ბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია გაანადგურა (3:0) და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.

მასპინძლებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, დაცვითი თამაშის საშუალება არ ჰქონდათ და ამან ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელ-ფეხი გაუხსნა.

თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო,
დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.

თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია, კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.

მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

შესვენების შემდეგ თამაში ვაისის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა და შესანიშნავი გარღვევის მერე ჩაკვეტაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა გოლგაუშვებლად მეოთხე მატჩიც მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა. ვერაფერს იტყვი, ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა და ოპონენტებს კრიტიკის მინიმალური საფუძველიც კი არ დაუტოვა.

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - საქართველო 0:3
გოლები: 1:0 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)
გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

ლატვია: ვანინსი, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაკსიმენკო, ფერტოვსი (ისაევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი (იკანეუნიკსი 70), გუტკოვსკისი (საბალა 70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 88), ყაზაიშვილი

altპუტინ ხუილო! - ქართველი და ლატვიელი ფანების ერთობლივი შეძახილი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 68 /
ძალიან მაგარი იყო ყველაფერი ერთი რამის გარდა, მერებაშვილი :( და რა მიკვირს ვაისის ჯანდაბას მიეცი შანსი და დაააყენე ძირითადში, ჩაუვარდა პირველი ტაიმი არ შეცვალე, ბიჭი ბურთს ვერ აჩერებს და ორ მეტრში სწორ პასს ვერ აკეთებს და ამას როცა მე ვხედავ ჩვეულებრივი გულშემატკივარი დავიჯერო მწვრთნელი ვერ ამჩნევს ? თუ თავდასხმა არ გამოსდის და დაცვითი ფუნქციების შესრულებაშია მაგარი და ამ თამაშში აუცილებელი იყო მისი ყოფნა ?
Geo
17 ოქტომბერი 2018 00:58
7
მერებაშვილი არის ახალი დვალიშვილი, არანაკლები მეტი თუ არა
არისტო
17 ოქტომბერი 2018 00:46
4
გილოცავთ ყველას, ასე უნდა გავაგრძელოთ, ყოჩაღ ვაისს! თუმცა მერება ...
ირაკლი
17 ოქტომბერი 2018 00:59
1
გილლოცავთ ქართველებო ამ წარმატებას რომელიც საწინდარი უნდა გახდეს დიდი გამარჯვებების მჯერა თავდაუზოგავი ბრძოლით შედეგიც დადგება და გავალთ ევროპაზე დღეს საქრთველომ თავდამსხმელის გარეშე გაიტანა სამი გოლი და ფორვარდები რომ გამოჯამრთელდებიან მეტი გაძლიერდება ნაკრები.. ნაკრებში არ უნდა იყოს მერაბიშვილივით სუსტი ფეხბურთელი სირცხვილია კაცი პასს ვერ აკეთებს დრიბლინგი მაგას არ უვარგა კაცს ვერ ატყუებს და ცარიელ კარშიც ვერ დარტყა სამწუხაროა როგორი საგოლე მომენტი განიავა.. იმედია გულშემატკივარც პატივს ცემთ და მერაბიშვილს შემდეგი აღარ გამოიძახებთ..
ქართველი
17 ოქტომბერი 2018 11:03
7
და რამდენიმეჯერ მისი უაზროდ დაკარგული ბურთის გამო პრობლემები შეგვექმნა და ორჯერ სულაც კინაღამ გაგვიტანეს მაგის გამო. არ არი სანაკრებო კაცი და რა უბედურებაა, ბრმები ხორ არა ვართ?
bs
17 ოქტომბერი 2018 11:27
1
სრულებით გეთანხმებით. რატო უნდა დარჩეს მერებაშვილის ემდენი ნიუანსი შეუფასებელი? ასე თუ ისე სუსტ ნაკრებს ვეთამაშეთ და შეეძლო მთელი ორი ტაიმი თავი გამოეჩინა. რაც ამ კაცმა რეალური მომენტები გაანიავა, არ ეკადრება ნაკრების ფეხბურთელს. მე თუ მკითხავთ არც წინა თამაშებში გაუკეთებია რამე. აი გადახედეთ წინა ვიდეო გამეორებებს და დარწმუნდებით
!
17 ოქტომბერი 2018 11:38
1
გილოცავთ ყველას ! მადლობა ბიჭებსა სამწვრთნელო შტაბს ! ბრწყინვალე შედეგია
George
17 ოქტომბერი 2018 00:57
2
ამ დღეს ველოდი მოვესწარ,ვიცინი აღარ ვტირი მე!!!
გეორგიუსი78
17 ოქტომბერი 2018 01:01
0
სულ ესე გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო და სრულიად საქართველო.ცოტა კიდე მეტი შეთამაშება ამ გუნდის და ც ლიგაშიც არ ვიქნებით ხელწამოსაკრავი გუნდი! წარმატებები გენაცვალეთ
დდდ
17 ოქტომბერი 2018 00:48
0
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს დამსახურებულ წარმატებას და გილოცავთ ყველას, ყველას, ყველას!!! იმედია, ესეთივე მონდომებით, სერიოზულობით, დაკვირვებით, სათამასო დისციპლინით, ზომიერი სიფრთხილით და გუნდური პრინციპით ჩაატარებენ პლეი-ოფის ეტაპს.
tngh
17 ოქტომბერი 2018 11:14
1
ნამდვილად სწორი მინიშნებებია, არც ერთ საქმეს არ უხდება ლაზღანდარობა და აგდებული დამოკიდებულება. ვულოცავ ბიჭებს და ქართველ ქომაგებს პლეიოფის ნახევარფინალში დამაჯერებელ და დამსახურებულ გასვლას.
გიზოგ
17 ოქტომბერი 2018 12:15
0
ზოგი როგორი გამწარებული წერს კომენტარს, საშინლად არ უხარია წარმატება, მაგრამ ამის გაგება ძალიან ადვილია , იმიტომ რომ თქვენ ალბათ, ქართველებს რო ყიდდნენ, ქვეყანას ღალატობდნენ და საუკუნეები იყვნენ ამ შავი ბიზნესით დაკავებულები,აი იმ ქართველების შთამომავლები ხართ!! უეჭველი!!! ჩვენივე პრობლემების გამო მოვხვდით ამ დონეზე და დავამტკიცეთ, რომ მად ჩვენი ადგილი არაა!! ჩვენ ქვეყანაში ამდენი ომი და უბედურება რომ არ ყოფილიყო სულ სხვა დონეზე იქნებოდა ფეხბურთიც და ჩოგბურთიც...
Vasili
17 ოქტომბერი 2018 10:44
3
ვულოცავ ბიჭებს მარა ეს ჯერ ნახევარი საქმეა და წინ ორი მთავარი თამაში აქვთ პლეიოფი და ფინალი. აი იქ უნდა დაამტკიცონ რო მათი ადგილი ევროპაზეა.ისე გამიხარდა ც დივიზიონში ასვლა. კარგი საშუალო ევროპული დონის გუნდებთან ნათლად გამოჩნდება რა შეგვიძლია.
qutaiseli
17 ოქტომბერი 2018 10:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული