ვლადიმირ ვაისი: ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება

AutoSharing Option
19 ნოემბერს ერთა ლიგის მეექვსე ტურში  საქართველოს ნაკრები და ყაზახეთის ნაკრები დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

„პირველი ადგილი ჯგუფში უკვე განაღდებული გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშია, რათა გვსურს რომ დივიზიონში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ცვლილებები ნამდვილად იქნება. ნავალოვსკი ნამდვილად ვერ ითამაშებს. 100%-ით მზად არ არის დღევანდელი მონაცემებით არაბულიც, ხოლო სხვა ფეხბურთელები ყველანი მზად არიან. თუმცა, ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ანდორაში თამაში ადვილი არაა. ზოგადად, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ შეტევის ხაზში გეგმა ვერ
შევასრულეთ. სამწუხაროა, რომ ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც მეკარის შეცდომის გავიდა. საბოლოოდ, შეტევაში ცუდი თამაში გახდა იმის მიზეზი, რომ ქულები დავკარგეთ. თუმცა, ეს უკვე წარსულია და ვეცდებით, რომ ყაზახეთთან კარგი თამაში ვაჩვენოთ და მოვიგოთ.

მოხარულები ვართ, რომ საწყის 4 ტურში მოვიპოვეთ პირველი ადგილი, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. რაც შეეხება ექსპერიმენტებს, საქართველოს ნაკრებს ახლა არ აქვს ამის უფლება, რადგან ისედაც ბევრი ფეხბურთელი აკლია ტრავმის გამო და მოედანზე მოცემულ ვითარებაში საუკეთესო ფეხბურთელები გავლენ.

არ ვფიქრობ, რომ ანდორაში ზედმეტად ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ. ხოჭოლავა დიდ გუნდში თამაშობს, კიტეიშვილი „შტურმის“ საუკეთესო ფეხბურთელია, ტაბიძე რუსეთში სტაბილურად თამაშობს და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება არაბულს, ის მომენტი რომ გამოეყენებინა, დღეს სხვა სურათი ექნებოდა., თუმცა, ეს უკვე წარსულია. ჩვენ არ გვაქვს ამხანაგური თამაშები და ვფიქრობ, სწორედ ასეთ თამაშში უნდა გამოვცადოთ რამდენიმე ფეხბურთელი. ახლა კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყაზახეთის დასამარცხებლად. ლორიას რაც შეეხება, ვნახოთ ითამაშებს თუ არა, ხვალ.

თქვენ შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რაც შეეხება ფეხბურთელებს, როცა ვაკრიტიკებ, იმიტომ, რომ შემდეგ მოუმატონ და უკეთ ითამაშოს. რაც შეეხება ცვლილებებს, შეიძლება დაგეთანხმოთ, რადგან თავდასხმაში ვერ ვითამაშეთ სათანადო დონეზე და შეცვლები ალბათ დაგვიანებულიც იყო.

მინდა აღვნიშნო, რომ ანდორასთან ძალაინ გვაკლდნენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ჯაბას ჰქონდა ჯანმრთელების პრობლემა და სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე გავიდეს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილი არაა“.

შეგახსენებთ შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" 21:00 საათზე გაიმართება



altგიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის უარყოფითი და დადებითი მხარეები

alt10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში


მკითხველის კომენტარები / 24 /
ოღონდ ეს არ გეთქვა რაა..ჯაბა კანკავა ისე გვჭირდება ხვალ როგორც ადამიანს ჟანგბადი.არ ვიცი,ალბათ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ კაპიტანი მოედანზე გავიდეს.ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.სხვა შედეგის გაფიქრებაც კი არ მინდა.
ქობულეთელი
18 ნოემბერი 2018 16:50
1
ან შტერია, ან თავს იშტერებს, მგონი მასხრად გვიგდებს. შეტევა და თავდასხმა ჩავარდაო და კაშია, კანკავას არ ყოფნა რა შუაშია. დაცვაც კარგი იყო და საყრდენსაც არა უშავდა. კანკავა-კაშიათი უნდა შეტევის გაძლიერება? შემტევები და თავდამსხმელები უნდა გამოიძახო ოეე, მიურახუნეთ ამ კაცს თავში ფედერაციამ. სადაა არაბიძე, ებრალიძე, ლობჟანიძე,სხირტლაძე,პარუნაშვილი. ათამაშე ზარანდია. ბოლობოლო ეროვნულიდან დაიმატე იგივე გაბედავა ან ტორპედოში როა რა გვარია. 2 წელიწადია გეხვეწება ამდენი ხალხი, რო გამოიძახო ეს ბიჭები. ვინა ხართ , რა ჯიშისახართ. მგონი დაწყევლილები ვართ.
zvare
18 ნოემბერი 2018 19:08
16
კანკავა შეტევაშიც კარგია,ანდორასთან და ლატვიასთან მაგან არ გაიტანა? თანაც რა გოლები. კაშია კი შესანიშნავ პირველ პასებს აკეთებს.
Mmm
18 ნოემბერი 2018 19:51
0
გუნდი 11 კაცისგან შედგება, ბერაზმერნი კი არ არის, რამდენის ჩასმას ითხოვ და ვის სანაცვლოდ? ვინ უნდა ამოაგდო ამდენი?
ლაშა
18 ნოემბერი 2018 22:00
0
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხვალ ჩვენს ნაკრებს გოლის გამტანი და თავდამსხმელი არ ყავს, მოგმართავთ თხოვნით ფეხბურთის გულშემატკივრები გამოიძახეთ და ხვალ ათამაშეთ საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი გაბედავა, თუ არ გამოიძახებთ და თუ წავაგეთ, ფანები ყველაფერს დააბრალებენ მწჳრთნელს და ფეხბურთის ფედერაციას, გამოიძახეთ სასწრაფოდ, ფეხბურთის ქომაგები
გიო
18 ნოემბერი 2018 18:31
1
გაბედავა გამოიძახეთ ხვალ და ათამაშეთ ბატონო ვაის, იმსახურებს ამას, დარწმუნებული ვარ გოლებს გაიტანს ბოლომდე იბრძოლებს.
ვახო
18 ნოემბერი 2018 17:54
8
ათმაშეთ ხვალ გაბედავა და თუ ვერაფერს იზავს გაჩუმდება ხალხი და თვქენც დაისვნებთ და ჩვენც.
joni
18 ნოემბერი 2018 17:35
5
რაის მწვრთნელია, ვინ დააბრალა, სად ნახეს, მოთამაშეებს ეგ ვერ არჩევს, ტაქტიკა მაგისი მე არ მინახავს, დამუშავებულ სტანდარტებზე საუბარიც ზედმეტია, ზამენებს ვერ აკეთებს. მაგის თამაშში შეტანილი გარდატეხა, ლუბოი სცენარით, არააქ მნიშვნელი, მე არ მინახავს. წარმოგიდგენიათ? თუ ვინმე გამოიძახა, ისეთებს ათამაშებს, რომელიც ნაკრების ზამენის დონეს აკმაყოფილებს, ხოლო ვისაც შეუძლია სკამზე ტოვებს. მცველს თავდასხმაში ათამაშებს, მარცხენას მარჯვნივ და რას ბოთაობს კაცმა არ იცის. ოქრიაშვილი საბოლოოდ მოკლა, ახალი მორჩენილი იყო ბიჭი, გუნდში უფრთხილდებოდნენ და ამან პირდაპირ 90 წუტი ათამაშა და კიდევ გაუმიზეზდა ტრავმა. მისი ამხელა დატვირთვა კატეგორიულად არ შეიძლებოდა, ზამენა კი ბატონო, ბოლო15-20 წუტი. იგივს ვიტყვი ჯანოზე და ქვილითაიაზე.ამაზე მეტი არაპროფესიონალიზმი რა გინდა. ლორია ხო ვაფშე და კიდე იმას ამბობს, რომ არ იცის ათამაშებს თუ არა. რომელი ერთი ვთქვა. ერთი მიზეზი დამისახელეთ რატო უნდა იყოს ეგა მწვრთნელი. კაი , დავრწმუნდი, რომ ფედერაციას კიდია, მარა ჟურნალისტებმა ამოიღეთ ხმა. გული არ შეგტკივათ ამ ნეხვში რომ ვზივართ? ერთი 10 კაცი მაინცაა ვინც უეჭველი უნდა იყოს ნაკრებში და ეს დურაკი გაურკვეველი მიზეზების გამო არ იძახებს. წაგება როგორ უნდა ინატრო კაცმა, რომ იქნებ ეს იდიოტი მოგვაცილონ. სირცხვილი არაა ბოლობოლო? თუ მაინცდამაინც ცემათყებით უნდა გარეკოს ხალხმა ეს უთავმოყვარეები. 2 წელიწადია ტრენერია და ერთი გადაცემა არ ყოფილა. ამ ბანძ ჯგუფში პირველ ადგილს გვამადლით? და ეს გგონიათ წარმატება? ამ გუნდით, პირველსავე საკვალიფიკაციოზე გადაგვივლიან. ფლეიოფსაც კი ვერ გავივლით. მიეცით შანსი მას ვინჩ ამას იმსახურეებს. სპეციალურად ხომ არ აკეთებთ ამას, არც ეგ არ გამიკვირდება, აბა ამდენი უსამართლობა და უცოდინარობა?ყველამ ისწავლა თამაში ბოლობოლო. ძნელი ყოფილა ანდორაში თამასი. უნამუსოა რა, რბილად რომ ვთქვა. არ დაბლოკოთ მაინც, იქნება შერცხვეთ და გაითვალისწინონ. რა მეამიტი ვარ არა? ეეჰ მაგრა ტეხავს
iaSha
18 ნოემბერი 2018 19:41
18
გაბოროტებული ფილოსოფოსი))) ვაბშე ეს დავნიშნოთ ტრენერად და ფედერაციის პრეზიდენტად ორივეს გაქაჩავს. სირცხვილია ყველას პროფესორი როგორ გონია თავი))
nika
18 ნოემბერი 2018 22:08
3
ხვალ ჩაკვეტაძე გაუშრობს სისხლს ყაზახებს ყველა მატჩში გოლი შეიძლება ვერ გაიტანოს მაგრამ საგოლე გადაცემას მაინც გაკეთებს
ჭაღარა
18 ნოემბერი 2018 17:18
1
გაბედავას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ რატო ვერხედავთ იმას რაც ფაქტია??

შეგიძლიათ საქართველოს ჩემპიონატიდან მიწვეული ერთი ფორვარდი დამისახელოთ ვინც კარგად ითამაშა (მინიმუმ დვალიშვილზე უკეთ)?? საქართველოში ბევრი თამაშობდა კარგად (იგივე გაბედავა), მაგრამ ოდნავ მაღალ დონეზე რომელიმემ შეძლო რამის გაკეთება?? დვალიშვილი არმომწონს, მაგრამ რეალურად ჭკვიანურად თამაშობს, იბრძვის და თვითონ თუ ვერქმნის სხვას მაინც უთავისუფლებს სივრცეს...
Giorgi
19 ნოემბერი 2018 10:16
2
მოდით ასე შევხედოთ, თუკი მაღალი მიზნებისთვის გვინდა ბრძოლა მაშინ მოსაგები თამაშები უნდა მოვიგოთ. და ხვალინდელი თამაში რომ ნახევარფინალი ყოფილიყო? თბილისში ფრეზე ხომ არ უნდა გვეთამაშა? მეორეს მხრივ თუ ნაკრები მართლაც გამართული გუნდია, მაშინ შინ და გარეთ ერთნაირად ძლიერად უნდა გამოიყურებოდეს. ჩვენ ცოტა არ იყოს საკუთარი თავი დავაჯერეთ იმაში რაც რეალურად ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. იმედია ხვალ საქართველოს ნაკრები აგრესიულ შემტევ და ტაქტიკურად გამართულ თამაშს აჩვენებს.
ირაკლი
19 ნოემბერი 2018 00:07
0
ამასობაში კი მოვლენები ისე ვითარდება რომ მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოვხვდებით მეოთხე კალათაში და ვუმასპინძლებთ ნახევარფინალს!ასე რომ ხვალ აუცილებლად უნდა გავავსოთ ტრიბუნები და ერთად დავამარცხოთ ყაზახეთი!ხვალ ჩვენ უნდა ვიქცეთ მეთორმეტე მოთამაშედ!მე მჯერა ბიჭები თავს არ დაზოგავენ გამარჯვების მისაღწევად!ღმერთი ჩვენსკენ და წინ საქართველო!
Alex.F.
18 ნოემბერი 2018 23:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული