გურამ კაშია: იმედი მაქვს ხვალ ლატვიის ნაკრები შემტევ ფეხბურთს ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ლატვიასთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

" ვფიქრობ, თბილისში ლატვიამ ძალიან დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა. რთულია ასეთ გუნდებთან გოლის გატანა და მომენტების შექმნა. იმედი მაქვს, ხვალ ლატვიის ნაკრები შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, რადგან მათ მოგება სჭირდებათ.

ეს კი ჩვენ გაგვიადვილებს საქმეს და მოგვცემს უფრო მარტივად გამარჯვების საშუალებას. ვიმედოვნებ, რომ სანახაობრივ ფეხბურთს იხილავთ და ყველა ისიამოვნებს.

"სან ხოსეში" რამდენიმე თვით არ გადავსულვარ, რადგან ამ კლუბს სერიოზული პროექტი აქვს. ამ პროექტში მე დიდი როლი
მაქვს და თავს იქ კომფორტულად ვგრძნობ. ამერიკის ლიგა არ არის სუსტი, ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი უფრო ცუდ ლიგაში თამაშობს.

ჩვენ არ განვიხილავთ ვინ შეგხვდება შემდეგ ეტაპზე, ახლა მხოლოდ ხვალინდელ დაპირისპირებაზე ვფიქრობთ. როდესაც ჯგუფი დასრულდება, მაშინ გაირკვევა მეტოქე. "

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, რიგაში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

altვლადიმირ ვაისი: ჩვენ ლატვიაში 3 ქულისთვის ვართ ჩამოსულები

altლატვია-საქართველოს მატჩში სტადიონის ნახევრად შევსებას ელოდებიან

altLIVE ბლოგი ლატვიიდან: მწვრთნელთა პრესკონფერენციები




მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი საუკეთსო პირველადგილოსანი პლეი ოფში სახლში თამაშობს, ასე რომ ჯგუფის დასრულებას თუ ველოდეთ, შემდეგ გვიანი იქნება - ჩვენ ჩვენი უნდა დავდოთ და მერე სხვებმა იდარდონ!
კოტე
21:56 15-10-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული