გიორგი აბურჯანია: გვსურს, ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ

AutoSharing Option
ანდორასთან ერთა ლიგაზე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა კომენტარი.

"ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. მოდუნებულები არ ვართ, რადგან ეს საქართველოს ნაკრებია და ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. წელს ბოლო ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა და გვსურს,რომ ერთა ლიგაზე წარმატებით დაწყებული ეტაპი ასე გავაგრძელოთ.

უკვე სამი დღეა ანდორაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგი გარემოა, ის ფეხბურთელები ვინც ამ ეტაპზე ნაკრებთან ერთად ვართ, თამაშის მოლოდინში ვართ და გვსურს, რომ ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ რატო მოუკელი ??
ვინმე
16:53 15-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული