ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ლატვიაში 3 ქულისთვის ვართ ჩამოსულები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ლატვიას ახალი და ნიჭიერი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც 4-4-2 ტაქტიკას იყენებს. ლატვიელთა ნაკრებს ძალიან კარგად გამოსდის სტანდარტულების შესრულება და ეს დიდი პლუსია. ვიცი, მეტოქე გამარჯვებისთვის ემზადება, თუმცა ჩვენ აქ 3 ქულისთვის ვართ ჩამოსულები.

ლატვიამ წინა შეხვედრები კარგად ჩაატარა და წესით, მეტი ქულები უნდა ჰქონდეს. გუნდმა ყველა შეხვედრაში საკმაოდ ლამაზი და ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ხვალ ვინც უფრო მობილიზებული იქნება, ის გაიმარჯვებს.

თეორიულად ჩვენს ჯგუფში ყველა გუნდს აქვს პლეი-ოფში გასვლის შანსი, მაგრამ ეს ნაკლებად შეიძლება მოხდეს. საქართველოს ნაკრები აქ მოსაგებად არის ჩამოსული და შევეცდებით გოლგაუშვებელი სერია გავაგრძელოთ. ეს ფაქტორი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ჯერჯერობით საბოლოოდ მიღწეული არაფერი არ არის, მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ. რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებას, რაც ანდორასთან მატჩის შემდეგ განვაცხადე, ეს იყო ემოციურად ნათქვამი და საბოლოოდ გადავწყვიტე წამოვსულიყავი იმ ფეხბურთელებით, რომლებიც თავდაპირველად გამოვიძახე.

ჩვენს ნაკრებში ახლა 23 ფეხბურთელია, თითქმის ყველა პოზიციაზე კონკურენციაა და გადავწყვეტ ვინ ითამაშოს ხვალ. ცვლილებები აუცილებლად იქნება, თუმცა ბევრი არა. ლუკა ზარანდია დებიუტანტია, ფეხბურთი კი გუნდური თამაშია და ექსპერიმენტების დრო არ არის. ხვალ უფრო რთული შეხვედრა გველის, ორივე გუნდი ითამაშებს გახსნილ ფეხბურთს და თითოეული მომენტის გამოყენებას დიდი ფასი ექნება.

გიორგი არაბიძე ტალანტია, მე არავის არ ვუხურავ ნაკრების კარს. იმ ფონზე, როდესაც ქვილითაია, მჭედლიძე, პაპუნაშვილი და ოქრიაშვილი ტრავმირებულნი არიან, რა თქმა უნდა, შეიძლება მას ნაკრებში ვუხმო. "

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, რიგაში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

altLIVE ბლოგი ლატვიიდან: მწვრთნელთა პრესკონფერენციები

altლატვიელთა მცველი: საქართველოს ნაკრების გოლგაუშვებელი სერია უნდა დავასრულოთ

altლატვიელთა მწვრთნელი: ნუ უყურებთ რეიტინგს, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა







მკითხველის კომენტარები / 2 /
Getaxmebi brat asi procentit. Zarndias und misces shansi magrad momwons magis tamshi
Xishnika
12:26 16-10-2018
1
თუ არ "ჩაასასტავებ" - ზარანდია დებიუტანტი იქნება "ვეჩნად". აი ჭანტურიშვილს, რომ ცდი (თუნდაც რამდენიმე წუთით) ზარანდია ისევ დებიუტანტად ზამენაშიც არ უნდა იჯდეს?
ალიოოოო....არ ისმის.....
არისტო
08:17 16-10-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული