sport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტი" იუწყება, რომ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში დიდებულ სეზონს ატარებს და ერთა ლიგის მატჩზე ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე მის თამაშზე დასაკვირვებლად სკაუტებს გაუშვებს.

საიტი მკითხველს აუწყებს, რომ ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებში ჩინებულად ასპარეზობს, 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, "ბარსა" მისი სამსახურით დაინტერესდა და ხვალინდელ მატჩზე დასასწრებად თავისი წარმომადგენლებისთვის აკრედიტაცია მოითხოვა.

"მან 17 წლის ასაკში "დინამოში" 5 გოლი გაიტანა, ბელგიაში ადაპტაცია არ გაჭირვებია, "გენტის" წამყვანი ფეხბურთელია, ამ სეზონში 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა
გააკეთა.

ის კარგი შემტევია, პლეიმეიკერია, შეუძლია ითამაშოს თავდასხმაშიც, სწრაფია, ადვილად ატყუებს მეურვეებს, კარგი დატყმა აქვს,  ორივე ფლანგიდან წარმატებით მიაქვს იერიშები მეტოქის კარზე და მისი შეჩერება ძნელია.

გიორგის დარ ფეხბურთელებს აფასებენ "ბარსელონაში" და მას აქ პროგრესირების საუკეთესო საშუალება ექნება. მისი ნიჭი გასაოცარია", - წერს საიტი.

"სპორტი" იხსენებს, რომ როდესაც ბლაუგრანას ახალგაზრდულ გუნდს სერხი ბარხუანი წვრთნიდა, ჟერარ დეულოფეუსთან ერთად ქართველი ლეგიონერი გიორგი ჭანტურია თამაშობდა და ის გუნდი ჩემპიონი გახდა.

alt"გიორგი ჩაკვეტაძის სახელს ბევრჯერ გავიგებთ" - პორტუგალიური პრესა ჩაკვეტაძეს დე ბრუინს და ლეო მესის ადარებს

alt"ჩაკვეტაძემ მაგარი გოლები შეაგდო, მაგისთვისაა ფეხბურთი მოგონილი" - შოთა არველაძე ნაკრებზე, ჩაკვეტაძეზე, კლუბზე

altInStat-მა ჩაკვეტაძე მბაპესთან და კლუივერტთან ერთად 21-წლამდელთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

მკითხველის კომენტარები / 29 /
არსებობს ასეთი ყველაზე რეალური თამაში საფეხბურთო წრეებში კარგად ეცოდინებათ. Football manager. წლევანდელ ვერსიაში ჩაკვეტაძეს პოტენციალი აქვს მაქსიმუმ 160 (მაქსიმუმ 200-ია), მაშინ, როცა სხვა ყველა ქართველის მომავლის პოტენციალი მაქსიმუმ 110-120 (ყველაზე კარგ შემთხვევებში აქვთ :) 160 ნიშნავს, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელი გახდება.. სხვათაშორის თუ არ გჯერათ და ფიქრობთ რომ ეს თამაშია, ცდებით, რადგან თითქმის ყველა ქვეყანაში სკაუტები ჰყავთ და აკვირდებიან ყველა ფეხბურთელის თამაშს, საქართველოს დაბალ ლიგებშიც კი :)
ზურა
14 ნოემბერი 2018 21:30
3
ჩემი აზრით სულ არაა აუცილებელი ახალგაზრდებმა იცოდნენ რომ მის თამაშისთვის სპეციალურად ჩამოვიდნებნ დიდი კლუბიდან უფრო თავისუფლად იქნება ვიდრე წნეხის ქვეშ ვერ დავიჯერებ რო როცა ესეთი სკაუტები უყურებენ უფრო მეტს იხარჯებიან ვიდრე სხვა სიტუაციაში
ნოდო
14 ნოემბერი 2018 22:20
4
ჩაკვენტაძე უმაღლეს დონეზე ითამაშებს ძალიან ნიჭიერია და თან პირივნებაც მაგარია და ხასიეთიც კარგი აქვს
ნიკო
15 ნოემბერი 2018 08:03
0
გეთანხმები. ოქროს ბიჭია.
გიორგი
15 ნოემბერი 2018 14:15
0
არანაირი ბარსა, ზუსტად რომ ჭანტურიას ბედი ელოდება მაგ შემთხვევაში, გენტი არ უნდა დატოვოს ჯერ და თU დატოვენს ძლიერი ლიგის საშუალო დონის გუნდში აუცილებლად.
shako
15 ნოემბერი 2018 02:35
12
ვაშაძე შენ ხო არ გა....... დი
ჭაღარა
15 ნოემბერი 2018 01:31
6
Sxva espanuri saitebic ceren.1celia akbirdebiano da or tveshi barsas pexburteli iqnebao
Espanetidan emigranti
14 ნოემბერი 2018 23:02
0
Gmertma qnas barsa barsa kaia ufro ganvitardeba . Vashadzem unda caagos archevnebi rom ar dadziros ufro is sporti romlitac xalxi cocxlobs aravashadzes
Emigranti
15 ნოემბერი 2018 01:36
11
სავსებით ვეთანხმები "შაკო"-ს!!! ყველაზე სწორი არჩევანი ეს იქნება. არანაირი გრანდი ჯერ. უამრავ ფეხბურთელს გაუფუჭა გრანდებმა საქმე, მხოლოდ სახელი არაა საჭირო, რაში გინდა ირიცხებოდე და არ თამაშობდე. მერე დაიწყება უთამაშებელი-უთამაშებელი. გიორგი ჩაკვეტაძეს - ჩემო პატარა მეგობარო და საქართველოს იმედო!!! - დარჩი ასეთივე მშრომელი და ადამიანი, ყველაფერს თავისი დრო აქვს, იცი შენც ყოველივე რაც ზემოთ აღვნიშნეთ, არჩევანი შენზეა მაგრამ გაითვალისწინე რა გირჩევნია... წარმატებებს გისურვებთ მთელი სულითა და გულით... აბა შენ იცი. ყოველი შემთხვევისათვის - თუკი გრანდებში გადაწყვეტ წასვლას, მე არ ვიცი ხელშეკრულებაში რა ეწერება და რა არა, მაგრამ რაღაც გარანტირებულად თამაშები გინდა აუცილებლად, მაგისთვის არ გიწვალია, რომ სათადარიგო იყო. ჩვენ გვჯერა შენი!!!
გიორგი
15 ნოემბერი 2018 12:06
0
ბარსელონა არა კოსმოსი.... რას ბოდავთ თუ იცით.
ჩაკვეტაძე იქნება ბორდოს, ანდერლეხტის, ვესტ-ჰემის დ აა.შ. დონის მოთამაშე
ჰმ!
14 ნოემბერი 2018 20:06
66
ნებისმიერი ტოპ-გუნდი რათქმაუნდა უსაზღვროდ სასიხარულო იქნება, თუმცა გიორგის ყველაზე უფრო მეტად ბაიერნის ფეხბურთელად აღუიქვამ
ილარიონი
14 ნოემბერი 2018 20:28
34

სიახლეები პოპულარული