LIVE ბლოგი ანდორიდან: მატჩისწინა სამზადისი

AutoSharing Option
Sportall.ge საქართველოს ნაკრების შესახებ LIVE ბლოგს გთავაზობთ.

ჩვენი ნაკრები ანდორაში მიემგზავრება, სადაც ერთა ლიგის მეხუთე ტურის ფარგლებში ანდორას შეხვდება. ჩვენი კორესპონდენტი გალაქტიონ ესაკია მოგზაურობის შესახებ ყველა დეტალს მოგიყვებათ და საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.

15/11/„18 23:00 მატჩისწინა სამზადისი





15/11/18 22:30 შემადგენლობა

altცნობილი გახდა ანდორისა და საქართველოს ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები


15/11/18 22:00 ვაისი ზვერავს...

Sportall.Ge

15/11/18 21:00 თამაშამდე სამი საათით ადრე




15/11/18 20:00 თამაშამდე 4 საათით ადრე





15/11/18 14:48 მესის ანდორაშიც შეხვდებით თუმცა სკუტერის რეკლამაში, პერიოდულად კი შეიძლება ალექსანდრე ამისულაშვილი ან დავით სირაძე შეგხვდეს

ქუჩაში.

Sportall.Ge

Sportall.Ge

15/11/18. 12:13. ანდორაში მრავლად ნახავთ საახალწლო განათებებს. ქალაქში უკვე ახალი წლის მოსვლას ელიან, არადა, თვე-ნახევარია დარჩენილი.

Sportall.Ge


Sportall.Ge

15/11/18. 12:00.

altბარსელონიდან ანდორამდე - უსახური "კამპ ნოუ", ორბორბლიანი ქალაქი და სად ცხოვრობს მესი?


15/11/2018. 03:30. შეხვედრა ანდორის გამორჩეულ სტადიონზე, "ესტადი ნაციონალზე" გაიმართება, რომელიც 3 306 ადამიანს იტევს. ბილეთების ღირებულება 20 ევროს შეადგენს. 

Sportall.Ge


14/11/18 00:53 altვლადიმირ ვაისი: ბრძოლას ველოდებით, მაგრამ სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით


altსაქართველოს ნაკრებმა მატჩის წინ ანდორაში ბოლო ვარჯიში ჩაატარა - კანკავამ ინდივიდუალურად ივარჯიშა








14/11/18 18:47altsport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!


13/11/18. 20:30. ანამ ბარსელონაში ვარ, "კამპ ნოუს" რომ არ ვსტუმრებოდი, ისე არ იქნებოდა. სტადიონით გაოცებული არ დავრჩი, თუმცა ზედმეტად სასიამოვნო საკლუბო მაღაზია აქვთ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

13/11/18. 17:30.
საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ წამოსული ქომაგები ჩვენს რეისზე 15-მდე იქნებოდნენ. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც იტალია-საქართველოს სარაგბო მატჩს დაესწრნენ და ახლა ანდორაში უგულშემატკივრებენ საფეხბურთო ნაკრებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ანდორის მოსაზღვრე ესპანური და ფრანგული ქალაქებიდანაც აპირებენ ემიგრანტები ნაკრების მხარდაჭერას.

13/11/18. 05:00. სულ ცოტა ხანში ჩემი რეისიც გაფრინდება და კიდევ ერთ სანაკრებო გასვლითი მატჩიდან უამრავ ინფორმაციას მოგაწვდით. წინ დიდი გზა მელის: თბილისი-სტამბული-ბარსელონა-ანდორა, თუმცა მორიგი სამი ქულის იმედად ღირს 12 საათის გზაში გატარება.

ჩვენი ნაკრები პირდაპირ ანდორაში იკრიბება. ფეხბურთელთა ნაწილი უკვე ამ ჯუჯა სახელმწიფოში უნდა იყოს.

დიდი იმედი მქონდა იმისა, რომ ჩემი ანდორაში ყოფნის პერიოდში საკალათბურთო კლუბი "მორაბანკ ანდორა" რომელიმე ქართველი კალათბურთელის გუნდს დაუპირისპირდებოდა, თუმცა არ გამიმართლა. ჩემ წასვლამდე ერთი დღით ადრე შინ თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონიას" დაუპირისპირდა და რომ წამოვალ, მეორე დღეს გიორგი შერმადინის "უნიკახა" ჩამოდის.

მე გალაქტიონ ესაკია ვარ და გთავაზობთ რიგით მეორე LIVE ბლოგს. იმედია, საინტერესო და მრავალმხრივი იქნება. მანამ, სანამ მე აეროპორტიდან აეროპორტში ვივლი, ერთ საინტერესო გამოკითხვას დაგიტოვებთ. თქვენი აზრით, ვინ უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა დაცვის მარცხენა ფლანგზე? ეს კითხვა ჯიმი ტაბიძის ბოლო მატჩის შემდეგ გაჩნდა, როდესაც თავისი შესაძლებლობები ქართველმა ფეხბურთელმა ამ პოზიციაზე მოსკოვის "სპარტაკთან" გამოაჩინა. დააფიქსირეთ თქვენი აზრი, როგორც გამოკითხვაში, ასევე კომენტარებშიც.



13/11/18. 03:08.

altოთარ კაკაბაძე: ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში სასიამოვნო არაა


13/11/18. 03:03.

altგიორგი მერებაშვილი: ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული


13/11/18. 02:51.

altსაქართველოს ნაკრებმა ანდორაში პირველად ივარჯიშა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ ეტაპზე რო ნავალოვსკი პირველია წყალი არ გაუვა, მაგრამ ამ თამაშში მე ტაბიძეს დავაყენებდი და ვნახავდი საქმეში
nnnnn
15 ნოემბერი 2018 19:04
0
ტაბიძე შანსს იმსახურებს, თუნდაც ერთი ტაიმი უნდა მიეცეს, ისედაც გასულები ვართ, იეალური მომენტია სათადარიგოების გამოასაცდელად, ვინ იცის, რამდენი მუნდიალი გვინახავს ისეთი, როცა სათადარიგოები გმირები ხდებოდნენ
ფფფ
14 ნოემბერი 2018 16:13
0
ყოჩაღ ლევან ყველაფერში გეთანხმები,გარდა ერთისა ბეგლარიშვილზე შედეგიანის არ
მოწვევა დანაშაულია
რაჭველი
14 ნოემბერი 2018 09:19
5
რა ბირთვია ჩამოყალიბებული? არაფერი არაა ჩამოყალიბებული, ჩამოყალიბების პროცესი ნამდვილადაა. ნავალოვსკი , კანკავა, კვეკვე, კვირკველია, გვილია მერებაშვილი, კაჭარავაა ბირთვი? რომელიც 2019 წლიდან იასპარეზებს? ესენი აქ არიან მგლები და ეს მათი პატალოკია ყველა თვალსაზრისით. ბირთვი ეხლა დგება, და ჯერ არაა შემდგარი და კარგია რომ ამ ტურნირმა ამის შესაძლებლობა მოგვცა. აი გამოჩნდა, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე ტაბიძემ გაიბრწყინა, გამოჩნდა, რომ დვალმა სერიოზულად მოუმატა და აგერ მისი გუნდი შეიძლება ევროპაზეც ვიხილოთ. აგერ 4 შემტევი გაიჩითა ნაკრებში, ოთხივე მაგარ ფორმაში- კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ხარაიშვილი, ზარანდია და არაბული. სანახავია პარუნაშვილი, ებრალიძე და ლობჟანიძე. გული მწყდება კაკაბაძეზე, რომელმაც მოუკლო. ერთი ჩაკვეტაძეა ბირთვი და დანარჩენი, ვისაც შეუძლია ბირთვს წარმოადგენდეს ძირითადში არ ათამაშებენ და არც იძახებენ, მარა დადგება ნაკრები. იცის ვაისმა საქმე და თუ ნებას მისცემენ მაგარ სასტავს დააყენებს საკვალიფიკაციოსთვის. ეს თამაშები ბევრ კითხვებს უპასუხებს. მერებაშვილი, კაჭარავა და კაზაიშვილი ჩემის აზრით არ უნდა ათამაშოს და მათ მაგივრად ჩაკვესთან ეს ახალი ბიჭები უნდა ჩასვას რომელიც უნდა, მე, ხარას, არაბულს და ჭანტურიშვილს ვათამაშებდი ან ზარანდიას. დაცვაშიც დვალს თაბიძეს და ხოჭოლავას დავაწყებიებდი. რა ბირთვი, მაქამდე ჯერ სამუშაოა, რომელიც საბედნიეროდ მიმდინარეობს. ერთადერთი რაც გამოჩნდა და მახარებს, გუნდი არის მოწესრიგებული, ჯანსაღი ატმოსფეროა და სტილი და ტაქტიკა სტრატეგია, ანუ მწვრთნელის ხელი და სტილი გამოჩნდა, გუნდურობა გამოჩნდა, ერთი მიზანი გამოჩნდა და ამან მოიტანა სწორედ შედეგი და ეხლა ამის იგვლივ ნელნელა ჩამოყალიბდება ბირთვი. წარმატებები.
ლევანი
13 ნოემბერი 2018 22:41
3
ბატონო ლევან ბევრ საკითხში გეთანხმებით, განსაკუთრებით ბირთვის ამბავში, მაგრამ ყაზაიშვილის კაჭარავას და მერებაშვილის გვერდით დასახელება უფრო მკრეხელობას ჰგავს. უცილობლად გამოსაძცდელ ფეხბურთელებს- ლობჟანიძეს და ებრალიძეს აუცილებლად დავუმატებდი მჭედლიშვილს, რომელსაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და სათადარიგოში მაინც უნდა იყოს. კანკავას მიმართ პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ დროზეა საფიქრალი მის შემცვლელ საყრდენზეც.
emigranti
15 ნოემბერი 2018 02:45
0
ნუ გაუხურეთ ამ ვაისს საქმე, ეხლა რეფერენდუმი ატარეთ კიდე ყოველი მატჩის წინ ვინ რომელ ფლანგზე დააყენოს. კომენტარებში ისედაც არ აკლებენ 'პრაფესორები' სიებს, იმხელა ჩამონათვალები აქვთ 3 ნაკრებს გააკეთებდა კაცი და ეხლა თქვენ კიდე წაახალისეთ ზედმეტად!!! კაცს შედეგი აქვს და ტვინს ბურღავთ მაინც და წარმომიდგენია შედეგი რო არ ქონოდა რას უზამდით!!!:)
სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა რო არ ვიცოდეთ ბევრად წინ ვიქნებოდით როგორც ერი!!!
გოგლიკა
13 ნოემბერი 2018 15:17
5
გალაკტიონ აბა შენ იცი, კარგად გაერთე
ტიციანი
13 ნოემბერი 2018 14:53
2
ესეთ თამაშებში პატარა-საცდელი როტაციები არ იქნებოდა ურიგო... მართალია ბირთვი უკვე ჩამოყალიბდა მაგრამ სათადარიგოებზეც უნდა ვიზრუნოთ და მოვსინჯოთ ყველა შესაძლო ვარიანტი.
koki
13 ნოემბერი 2018 11:57
4
ალბატ ისევ ნავალა
ave
13 ნოემბერი 2018 10:36
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული