საქართველოს ნაკრების სამმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და ვაისმა დვალიშვილი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს. უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩს ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთთან გამართავს. ანდორასთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს, გიორგი ნავალოვკის შემდეგ ბაჩანა არაბულიც გამოაკლდა. გუშინ გამართულ ვარჯიშზე ოთარ კიტეიშვილი დაშავდა და გრაცის „შტურმის“ ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ანდორასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი მოთამაშე ვერ დაეხმარება, სწორედ ამიტომ, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ყაზახეთთან მატჩის განაცხადში თბილისის „საბურთალოს“ წევრი ვლადიმერ დვალიშვილი იქნება. დღეს ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე , საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მატჩისწინა ვარჯიშამდე ვლადიმირ ვაისმა მედიის წარმომადგენელთ შეკითხვებს, „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერნეციაზე უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი: „ყაზახეთთამ საინტერესო თამაშს ველით, სადაც გამარჯვებასა და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, რომ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს მეოთხე კალათაში ვიყოთ და აღნიშნული სამი ქულა სწორედ ამაში დაგვეხმარება. გუნდში კარგი განწყობაა, ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება. ერთა ლიგის დაწყებამდე ყაზახეთი ჯგუფის ერთერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ფეხბურთელები მზად არიან, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშონ და ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულონ.

ერთა ლიგის გასულ ტურში გამართულ ყაზახეთი - ლატვიის შეხვედრას ვუყურეთ და გავაანალიზეთ. მასპინძლებს საკმაოდ ბევრი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შეიძლება ითქვას, რომ ყაზახებს ჩვენი მსგავსი ხარვეზი აქვთ და ეს საგოლე მომენტების ვერ გამოყენებას უკავშირდება.

შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, მათ შორის - იძულებითი. იცით, რომ ნავალოვსკიმ ტვინის შერყევა მიიღო და ასეთი ტრავმით ის ვერ დაგვეხმარება. ცვლილებები იქნება და იმედი მაქვს, ისეთ შემადგენლობას შევარჩევთ, რომელიც გაიმარჯვებს.

ფაქტობრივად, მთელი შესარჩევი ტურნირის განმავლობაში ძირითადი შემტევების გარეშე გვიწევს თამაში. ეს ფეხბურთია, ტრავმები და ბარათები მისი შემადგენელი ნაწილია და ამ თემაზე წუწუნი არ ღირს. ჯგუფი სწორედ იმ ფეხბურთელებმა მოგვაგებინეს, რომლებიც ახლა ნაკრებში არიან, ამისთვის მათ მადლობა უკვე გადავუხადე და მიხარია, რომ შანსი გამოიყენეს. ჩვენ სწორედ ამ ბიჭების კარგი თამაშის ხარჯზე მოვიგეთ ჯგუფი. რა თქმა უნდა, იმ ქართველი ვარსკვლავების დაბრუნება, რომლებიც კარგ ჩემპიონატებში თამაშობენ და ჩვენ ნამდვილად გვჭირდებიან ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვთვლი, რომ ხვალ მოედანზე ის საუკეთესო თერთმეტეული გავა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს.

ანდორაში თამაში ადვილი არავისთვისაა, იქ პორტუგალიის ნაკრებსაც კი გაუჭირდა. ჩვენს მსაგვსად ანდორაში გასვლაზე ქულები ყაზახეთის ნაკრებმაც დაკარგა და დარწმუნებული ვარ, რომ ადვილი თამაში არც ლატვიელებს ელით. ჩვენ ვერ შევძელით გვეჩვენებინა ის, რაც რეალურად შეგვიძლია, მეორე გოლის გატანის შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნებოდა. ჩვენ დავუშვით ერთი შეცდომა და მივიღეთ გოლი საკუთარ კარში, თუმცა ეს უკვე ისტორიაა და მასზე საუბარს აზრი არ აქვს. მარტივი თამაში არც ყაზახეთის წინააღმდეგ გველის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ხარისხიან თამაშს ვაჩვენებთ, როგორც ეს ლატვიაში და ყაზახეთთან გავაკეთეთ.“

ნიკა კვეკვესკირი: „ანდორას წინააღმდეგ გამართული შეხვედრა იყო ერთი კონკრეტული მატჩი, რომელიც ნაკრებმა ვერ ჩაატარა იმ დონეზე როგორიც მას სჩვევია. ამ ყველაფერს როგორც სუბიექტური ისე ობიექტური მიზეზები აქვს, თავის როლი ძირითად შემადგენლობაში მომხდარმა როტაციამაც ითამაშა. გარკვეული პრობლემები მინდვრის საფარმაც შეგვიქმნა, რომელზეც შემტევი ფეხბურთის თამაში ძალიან რთული იყო. ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ანდორას წინააღმდეგ გამართული თამაშის ხარიხს თავიდან ბოლომდე ჩვენს თავზე ვიღებთ და გათვიცნობიერებული გვაქვს, რას ელის გულშემატკივარი ჩვენგან. ამასთან ერთად, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რეალურად რა შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ გასულ მატჩებში ეს დავამტკიცეთ.

ის ფაქტი, რომ ხალხი ნელ-ნელა სტადიონზე ბრუნდება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაში მოგვეგო და გოლი არ გაგვეშვა, სამწუხაროდ, ამას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ ყველაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ. ანდორას წინააღმდეგ ჩაგდებული თამაში ერთგვარი სიგნალი იყო ჩვენი ნაკრებისთვის, რომ ჯერ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვსურს და სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება, ვიცით, რა შეგვიძლია და ამ ყველაფერს ხვალ მოედანზე დავამტკიცებთ.

ჩვენს ტაქტიკურ სქემაზე და იმაზე, თუ რას დავუპირისპირებთ მეტოქეს ასე საჯაროდ საუბარი გამიჭირდება. ეს მთავარმა მწვრთნელმა უკეთ იცის და ყველაფერი უკვე განხილული გვაქვს. ნამდვილად ვიცით, რა ხერხებით უნდა დავამარცხოთ ყაზახეთი და ეს პირველ თამაშში უკვე დავამტკიცეთ. ამ თემას აღარ განვავრცობ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ეროვნული ნაკრების მიზანია ხვალინდელ შეხვედრაში ქართველ გულშემატკივარს ზეიმი აჩუქოს.“

საქართველოს ნაკრების 21-კაციანი შემადგენლობა ყაზახეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები:
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვლადიმერ დვალიშვილი (საბურთალო)

საქართველო-ყაზახეთის შეხვედრა, დინამო არენაზე 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 45 /
ვაისს ალბათ გაბედავას არ გამოძახებაზე დაფიცებული აქვს, კაცმა 20 გოლი შეაგდო უმაღლესში და არ აღირსა ნაკრები. რა დვალიშვილი ბოლოს მგონი ლეგიაში გაიტანა, ვაის გეყოფა რა.
ბოიკოტი
19 ნოემბერი 2018 02:54
1
დვალიშვილი საუკეთესო წლებშიც საშინელება იყო ახლა რა გამოასწორებდა ვაის ### ხარ
დ.ნ
19 ნოემბერი 2018 02:54
2
რას ეწევა ასეთს ეს ორი ვლადიმერი ვიცოდე რა ამდენი წლები რომ ვერ გამოვიდნენ დავიღალეთ ძმებო ამდენი დაცინვით და დაგვანებეთ თავი, რა ლობი ყავს ამ დვალიშვილს ამ ფედერაციაში
ზიზუ
19 ნოემბერი 2018 02:53
0
გამოცდილება თორე ეგეც არ მყავდეს ისეთი გამოცდილი რო თამაში მოგვაგებინოს.რაღა დროის დვალიშვილია.ლეგიონერები ხო გვყავს ხალხნო ვისაც არ უთამაშია და ეხლა კარგ ფორმაში არიან.რომელიმეს უნდა მიეცეს შანსი აუცილებლად.პირადად მე ვაისის მიდგომა არ მომწონს.
ვატო
19 ნოემბერი 2018 02:34
0
არა რა ეს კაცი ხალხის ნერვებზე თამაშობს ჯერ შეცვლებს აგვიანებს ჯიუტად მერე მთელი საქართველო ეხვეწება დვალიშვილი არაოდა მაინც!არა რა გაუშვათ ეს კაცი აქედან ეს ჩვენი ნაკრებია თუ ვაისის საკუთრება
ჭაღარა
19 ნოემბერი 2018 02:22
2
Esec chveni samartlianoba dvalishvils lokomotivshi zamenaze yavt arc atamasheben saqartvelos chempionatshi goli ver gaaqvs pensionerebs ro idzxeb she kvercxi gamoidzaxe gabedava vacadze kapanadze zivzibadze visac gilebi aqvs gatanili an bombardirebis sias mainc gadaxede davmase mainc gamogedzaaxa magas jobda vinme 17 clis perspeqtiuli bavshvi gamogedzaxa imas mainc ityoda xalxi axalgaxrdebze aketebs aqcentso pensiineri arafris momcemi bvalishvili rat gvinda kargit ra martla da martla ra tu cavaget gaushvit es kaci ra ara ara adekvatur gadacyvetilebebs igebs dzaan ra
Emigranti
19 ნოემბერი 2018 02:09
2
გამოვუცხადოთ ბოიკოტი. რაღა დროის დვალიშვილია ხალხო!!!
tarieli
19 ნოემბერი 2018 02:08
2
ტავისი სეხნიაა და მაგიტომ იზახებს.დ.დ.
ave
19 ნოემბერი 2018 01:52
1
რა დვალიშვილი? გაბედავა კაპანაძე ზივზივაძე არაბიძე ჭანტურია ვაწაძე ლობჟანიძე ამათ რით ჯობია დვალიშვილი????????
გელა
19 ნოემბერი 2018 01:12
0
ეს ვაისი მგონი კაიფშია. მეგონა მოვიშორეთ დვალიშვილი და გვეშველა თქო, მაგრამ არა. უკეთესი ვერავინ ნახე ადგილობრივ ჩემპიონატში? მინიმუმ 10 უკეთესი თავდამსხმელი მაინც იქნება. რა გახდა ეს გამოცდილება? თუ არ ათამაშე გამოცდილებას საიდან მიიღებს?
Grisha
19 ნოემბერი 2018 00:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული