ანდორა vs საქართველო - მივიყვანოთ საქმე ბოლომდე!

AutoSharing Option
დღეს, 15 ნოემბერს, ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ანდორის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ანდორა ლა ველაში, სტადიონ "ესტადიო ნაციონალზე" გაიმართება.

მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოგიდგენთ.

"ესტადიო ნაციონალზე", რომელიც მხოლოდ 3 306 ადამიანს იტევს, შეიძლება საკმაოდ დიდი რაოდენობის ქართველი გულშემატკივარი იყოს. ქომაგები თბილისიდანაც წამოვიდნენ, ნაწილი საქართველო-იტალიის სარაგბო მატჩის შემდეგ ანდორისკენ დაიძრა, ნაწილიც კი საფრანგეთსა და ესპანეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები იქნებიან.

მიზანი

იმის მიუხედავად, რომ ჯგუფიდან გასულები ვართ, ნაკრებს რამდენიმე
ამოცანა აქვს ამ მატჩთან დაკავშირებით. პირველი ის, რომ თუ ერთა ლიგის D დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელს ვაჩვენებთ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე მეოთხე კალათაში ვიქნებით.

მეორე მიზანი კი სტატისტიკაა. ნაკრებს შეუძლია მოგებათა სერია გაააგრძელოს და ამავდროულად, უგოლო სერიაც, რადგან ჯერჯერობით მეტოქის კარში გადის გოლები.

კიდევ ერთი ფაქტი ის არის, რომ ამ დღეს ჩაკვეტაძეს "ბარსელონასთან" კავშირში მყოფი სკაუტები დააკვირდებიან, ეს კი ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია.

მეტოქე

მთავარი მწვრთნელი 48 წლის ესპანელი კოლდო ალვარესია, რომელიც ანდორის ნაკრებს 2010 წლიდან წვრთნის და მანამდე სხვა გუნდი არ გაუწვრთნია. ვლადიმირ ვაისი მისდამი მუდმივად კეთილგანწყობილია და ამბობს, რომ მეტოქის ნაკრებში მთავარი ფიგურა მწვრთნელია.

გუნდის მთავარი მეკარე 32 წლის იოსეფ გომესია, რომელიც ადგილობრივი კლუბის, "სანტა კოლომას" ღირსებას იცავს. მისი შემცვლელი 35 წლის ფერან პოლიც ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს. ორივე მეკარე "ტრანსფერმარკტზე" შეფასებული არაა.

ანდორას ყველაზე კარგი ცენტრალური დაცვის ხაზი ჰყავს. ეს ის კომპონენტია, რომლითაც გამორჩეულები არიან. 38 წლის დესკალდეს "ინტერის" მცველი ილდეფონს ლიმა და 21 წლის ესპანური "ჰორტას" მაქს ლოვერა კარგ წყვილს კრავენ. ამავდროულად, კიდევ ერთი ცენტრალური მცველი 28 წლის მარკ ვალესია, რომელიც ნორვეგიულ "სანდეფორდში" ირიცხება და ნაკრებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

ნახევარდაცვას რაც შეეხება, ყველაზე სახიფათო და გამოცდილი 33 წლის ფეხბურთელი მარკო ვიეირაა, რომელიც ესპანეთის სამოყვარულო ლიგის გუნდ "მონზონის" ღირსებას იცავს. მას ნაკრებში 82 მატჩი აქვს ჩატარებული. საინტერესო ფეხბურთელია 20 წლის ხუან ცერვუა, რომელიც ანდორელთა საფეხბურთო ტალანტად ითვლება. ის ადგილობრივ კლუბ "ანდორაში" თამაშობს.

რაც შეეხება თავდასხმას, აქ 28 წლის კრისტიან მარტინესს უნდა ველოდოთ. მას 48 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში და 2 გოლი აქვს გატანილი.

ჩვენი გუნდი

გარკვეული სახის ცვლილებები ნამდვილად არის. სამწუხაროდ, უთამაშებელი ფეხბურთელების რაოდენობამ მოიმატა. კლუბის ბოლო შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ ან გარკვეული მიზეზების გამო არ უთამაშიათ: გიორგი ლორიას, ოთარ კაკაბაძეს, გიორგი ნავალოვსკის, გურამ კაშიას, ვაკო გვილიას, გიორგი აბურჯანიას და ვაკო ყაზაიშვილს.

ნაკრებში ნამატიც არის, ამჯერად ორი ფორვარდი გვყავს. ბაჩანა არაბულს, რომელიც "პუშკაშის" ფორვარდია, ვაისმა უხმო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო შეხვედრებში ხანგრძლივი მშრალი სერიის შემდეგ არაბულმა გოლების გატანა დაიწყო. მეორე ფეხბურთელი კი გიორგი ხარაიშვილია, რომლის გამორჩეული თამაში არ გამორჩენიათ, თუმცა მას ძალიან მცირე შანსი ექნება იმისა, რომ "ესტადიო ნაციონალზე" ვიხილოთ.

დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. საკითხავია, იქნება თუ არა მარცხენა ფლანგზე გიორგი ნავალოვსკი? გასარკვევია ამავდროულად, ვინ დაიწყებს შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშს - გიორგი მერებაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი თუ ლუკა ზარანდია?

მთავარი კითხვა კი ისევ ფორვარდს ეხება: ვაკო ყაზაიშვილი მოირგებს კვლავ ამ პოზიციას თუ ნიკა კაჭარავა ან ბაჩანა არაბული ჩაიბარებს. იდეალური, ალბათ, პირველი ვარიანტია, თუმცა ვაისს უყვარს ტიპური ფორვარდით თამაში და არც არაფერი გამოვრიცხოთ.

მოლოდინი

საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობა არ მოაკლდება. ამავდროულად, ნაკრებში იდეალური ატმოსფეროა და ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ამ ჯუჯა სახელმწიფოდან 3 ქულა წამოვიღოთ.

ამ გამარჯვებას კი სათანადო დახვედრა ესაჭიროება. სავსე "დინამო არენა" ყაზახეთთან მატჩის დროს!

altLIVE ბლოგი ანდორიდან: ესტადი ნასიონალი

altგურამ კაშია: ქულათა მაქსიმუმი უნდა დავაგროვოთ და რეიტინგი გავიუმჯობესოთ


altვლადიმირ ვაისი: ბრძოლას ველოდებით, მაგრამ სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით


მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე ცოტა უფრო დაბალი დონის გუნდით დაწყება ჯობია, მაგალითად მადრიდის რეალით, ინტერით ან ბაიერნით
sdfffff
22:26 15-11-2018
1
თუ ბარსამ წაიყვანა,ისევ იჯარით გაუშვებენ სადმე,შესაძლოა ისევ გენტშიც.ეგენი ცდილობენ ყველა ნიჭიერი დაიბევონ და მათგან რომელიც დაწინაურდება,მერე მას იტოვებენ,სხვებზე კი ფულს აკეთებენ
სოსო
18:07 15-11-2018
1

სიახლეები პოპულარული