გიორგი მერებაშვილი: ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ანდორასთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა გააკეთა.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული წარმატების შემდეგ ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ამის მიუხედავად, ანდორას წინააღმდეგ მნიშვნელოვანი თამაში გველის.

ხელოვნურსაფარიან მინდორზე მოგვიწევს თამაში და ეს გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ანდორას ნაკრები დაცვიდან ითამაშებს და თავისუფალი სივრცეების მოძებნა იქნება საჭირო. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ შეხვედრას მოვიგებთ."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული