ბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია გაანადგურა (3:0) და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.

მასპინძლებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, დაცვითი თამაშის საშუალება არ ჰქონდათ და ამან ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელ-ფეხი გაუხსნა.

თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო,
დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.

თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია, კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.

მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

შესვენების შემდეგ თამაში ვაისის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა და შესანიშნავი გარღვევის მერე ჩაკვეტაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა გოლგაუშვებლად მეოთხე მატჩიც მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა. ვერაფერს იტყვი, ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა და ოპონენტებს კრიტიკის მინიმალური საფუძველიც კი არ დაუტოვა.

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - საქართველო 0:3
გოლები: 1:0 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)
გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

ლატვია: ვანინსი, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაკსიმენკო, ფერტოვსი (ისაევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი (იკანეუნიკსი 70), გუტკოვსკისი (საბალა 70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 88), ყაზაიშვილი

altპუტინ ხუილო! - ქართველი და ლატვიელი ფანების ერთობლივი შეძახილი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 68 /
ყაზაიშვილი რო პასებზე ღორობს მარტო მე მეჩვენება?
ბექა
17 ოქტომბერი 2018 09:09
6
მადლობა ბიჭებს(მერებას ჩათვლით), რომ იხარჯებით ბოლომდე!!
შოთა
17 ოქტომბერი 2018 08:54
2
ნუთუ გაცოცხლდა ქართული ფეხბურთი?
alioxa
17 ოქტომბერი 2018 06:05
1
მაიცა ამ მერებაშვილზე ჯვარი გვაქვს დაწერილი თუ რა არის. ფეხბურთის თამაში არ იცის და ეს კაცი ნაკრებში იზახებს. მოაშორეთ ეგ და ნავალოვსკი ნაკრებს ვერ ხედავთ ფეხბურთის თამაშის გაგებაში არ არიან.
aleko
17 ოქტომბერი 2018 03:37
39
მერებაშვილზე გეთანხმებით, მაგრამ ნავალოვსკი ამ ბოლოს ათამაშდა.
შეტევა
17 ოქტომბერი 2018 07:46
0
მე ბედნიერი ვარ!!!! მალადეც ბიჭებო მალადეც ვაის! დანარჩენი თამაშებიც უნდა მოიგოთ ჩვენთვის უნდა ითამაშოთ და მოიგოთ და დაამტკიცოთ თქვენ რო საქართველო თავში წამოსარტყავი ქვეყანა არ არის და ვრრც ვერავინ წამორტყავს და ვინც მოინდომებს ამას და წინ გადაეგობება დედავუტიროთ ყველას თქვენ ჯარისკაცები ხართ რიმლებიც უსისხლოდ მოიგებთ ბრძოლას იმ ბძოლას სადაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს დაუვუმტკიცოთ ყველას რომ ჩვენც შეგვიძლია და უკეთესადაცკი შეგვიძლია. მე იმისიც მჯერა რომ ამ უსისხლო ბრძოლაში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებთ და მე ვიქნები ის ორმაცდამეათიათასე ადამიანი ვინც ყაზახეთთან სტადიონზე მოვა და დანარჩრნ ყველა თამაშზე როგორც აქამდე დავდიოდი. იბრძოლეთ ჩვენთვის და ქვეყნისთვის, დიადი საქართველოსთვის!!!
T.q
17 ოქტომბერი 2018 03:27
4
სასიამოვნოა საქართველოს ნაკრების ესეთი წარმატებული ასპარეზობა,მაგრამ დაბალი დონის ნაკრებებთან მოგებებით დიდი ზარზეიმის მოწყობა ქართულ ფეხბურთს არ შეფერის.
გიოშა
17 ოქტომბერი 2018 02:43
14
აი თქვენი დაბალი დონე
123
17 ოქტომბერი 2018 09:45
4
აქ მარტო მოგებაზე არაა საქმე,იმას უნდა ხედავდე და გახარებდეს,რომ გოლგაუშვებლად იგებ თამაშებს დან როგორ 100%-შანსიც კი არ ქონიათ მოწინააღმდეგეებს...აი ესაა გასახარი და სასიამოვნოო..აბა გადახედე სხვა ჯგუფებს ,ასეთი რეზულტატი ააქვს რომელიმეეს?
ასევე
17 ოქტომბერი 2018 09:22
2
არ ავარდეთ ქართველებო, არ ავარდეთ! თუმცა თავს ვერავინ ერევა და ....უკვდავ ბრაზილიელებს შეადარეთ ახლა. დღეს ხუთი პელე და ხუთი მარადონა იყო მოედანზე, კარებში იაშინი არა?!!...
ეს ხო, საშუალოზე დაბალი გუნდი იყო, ცოტა ძლიერთან თუ ვივარგეთ, მაშინ ჰოოო.....
მაგრამ მაინც, ყველას გილოცავთ გამარჯვებას!!!
კ ო მ ბ ლ ე
17 ოქტომბერი 2018 01:58
45
Bichebma ishromes da shedegic gvaqs.magram rat ginda zogi gadaobs nakrebze.visac ar mogcont chveni nakrebi ar uyurot.galatis tolpasia exla xumroba da lazgandaroba.sagol bichebi shemogevlet gulebshi ro gagvaxaret.jgufshi yvela darchenili shexvedtac unda movigot araaq.mnisuvneloba gvinda tu ara.
Butxa
17 ოქტომბერი 2018 01:37
1
წარმატებები ბიჭებოო ❤️
T.k
17 ოქტომბერი 2018 01:28
0
დიდებულ სერიას ატარებს საქართველოს ნაკრები! არავინ შეაცდინოს გუნდების დონემ, ყველა ჯგუფის გუნდი თავისი დონის გუნდს ეთამაშება და ვხედავთ, როგორ უჭირთ გამარჯვება. ასეთი წარმატება შემთხვევით არ მოდის და ამას დაფასება უნდა. იმედია ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ!
გულშემატკივარი
17 ოქტომბერი 2018 01:17
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული