საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალს მარტში გამართავს

AutoSharing Option
16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

საქართველოს ნაკრები D ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს. მსგავსი მაჩვენებელი არც ერთ ნაკრებს არ აქვს. "ჯვაროსნებმა" 9 გოლი გაიტანეს, ხოლო გიორგი ლორიამ ოთხივე მატჩში კარი მშრალად შეინახა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან გამართავს, შემდეგ კი, 19 ნოემბერს, ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2018 წლის 20 ნოემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრებს უკვე განაღდებული აქვს პლეი-ოფის ნახევარფინალში თამაში და ახალ სეზონში C ლიგაში ასპარეზობა.

პლეი-ოფის მატჩების წილისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართება, ხოლო თავად მატჩები 2020 წლის 26-31 მარტს ჩატარდება.

შეგახსენებთ, პლეი-ოფში ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. ორივე ეტაპი ერთმატჩიანი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ფინალი როდის გვაქვს? და სად ჩატარდება?
roma
17:19 17-10-2018
0
კენჭისყრა იქნებაო ე.ი საუკეთესო პირველ ადგილოსანი, უარეს პირველ ადგილოსანს და მეორე მესამესო, ტრუხა ბაზარი იყო?დ
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული