ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

მკითხველის კომენტარები / 102 /
ვაისი რა შუაშია როცა გოლი მეკარის ანგარიშზეა.. და კიდევ გაგვიმართლა რომ თავის "ოსტატობა" ბოლოსკენ გამოაჩინა..
grisho
17 ნოემბერი 2018 09:21
1
კარში დარტყმების რაოდენობა: ჩვენ 8-ჯერ,აქედან 2 კარის ჩარჩოში და 6 ჩარჩოს მიღმა. ანდორელებმა 5-ჯერ, აქედან 1 ჩარჩოში (გოლი) და 4 ჩარჩოს მიღმა. ამასაც რაიმე განსაკუთრებული შემადგებლობა უნდა რომ ციხის დარაჯს და ხეზე მომუშავე ხელოსანს და კიდევ სხვა 9 მოყვარულს 90 წუთში მხოლოდ 8-ჯერ დაურტყა?
ირაკლი
16 ნოემბერი 2018 22:18
1
შეეშვოით დაბლოკვას!
დათი
16 ნოემბერი 2018 20:36
0
კაკაბაძის სათადარიგო, შმცვლელი სჭირდება ნაკრებს აუცილებლად უამრავი წუნი აქვს ნაკრების თამაშებში
ილარიონი
16 ნოემბერი 2018 17:40
3
როგორ გაუხარდებოდა ვაშაძეს!
Gura
16 ნოემბერი 2018 16:12
4
მაგრამ ძალიან გაუტყდებოდა მისმა რუსებმა რომ წააგეს.
alexandre
16 ნოემბერი 2018 18:52
2
მართლაც გაუხარდებოდა. ზუსტად მისი სიტყვების გამართლება იყო გუშინდელი თამაში.
გიზოგ
16 ნოემბერი 2018 17:51
1
ნაკრები რაც მთავარია კობიაშვილის და მის სამეგობრო წრეებისაა..
კაკა
16 ნოემბერი 2018 14:42
7
როდესაც გყავს ლობჟანიძე,გყავს კუპატაძე და კვასხაძე,გყავს ზარანდია,უბრალოდ მეტს აღარ ჩამოვთვლი და ათამაშებ ლორიას,კაჭარავას და ანდორასთან ატარებ ექსპერიმენტს და არუძახი არც ლობჟანიძეს და არათამაშებ კვასხაძეს,ან გაგებაში არახარ მწვრთნელობის ან არავინ გეკითხება შემადგენლობის გამოძახებას.შეცვლების სტრატეგია კი საერთოდ ნული,ვაისი არის ჩემის აზრით საშუალოზე ბევრად დაბალი დონის მწვრთნელი..პ.ს. თვითონ ბიჭებმა შექმნეს ისატმოსფერო რაც დღეს ნაკრებშია და პლიუს დაბალი დონის გუნდებთან თამაში,ამ შემადგენლობით ნებისმიერ მწვრთნელს თუნდაც დაჟე მამიდაჩემს ექნებოდა იგივე ან უკეთესი შედეგი...საკვალიფიკაციოს დამთავრების შემდეგ უნდა წავიდეს ვაისი,ისეთი ბიჭები გვყავს დღეს რომ კარგი მწვრთნელის ხელში უმაგრეს შედეგს დავდებთ
euhh
16 ნოემბერი 2018 14:06
1
ბოჭოო სისულეელეებს ნუ აკომენტარებთ რაა.1 გოლი გაუვარდა შემთხვევით ანდორას ეგეც ლორიას ბრალი იყო.მითუმეტეს გასულები ვართ 1 ადგილით და 99 პროცენტით 4 კალათაში ავალთ.ფეხბურთია და ხშირადტყდება თამაშები და ესეც გატყდა რაგბი ხო არაა არა რო ყველაფერი ლოგიკურად დაჯდეს.რა არ გინახავთ გატეხილი თამაშებიი.მასე ესპანეთს მოვუგეთ თამაში თან მაგ გუნდს 1 კვირის წინ რუმინეთთან ქონდა წაგებული 5 0
Buxrika
16 ნოემბერი 2018 12:46
18
შეცვლები ძალიან დააგვიანა, 30 წუთი მაინც უნდა მისცე ფეხბურთელს რომ შედეგი აჩვენოს, კალათბურთი ხომ არ არის 10 წუთში ქულები აიღოს?

კვირკველია, კანკავა და კაშია ძალიან გვაკლდა. განსაკუთრებით კანკავა, ცენტრიდან საერთოდ არ გამოგვდიოდა შეტევა.

ტაბიძე ნაკრების დონეს ვერ ქაჩავს, არაბულისგან გაცილებით მეტს მოველოდი.
ყველაზე კარგად კი კაკაბაძემ ითამაშა.
ზურა
16 ნოემბერი 2018 12:45
1
კაკაბაძე აქტიური იყო, მაგრამ საშუალო ბეხბურთელზე დაბალი დონე აჩვენა. უამრავი წუნი ჰქონდა. ნაკრების თამაშებში მხოლოდ ლატვიასთან იყო კარგი, ამხანაგირში 4-0 რომ მოვუგეთ.
ილარიონი
16 ნოემბერი 2018 17:37
2
ტაბიძეს იმდენი დაკარგვა და არასწორი პასი ქონდა, ანდორელ არაპროფესიონალებთან რო მეტს ვერ შეძლებ ე.ი არ ხარ ნაკრების დონის.. კაშია ჯაბა და კვერკველია მართლაც რომ შეუფასებელია ჩვენი ამ ფორმაციის ნაკრებისთვის
ბასკი
16 ნოემბერი 2018 17:10
0
ორი ბილეთი ავიღე, ყაზახებთან თამაშზე მინდოდა წასვლა, მაგრამ როგორც კი თამაში დამთავრდა ეგრევე ტუალეტში ჩავრეცხე. იმედეი ჩაგესახება და ეგრევე......ესენი ხომ არ გაგახარებენ რა!!!!!!! არანაირად არ მოველოდი ასეთ სუსტ და უღიმღამო თამაშს ჩვენი ნაკრებისა. ამ თამაშით ყაზახებთან ასიანი წაგება გვემუქრება.
zaali
16 ნოემბერი 2018 12:42
20
კარგი იქნება შენნაირი ვითომ გულშემატკივრები თუ არ მოვლენ ყაზახეთთან თამაშზე...
effe
16 ნოემბერი 2018 15:52
2
მეტი პოზიტივი მეგობრებო, მეტი.... გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა. შეგეგი გვაქვს შედეგი, რაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ იყო!!! გავახილოთ თვალი და შევძლოთ დანახვა...
ანესთეზეოლოგი
16 ნოემბერი 2018 14:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული