ნუ ვიქნებით საქართველოს ნაკრების მიმართ დაუნახავები და უმადურები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ოთხივე სასტარტო მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო, პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა, C ლიგაში გადავიდა და გაგიკვირდებათ და, აქა-იქ კიდევ ისმის უკმაყოფილოთა ხმები, სრულიად უადგილო ღლიცინიც.

ოპონენტთა მთავარი არგუმენტი სუსტ მეტოქეებთან თამაშია. ზოგი იმასაც ამბობს, ჯუჯებს ვძლიეთო. მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანას, ყაზახეთს, რომლის მოსახლეობა 18 მილიონზე მეტია და რომელმაც ფეხბურთის განვითარებაში უზარმაზარი ინვესტიციები განახორციელა, ჯუჯას ნამდვილად ვერ უწოდებ. ლატვია 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, მაგრამ მას შემდეგ რეგრესი დაეწყო, მართლა ჯუჯა ანდორა კი რთულად დასამარცხებელი
გუნდია.

თუმცა საქართველოში ფეხბურთის ცოდნაზე ყველ აცხადებს პრეტენზიას და ერთმა ისიც კი ბრძანა, ეს უმარტივესი თამაშიაო...

როგორ გეკადრებათ - ეს ყველაზე მარტივი და ამავდროულად, სპორტის ყველაზე რთული სახეობაა და ვისაც ეს არ ესმის, ახსნასაც აზრი არ აქვს.

ახლა არსებითზე: მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ ქართულ სანაკრებო ფეხბურთს რამე ეშველებოდა (საკლუბოსი რა მოგახსენოთ), თუმცა მოხდა სასიამოვნო მოულოდნელობა და მკვდარი წერტილიდან დაიძრა. რა თქმა უნდა, ჯერ დიდ პროგრესზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ წინსვლის არდანახვა არ შეიძლება, რამეთუ ეს ფაქტია. ვერ გეტყვით, მოახერხებს თუ არა ეს გუნდი უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ტოლ-სწორად პაექრობას, მაგრამ მგონია, ჩვენი ნაკრების ძლევა უკვე ყველას გაუჭირდება.


რიგაში ჩატარებულ მატჩში ლატვია აბსოლუტურად უშანსოდ იყო. ვინაიდან ჯგუფური ეტაპის დაძლევის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება სჭირდებოდა, მეორე ნომრად ვერ ითამაშებდა და შედეგად, განადგურდა კიდეც. "ჯვაროსნებმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს: გუნდურად ასპარეზობით, ინდივიდუალიზმით, კლასით და ბრძოლის ჟინითაც.

რაც მთავარია, საქმისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, რაც უდავოდ მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის დამსახურებაა, თორემ დღევანდელზე გაცილებით უკეთესი თაობაც გვყოლია და შედეგი ვერ მიღწეულა. რაღაცნაირად გუნდი გუნდს დაემსგავსა, ერთიანი ორგანიზმი გახდა, ხალისიანიც. რამდენჯერმე სიამოვნებით ვუყურე შეხვედრის დასრულების შემდეგ მადლობის გადასახდელად გულშემატკივრებთან მათ მისვლას და სიმღერას. ეს რაღაც ახალი გახლდათ ქართულ ფეხბურთში.


სულ გული მწყდებოდა, ჩვენი ფეხბურთელები მორაგბეებისა და კალათბურთელების დარად რომ ვერ აღწევდნენ წარმატებას და ღმერთმა კეთილი ყურით გვისმინოს და მგონი, მათი წყალი გადაესხათ. ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თამაშზე გასვლის წინ გასახდელში რომ მღერის - ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოსო და აი, ასეთი აღმაფრენა დაეტყო ჩვენს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდსაც. ეს კარგია. არა, ეს დიდებულია!

იმისათვის, რათა პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლოთ, ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი ორივე მატჩის მოგება მართებს ჩვენს გუნდს და გულშემატკივართა მაქსიმალური მხრდაჭერაც სჭირდება, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ქომაგი ნაკრების მე-12 ფეხბურთელია და იმედია, ურწმუნო თომების რაოდენობაც თანდათან შემცირდება.

დიდ მწერალს დავესესხები: "თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს".

altბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 39 /
Martalia gasaxari ambavia .ertia ogond tavdamsxmelia mosazebni iqneb naturalizebazec gvefiqra rogorc kalatburtis federacia iqceva
Gio
20 ოქტომბერი 2018 05:28
2
კარგია მოგებები. ეიფორია ცუდი.
კარგია თუ ევროზე გავედით.
სუსტი ლიგა გვაქვს ცუდი.
კარგია რომ გვიყვარს სპორტი.
თემა შემოგდებულია ცუდი.......................................................................

მოკლე კომენტარები წერეთ გთხოვთ.
ვეტერანი
20 ოქტომბერი 2018 03:15
2
ყაზახეთი მსოფლიოში სიდიდით მეცხრე კი არის, მაგრამ ფეხბურთში ჯუჯაა.
გიორგი
19 ოქტომბერი 2018 19:53
14
ინდოეთი სულაც პირველია....
მ.ტ.
20 ოქტომბერი 2018 11:53
0
კარგით რა თქვენც რაღა ამათ უსმენთ პირველად ვამაყობ საქათველოსს შედეგით .ნახეთ ერთი ყაზახეთი და ლატვია იმათი დაფიანსება მამის ფულებს კი არ უყურებენ და ასეთი გუნდები რომლებიც ასეთ ფულს დებენ., არა მარტო მოუგეთ ორი თავით მაღლა კლასი ვაჩვენეთ თან ამდენი ტრამვით
VAjA
19 ოქტომბერი 2018 18:29
2
დღეს უკვე შეიძლება მეტ ნაკლებად გარკვეული შეფასების გაკეთება. გუნდი შენდება, ეს პროცესი დღესაც გრძელდება და გაგრძელდება ხვალაც. იგი დაიწყო ჯერ კიდევ წინა შესარჩევში, სადაც მიუხედავად არც ერთი გამარჯვებისა ჩვენი გუნდი საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო. თუმცა თვალშისაცემი იყო თვითდაჯარებულობის ნაკლებობა, შეუთამაშებლობა, ძირითადი ბირთვის ძებნა, მაგრამ ამაზეც გეგმაზომიერად მიმდინარეობდა მუშაობა, რისთვისაც მადლობა ვლადიმირ ვაისს და სამწვრთნელო შტაბს. ვაისი როგორც გამოცდილი ფსიქოლოგი და ტაქტიკოსი ნაბიჯ ნაბიჯ აგვარებს ამ პრობლემებს. შეიძლება ბევრი არ ვეთანხმებოდეთ ვაისის ტაქტიკოსობას თვითონ თამაშის მიმდინარეობისას, მათ შორის მეც (დაგვიანებული შეცვლები განსაკუთრებით) მაგრამ როგორც ვრცელ პერიოდში აღებული და შეფასებული, მისი ტაქტიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და შედეგი მოაქვს.
რაც შეეხება 2 ტურით ადრე ჯგუფის მოგებას, აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ ეიფორია არ დაგვეუფლოს, რადგან გარდა ჩვენი მართლაც საკმაოდ დიდი პროგრესისა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი მეტოქეების თამაშების სცენარიც ისე წარიმართა ჩვენთვის უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით, ამანაც დიდწილად განაპირობა ის რომ დღეს ასე საამოდ არის საცქერი ჩვენი სატურნირო ცხრილი.
არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ეს ჯგუფი ადვილი მოსაგები იყო, ჩამოვა ყაზახეთი თბილისში და დავრწმუნდებით რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. კიდევ ერთია, ფეხბურთში სიძლიერესთან ერთად ფორტუნა და გამართლებაც არ გაუუქმებია ჯერ არავის, მაგრამ უმართლებს ისევ და ისევ მხოლოდ ძლიერებს.
დღეს ჩვენ იმაშიც გაგვიმართლა რომ გვყავს გიორგი ჩაკვეტაძე, არ ვიცი სასიხარულოა ეს თუ სამწუხარო, მაგრამ ეს ბიჭი ნახევარი გუნდია. მე ვინატრებდი მისი საფეხბურთო აზროვნებისა და კლასის კიდევ სამი-ოთხი ფეხბურთელი მაინც გვყოლოდა და აი მაშინ ეს უკვე გარკვეული მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი ნაკრები იქნება ნებისმიერ ლიგასა და ნებისმიერ შესარჩევში.
დღეს ნაკრებმა და გულშემატკივარმა შეიძინა ის რაც ძალიან დიდი ხანია ასე გვაკლდა, ესაა გამარჯვების რწმენა, გამარჯვების ნებისმიერ მოწინააღდმეგესთან, ხოლო როცა ბოლომდე გჯერა და გწამს ეს უკვე საქმის ნახევარია.
ირაკლი
19 ოქტომბერი 2018 16:12
4
თუ ძმა ხარ ნუ გვამადლი ლატვიასთან მოგებას თორე მოვა ევროპის შესარჩევი სადაც გუნდები ფეხბურთს თამაშობენ და არა ჰოკეის და იქ დაგანახებენ ჩვენ "პროგრესს".
რაც შეეხება ციტატას სტადიიდან "ახსნას აზრი არ აქვს" ჩამოყალიბდი ჯერ ძველი ბიჭი ხარ თუ საფეხბურთო ანალიტიკოსი რომელსაც ანალიზისბუნარი აქ და მერე დაიწყე წერა.
დავითი
19 ოქტომბერი 2018 16:00
26
ქართველებს უკიდურესობა გვჩვევია - ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებზეც ან უნდა ვიღლიცინოთ, ან - ცაში ავიყვანოთ, სიმართლე კი სადღაც შუაშია და თუ ობიექტურად განვიხილავთ, ჯერ-ჯერობით შედეგიც საშუალო გვაქვს - ერთის მხრივ, ნაკრებმა მხოლოდ ბოლო მატჩში აჩვენა ის თამაში, რასაც დიდი ხანია ველით და ასეთი გამონათებები ლატვიაზე ძლიერ გუნდებთანაც გვქონია, ხოლო მეორეს მხრივ, ნამდვილად დაუნახაობა იქნებოდა იმის არაღნიშვნა, რომ ნაკრებს, როგორც იქნა გამოუჩნდა ლიდერი, რომელსაც საჭირო დროს თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლია და რაც მთავარია, ჯუჯებთან მშრალი მოგებებით ბიჭებმა ნელ-ნელა საკუთარი ძალების ირწმუნეს, თუნდაც იმავე ჯუჯებთან, მაგრამ მაინც გამარჯვებულის ფსიქიკა უყალიბდებათ და სრულიად ჯანსაღი ამბიცია უჩნდებათ ევროპის ჩემპიონატზე თამაშისა, რაც ზედა ლიგებიდან გაცილებით რთულად მისაღწევი იქნება... ჩემი აზრით საქართველოს ნაკრების წარმატებაზე საუბარი ნამდვილად ნაადრევია, რადგან "ცე" ლიგის საგზურის მოპოვება თავისთავად დიდი ვერაფერი მიღწევაა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრა კი უდიდესი მარცხი და იმედგაცრუება იქნება... ამიტომ წიწილებიც შემოდგომაზე ვითვალოთ...
მ. ტ.
19 ოქტომბერი 2018 15:53
0
ჩემი აზრით ნაკრებს ბოლო 15-20 წლის მანძილზე მსგავსი პროგრესი არასდროს ჰქონია და ამის არ დანახვა ძალიან უბრალოდ იდიოტობაა. აშკარად გაუმჯობესებულია ნაკრებში პასის კულტურა, კომბინაციურობა, დისციპლინა, როგორც იქნა რაღაც დონეზე მაინც დალაგდა დაცვა, ნახევარდაცვაში გაჩნდა ქარიზმა ჯერ მხოლოდ მცირე ნაპერწკალი მაგრამ მაინც, ისევ გვაქვს სერიოზული პრობლემები თავდასხმაში მაგრამ მაგასაც ეშველება მგონი. რაც მთავარია ბიჭებს მონდომება და ჟინი არ აკლიათ და ეს უდავოდ დასაფასებელია. მადლობა მათ ამისთვის. ნაკრებს გაუჩნდა ვარსკვლავი რომლის გარშემოც შეიძლება მომავლის გუნდის აშენება (ქინქის მერე ასეთი რაღაც არ მომხდარა ნაკრებში). მართალია ჯერ არ გვაქვს ის კლასი და გამოცდილება თუნდაც საშუალო ევროპულ ნაკრებებს ვეჭიდაოთ და მსოფლიო ფორუმებზე გასვლის ფავორიტები ვიყოთ მაგრამ თუ ასე გავაგრძელეთ ეს დროც დადგება, რაც მთავარია ნიჭი არ აკლია ნაკრებს. აუცილებლად მისახედია საქართველოს ჩემპიონატი რომელიც უდაბლესი დონეა და ფაქტიურად ვერაფრით ეხმარება ნაკრებს.
dadu
19 ოქტომბერი 2018 15:27
0
სუსტი ანალიზია. საიდან გამოგაქვს დასკვნა რო ყველას გაუჭირდება ჩვენთან მოგება. აბსოლუტურად არასაფეხბურთო ნაკრებების დამარცხებით? ამ გადამეტებულ ეიფორიაში ქართველი გულშემატკივრის სასოწარკვეთა ისმის. ან ძაან ახალგარდები ხართ, აქ ვინც კომენტარებს წერთ და ამბიცია აღარ არსებობს. ანდორის, ლატვიის და ყაზახეთის დამარცხებამ რანაირად უნდა ამომაგდოს ტრუსიკიდან სიხარულით ვერ ვსხნი. ჩემი აზრით ც ჯგუფში გადაგვივლიან და მერე დაიწყება თავიდან დისკუსია ქართული ფეხბურთის არარსებობაზე.
ყოფილი ფეხბურთელი
19 ოქტომბერი 2018 15:10
11
იდიოტი უნდა იყო პროგრესი რომ ვერ დაინახო კაცმა, ამაში ვაისის ლომის წილია. ასეთი დაბალანსებული დაცვა არ მახსენდება როდის გვყავდა და ეს ვაისის დამსახურებაა. დაცვა იყო შემოქმედებითი, ბურთთან კარგად შეთამაშებული, მოედნის ხედვა კარგი. დვალის გრძელი პასი რად ღირდა მარტო, მერებამ რომ ცაში დაარტყა. ასეთი პასები ტოპ ფეხბურთელსაც კი შეშურდება. კარგი დაცვა წარმატების საწინდარია. აბურჯანიას სახით კარგი საყრდენი გვეზრდება, იმედია კლუბშიც მოუმატებს. ისე პარუნაშვილის გამოცდაც არ გვაწყენდა, მგონი კარგ ფორმაში უნდა იყოს. ჯანოსი მეიმედებოდა, მარა არ დაადგა საშველი და მაგ ბიჭებზე საერთოდ ჩავიქნიე ხელი. მაინც მგონია, რომ 55-ე წუთიდან ჭანტურიშვილი და ზარანდია უნდა შეეშვა, თამაში ხომ მოგებული იყო. ვფიქრობ ჩაკვეტაძის სახით დიდი ფეხბურთელი გვეზრდება და მას მინიმუმ 2 კაცი უნდა , რომელთან ერთადაც გუნდი გრანდებთან ტოლ-სწორად შეძლებს თამაშს. დღევანდელი რესურსის პირობებში ეს სავსებით რეალურია და დარწმუნებული ვარ ვაისი ამას გამოიყენებს. ჯანსაღი კონკურენცია აუცილებლად გამოიღებს შედეგს. გამარჯვებების დროა. მჯერა ვაისის, იგი კარგი მწვრთნელია და ისეთ შედეგსაც დადებს, ჯერ რომ არ გვქონია. ამაში დარწმუნებული ვარ რადგან მან უკვე გაწია დიდი სამუშაო და 2020 მდე კიდე ბევრს გააკეთებს. და ერთი კიდევ ბოღმას თავი დავანებოთ და ნაკრებს წარმატება დავუფასოთ. იმედია არ დამიბლოკავთ. წარმატებები.
zvare
19 ოქტომბერი 2018 14:14
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული