ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან ნამატჩევს (1:1) პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი შედეგი. უკმაყოფილო ვარ, პირველ ტაიმში უნდა გამოგვეყენებინა მომენტები და გაგვეტანა გოლები, ბაჩანა არაბულს ჰქონდა კარგი შანსი. რაც შეეხება მეტოქის გოლს, ასეთი გოლები არ უნდა გადიოდეს, თუმცა არ მსურს ცხელ გულზე საუბარი.

ბევრი შეცდომა დავუშვით და ვერ ვიყენებდით საგოლე მომენტებს. მინდოდა ჯგუფი ქულების დაუკარგავად დაგვესრულებინა, თუმცა ასე არ მოხდა და წინ საშინაო მატჩი გველოდება ყაზახეთთან, სადაც ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა
ვაჩვენოთ.

მოთამაშეები არ გვყავდა, რათა ძირითადი შემადგენლობა იდეალურად დაგვეყენებინა, სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ბაჩანა არაბულისგან და ნიკა კაჭარავასგან, მათ თავი ვერ წარმოაჩინეს. ყველაფერს ვერ გააკეთებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად გვყავდა დატვირთული.

პრობლემები არის ძირითად შემადგენლობაში, რადგან ფეხბურთელებს არა აქვს სათამაშო პრაქტიკა. ავიღოთ გიორგი ლორია, რომელიც ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ეს ქმნის პრობლემებს, შესაძლებელია  ამ პოზიციაზე ცვლილება განვიხილო. არ გვყავს შეტევაში გიორგი ქვილითაია და თავდამსხმელები ვერ იყენებენ მომენტებს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა დაცვის ხაზში.

ყაზახეთთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა მოვხვდეთ მეოთხე კალათაში. რაც შეეხება მინდორის ხარისხს, ამ მოედანზე ორივე გუნდი თამაშობდა და შესაბამისად, ეს ორივე ნაკრებისთვის შემაფერხებელი იყო.

რა თქმა უნდა, ვაკვირდები საქართველოს ჩემპიონატს, მათ შორის გიორგი გაბედავასაც. ამ დროისთვის ვფიქრობ კაჭარავა და არაბული უკეთესი ვარიანტი იყო, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საქართველოს ჩემპიონატიდან ფორვარდი გამოვიძახო".

altანდორელთა თავკაცი: ჩვენ სუპერგოლი გავიტანეთ!

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

მკითხველის კომენტარები / 44 /
daabrunet cxadaze, gaitanet "vaici" tavis bevr pexburteltan ertad samudamod nakrebidan!!!!!
sandro
17:38 17-11-2018
3
დიდმა წარმოდგენებმა და მეტოქის დაუფასებლობამ მოიტანა ის რაც ყველასთვის მოულოდნელად მოხდა,ვაისს შეიძლება თავისი გათვლები აქვს ფეხბურთელთა გამოცდის თვალსაზრისით და სერიოზულად მისი კრიტიკის დროც შეიძლება არ არის, მაგრამ ვერ ვიზიარებ მის დამოკიდებულებას როინ კვასხვაძის მიმართ, ნუთუ ერთ თამაშში მაინც არ შეიძლებოდა მისი რამდენიმე წუთით მაინც მოედანზე შეყვანა.
ნუგზარ ნავაძე
22:13 16-11-2018
1

სიახლეები პოპულარული