთას რომ ითხოვდნენ ასე რომ....ჯობია წარმატებები უსურვეს ნაკრებს
კახა ქირია
15 ოქტომბერი 2018 14:21
2
უმეტესი ეს კომენტარები ტროლებისას ჰგავს. ნეგატიურ განწყობას ქმნიან, ფაქტია. ისიც ფაქტია რომ ფერხბურთთან--ჩვენი გუნდის წარმატებულ თამაშებთან ერთა ლიგაზე ძალიან ნაკლებადაა კავშირში. აბა, რას დავუკავშიროთ, ცხადაძის 'მომხრეების' გააქტიურებას, თუ სულაც ზოგიერთთა საპრეზიდენტო წინსაარჩევნო კამპანიიას? თქვენ რას ფიქრობთ? )))
გიორგი
15 ოქტომბერი 2018 14:00
13
იგივეს ჩემო გიორგი, იგივეს, აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო...
დიმა
15 ოქტომბერი 2018 14:41
2
არ ვიცი აქ კომენტარებს რომელი ფილტრავთ,ფაქტია რომ ჩემი კომენტარები,რომელიც ვაისის მოწინააღმდეგების მისამართით იწერება,ხშირად არ იდება.ნეტავ რაში უნდა იყოს საქმე?ცენზურას რათქმა უნდა ყოველთვის ვიცავ.
:-)
15 ოქტომბერი 2018 13:36
3
საცოდავი ვაისი, სხვის ჭკუაზე დადის...
beso
15 ოქტომბერი 2018 13:10
5
უკვე იმედიანად ვარ. კაჭარავა თან მიყავს!!!!!! ისე ათი კაცით მოგვიწევს თამაში!
mamuka
15 ოქტომბერი 2018 12:52
4
ვინც კაჭარავას თავდამსხმელობა დააბრალა და ზოგიერთებს კიდო მწვრთნელობა
შოკირებული გულშემატკივარი
15 ოქტომბერი 2018 12:42
6
ზოგიერთებს კიდო ფეხბურთის ცოდნა
არისტო
15 ოქტომბერი 2018 15:52
4
ერთი რამ არ მესმის, ნაკრებში თამაში იმითაც არის პრესტიჟული რომ გულშემატკივარს კიდევ უფრო მეტად შეაყვარო თავი და მათ კუმირად იქცე, ამ კაჭარავამ პირიქით ყველას შეაზიზღა საკუთარი სახელი და გვარი და რა კაიფია ეს ამ ბიჭისთვის ვერ ვხვდები, ან რა ჯანდაბის დივიდენდი აქვს ამით? წადი რა, თუ არ გიშვებენ შენით აღიარე რომ უსუსტესი რგოლი, ფაქტიურად ბალასტი ხარ გუნდისთვის და წადი, მაგრამ ამის მიხვედრას ნიკა კაჭარავობა არ ყოფნის ეტყობა.
ირაკლი
15 ოქტომბერი 2018 12:21
8
ოჰო, კაჭარავა ბოტებით ადისლაიქებს კომენტარებს? ცუდი ფეხბურთელი ხარ ბიძია არაა შენი საქმე ფეხბურთელობა, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა დაწერა ფეისბუქზე "ტატუები უფრო მეტი გაქვს ვიდრე ნაკრებში გოლი" ! პოზიცია რომ შეიცვალო სჯობს, მაღალი ბიჭი ხარ და "დაცვას მიხედე დაცვას" , არც მანდ იქნები იდეალური მაგრამ თავდასხმაზე კარგად მაინც ითამაშებ
ზურა
15 ოქტომბერი 2018 12:15
4
ვინც კაჭარავას ათამაშებს მას არ უყვარს არც ფეხბურთი და არც საქართველო
გიგა
15 ოქტომბერი 2018 11:59
4
ძვირფასო სპორტალის (თუ სპორტლის) რედაქციავ, კომენტარი რაც შეიძლება მალე უნდა გამოაქვეყნოთ. კომენტარები ერთგვარი მიკრო ფორუმია, სადაც დაინტერესებული მხარეები აზრებს უზიარებენ ერთმანეთს. შესაბამისად, 10 სამუშაო დღის ვადაში კომენტარების ასახვა აზრს უკარგავს დისკუსიას.
სპორტალი
15 ოქტომბერი 2018 11:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული