შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.

დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები კი ფლობდა, მაგრამ ცალკარა თამაშში პირველ ტაიმში შედეგს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯვაროსნებმა გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით მერებაშვილმა დააგვირგვინა.

78-ე წუთზე ჩაკვეტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი გენიალური გოლი გაიტანა. ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

აქ ანგარიშზე ლაპარაკიც აღარაა - ჩვენი გუნდი სულ სხვა კლასისაა და პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ. გილოცავთ!

თბილისი. "დინამო არენა".
საქართველო -ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი 1:0  (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 1:2 ომირტაევი (90) 1:2

საქართველო: ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკვაკა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი, ყაზაიშვილი

ყაზახეთი: ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი, ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი, შეტკინი (პერტსუხი 74)

მკითხველის კომენტარები / 75 /
მართლა ძალიან ნიჭიერი ბიჭია ჩაკვეტაძე, მაგრამ ნუ დავიწყებთ ეხლა უაზროდ ზედმეტ ქებას, გენიოსის ძახილს და ცაში აყვანას, როგორც ვიცით ხოლმე ქართველებმა... ისევ ამ ბიჭისთვის იქნება ცუდი დამიჯერეთ...
ლევანი
20 ნოემბერი 2018 10:50
0
ლევან მართალი ხარ. ამით ძალიან ცუდ სამსახურს გავუწევთ გიორგის. ზედმეტმა ქებამ იცის, თავში ავარდნა და იმის შეგრძნება, რომ ხარ უკვე "მსოფლიო დონის ვარსკვლავი". ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ გიოს შეფასებაში. არ იფიქროთ ჩასაფრებულის პოზიიცით გელაპარაკებით, ღმერთმა დამიფაროს, პირიქით გიოს ასეთი კარგი თამაში ძალიან მომწონს! უბრალოდ გავუფრთხილდეთ გიოს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იმიტომ, რომ ამდენი ქებისგან, რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს მაინც წნეხის ქვეშაა და შეიძლება ამან ძალიან უარყოფითი შედეგი მოგვცეს. გიო იყავი ასეთი თავდაბალი და უბრალო, დანარჩენი თავისთავად მოვა და დაგიფასდება. მაგალითისთვის: მიუხედავად ბრწყინვალე ფეხბურთელობისა ლეო მესიმ თავისი უბრალოებით და თავდამბლობით მოიპოვა ის სიყვარული, რასაც ქომაგებისგან იღებს.
ქართველი1
20 ნოემბერი 2018 12:40
0
ის ვინც მართლა გენიოსია და ტალანტი თავში არ აუვარდება!
levani
20 ნოემბერი 2018 12:38
1
მადლობა ჩვენს ნაკრებს ამ დიდი სიხარულისთვის, ასეთი კარგი თამაშებით ევროპის ჩემპიონატზე (დიდი იმედია რომ გავალთ) გაგეხარებინოთ საქართველო. ღვთის წყალობაა ჩაკვეტაძე, კარგად აეწყო გინდიც, არის დიდი კონკურენცია, რაც აუცილებლად შედეგს მოიტანს. ცალკე მინდა კაჭარავას თემას შევეხო: დღეს მის შემოსვლას შედეგი მოჰყვა და ბევრს მოძრაობდა და აწუხებდა მეტოქეს, ეს ბიჭი აუცილებლად შევა ფორმაში და კიდევ არაეეთხელ გაგვახარებს გულშემატკივრებს.
soso
20 ნოემბერი 2018 10:06
0
ვულოცავ ნაკრებს ჯგუფში პირველ ადგილს, ამ დაბალი დონის ჯგუფში სხვა შედეგი იქნებოდა კატასწროფა,ღმერთმა ჩაკვეტაძე გვიბოძა,თორემ ამ შედეგის ჩვენებაც გაგვიჭირდებოდა, წარმატებები ბიჭებს წინ ძლიერი ჯგფი გველოდება.
როლო
20 ნოემბერი 2018 09:43
3
გასაგებია, რომ ბევრი ფიქრობს ჯერ ადრეა ჩაკვეს ტალანტად აღიარებაო, მაგრამ დიდ ნაკრებში ასე მოთამაშე მე არ მახსოვს არც არაბიძე, არც ჭანტურია და ა.შ. თავის ტოლებში კიბატონო, მაგრამ ეს ბიჭი მარტო დ ლიგაში კი არა ბელგიაშიც მაღალ დონეზე თამაშობს. ყველა თამაში ამან მოიგო ჩემი პირადი აზრით.
VAXO
20 ნოემბერი 2018 09:30
0
ყენია თამაშობდა ასე, იმედია ჩაკვეტაძეს არ დაემართება ტრამვა მასსავით.
Semi
20 ნოემბერი 2018 12:09
0
ნახევარფინალი ჯერ შორსაა და იმედი მაქვს ტრავმირებულები იმ დროისთვის მწყობრში იქნებიან. ჩაკვეტაძე დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ოღონდ დაკვირვება მართებს ახალი გუნდის შერჩევის დროს! "გენტში" გაისად არავინ დატოვებს!
მერაბი
20 ნოემბერი 2018 09:25
0
ყოჩაღ ბიჭებო და ყოჩაღ ვაის! შეიძლება ითქვას, რომ ერთი თამაში ჩავაგდეთ ამ ერთა ლიგაზე და ერთი ამბავი ატეხეს! არ შეიძლება ესეთი უმადურობა. სულ ერთ დონეზე გერმანიაც კი ვერ დგას. ძლივს ნაკრებმა ფეხბურთის თამაში დაიწყო და კიდე ვაისს აგინებთ? შეიძლება ცოტა შეცდომები კი აქვს(მაგ.შეცვლის დაგვიანება) მაგრამ წადი უძახო არასწორია. ფეხბურთელების მიმართაც ამდენი ლანძღვა გინება რა უბედურებაა, ერთი ფეხი თუ დაუცდა ვინმეს, გადათელავენ. არა და სულს და გულს დებენ თამაშში, თუნდაც მერებაშვილი... მე გახარებული ვარ და მომავალსაც იმედიანად ვუყურებ. გაუმარჯოს საქართველოს!!!
შოთა
20 ნოემბერი 2018 09:18
2
ჩაკვეტაძემ მოუგო ყაზახეთს!)
ბრავო გიორგი
Geo
20 ნოემბერი 2018 09:17
0
ეიფორიაში ნუ ჩავარდებით, ეგ გვღუპავს ყოველთვის და მაგ ბიჭსაც დავღუპავთ მაგარია მაგარიას ძახილით, რის ვერ ისწავლეთ მაგალითი ისტორიიდან.

რაც შეეხება ამ მატჩს - ანდორას და ყაზახეთს რომ ტოლი-ტოლ ვეთამაშებით, ეს მიუთითებს ჩვენი
გუნდის ძალიან დაბალ დონეს და ამას მალე ვნახავთ სამწუხაროდ...
პაატა
20 ნოემბერი 2018 07:59
10
უფალმა დაგლოცოთ ბიჭებო! მერებაშვილმა რო ითამაშა ჟილკით მისაბაძია ყველა ფეხბურთელისთვის ყოჩაღ.. ჩაკვე ბევრჯერ გაგვახხარებს უფლისა წყალობით!!!
გიორგი
20 ნოემბერი 2018 07:56
0
Gilocavt kvelas da madloba nakrebs..vaiss dges ar datvre raa
Gio
20 ნოემბერი 2018 06:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული