შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.

დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები კი ფლობდა, მაგრამ ცალკარა თამაშში პირველ ტაიმში შედეგს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯვაროსნებმა გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით მერებაშვილმა დააგვირგვინა.

78-ე წუთზე ჩაკვეტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი გენიალური გოლი გაიტანა. ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

აქ ანგარიშზე ლაპარაკიც აღარაა - ჩვენი გუნდი სულ სხვა კლასისაა და პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ. გილოცავთ!

თბილისი. "დინამო არენა".
საქართველო -ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი 1:0  (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 1:2 ომირტაევი (90) 1:2

საქართველო: ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკვაკა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი, ყაზაიშვილი

ყაზახეთი: ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი, ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი, შეტკინი (პერტსუხი 74)

მკითხველის კომენტარები / 75 /
ვიდეო დადეთ რა
Soso
19 ნოემბერი 2018 23:57
0
მადლობა ყველას.მადლობა ბიᲭებს.ᲩᲐკვე მადლობა რომ ქარᲗველი ხარ,მადლობა რომ ფეხბურᲗელი ხარ,მადლობა რომ Ჭკვიანი ბიᲭი ხარ.გილოცავᲗ ყველას!!!
ვაისს ნუ კიცხავᲗ.ეს მისი დამსახურებაა.მან დააყენა გუნდი.
წარმატებები.
ასეᲗი ბედნიერი 1981 წლის 13 მაისის მერე არ ვყოფილვარ.
ზაზა
19 ნოემბერი 2018 23:56
0
დღეს პირველად ვთქვი , რომ სვარკის კი არა , ფეხბურთის სანახავად მივდივარ მეთქი )
კახა
20 ნოემბერი 2018 00:15
2
ვაშაძემ რაო ჩაკვეტაძის ფეხბურთი არ გვჭირდებაო?
გიო
19 ნოემბერი 2018 23:54
12
ვულოცავ მთელ მსოფლიოს ჩაკვეტაძის ყოლას :)
საქართველო
19 ნოემბერი 2018 23:45
1
გილოცავთ ჩემო საქართველო! ღმერთმა სულ ესეთი გახარებული და ბედნიერი თვალები დაგვანახოს ერთმანეთის.გიო შენ ხარ ფანტასტიკა გენიოსი უმაგრესი ადამიანი ფეხბურთელი.ღმერთმა სულ ესე წარმატებულად გატაროს.მადლობა მთელ გუნდს ვაისს მადლობა.მერება გაიხარე და გვაპატიე შეიძლება ზედმეტი კრიტიკისთვისაც თუმცა შენ დაამტკიცე რომ ნამდვილი პროფესიონალი მებრძოლი პატრიოტი ადამიანი ხარ.წარმატებები ჩვენს საყვარელ ნაკრებს.წინ დიდი გამარჯვებებია!!!!
დდდ
19 ნოემბერი 2018 23:29
6
მერებაშვილი არ მიმაჩნდა ძირითადის ფეხბურთელად მაგრამ გეფიცებით ანდორასთან მატჩის შემდეგ დავწერე კომენტარი რომ ნაკრებს თითქოს მერებაშვილი აკლდა მეთქი და აი ისიც.დღეს ის ძალიან კარგი იყო.კარგად შემოვიდა კაჭარავაც..ჩაკვეტაძეზე კი აღარ ვისაუბრებ,ის სხვა განზომილებაა..მადლობა ყველას.
რიგითი გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2018 23:29
8
მახსოვს თქვენი ეგ კომენტარი და მაშინვე დაგეთანხმეთ, მიუხედავად იმისა რომ წინა თამაშებში მის დროულად შეცვლას ვითხოვდი.
მიუხედავად კრიტიკისა, ყაზახებთან სწორედ მისი ფიზიკური სიძლიერის და ბრძოლისუნარიანობის გამო არც გამკვირვებია რომ ვაისმა ძირითადში დააყენა. მაშინაც და დღესაც ვთვლიდი და ვთვლი რომ მაგარი ჯიგრიანი და გულიანი ფეხბურთელია, მაგრამ სუსტი თამაშები ქონდა.
დღეს კი ისე ითამაშა როგორც შეეფერება და როგორც თვითონ და ჩვენ ყველას გვინდოდა. მარტო გოლში არ არის საქმე, მთლიანად თამაში ქონდა ისეთი, როგორიც მისგან ნაკრებში მე ჯერ არ მინახავს. მთელი გულით ვუსურვებ რომ სტაბილურად ასე წარმატებით ეთამაშოს!
bs
20 ნოემბერი 2018 02:16
0
შენ გაიხარე ჩაკვე და დაგლოცოს მაღალმა უფალმა.შენ ასი ათასობით ქართველი ბედნიერი გახადე.იმრავლოს და იხაროს შენმა მოდგმამ, ჯიშმა და ჯილაგმა.ამინ!!!
ქობულეთელი
19 ნოემბერი 2018 23:22
1
ჩაკვეტაძე იმედია ყველა შენ თამაშსზე კიდევ დამამტვრევიმებ სკამებს!!!!
ჯეფერსონ
19 ნოემბერი 2018 23:22
36
აუ ჩემიიიიიიიიიიიიიიიი, მაგარი გახარებული ვარ არ ვიცი რა ვთქვა უბრალოდ საღოლ ბიჭებო და საღოოოოლ ჩაკვე ასე გააგრძელე ძმაო, ასე გააგრძელოს ყველაფერი სრულიად საქართველომ, გილოცავთ ყველას,
roma
19 ნოემბერი 2018 23:20
3
armegona amas tu kidev vityodi odesme magram vambob :sagoool merebashviliiii yvelaferi mipatiebia rac aqamde ver gitamashiaa..am golma yvelaferi gadawonaa umagresiii iyavi dges (chakvetadze aritvleba is ubralod fantastikuri iyo
soso
19 ნოემბერი 2018 23:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული