როდესაც ადამიანობა ყველაფერზე უფრო მეტია - რატომ უნდოდა ყაზაიშვილს გოლი კაჭარავას გაეტანა?

AutoSharing Option
ყველა ადამიანს ცხოვრებაში რაღაც პერიოდი აქვს, ხან წარმატების, ხან კი წარუმატებლობის, ასეა სპოტრშიც, ასეა ფეხბურთშიც - გასულ სეზონში ნიკა კაჭარავა პოლონეთის ჩემპიონატში ურიგოდ ნამდვილად არ ასპარეზობდა, მაგრამ შემდეგ "ანორთოსისში" გადავიდა და იქ თამაში არ წაუვიდა და იმის მაგივრად, რომ ამ ბიჭისთვის მხარი დაგვეჭირა, ზოგიერთმა კრიტიკა დაუწყო.

სხვათა შორის, ნიკამ  ერთა ლიგის მატჩში ყაზახეთთან ჩაკვეტაძეს საგოლედ ქუსლურად შესანიშნავად უპასა და მოდით, ნუ ვიქნებით ჩვენი ფეხბურთელების მიმართ დაუნდობლები (იგივე შეიძლება ითქვას მერებაშვილის შემთხვევაში) - მათ კარიერის განმავლობაში მხარდაჭერა ესაჭიროებათ და არა ირონია.

ჯვაროსნების
შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ნამატჩევს თქვა, რომ თავდამსხმელების ტრავმების გამო მისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში, სერბეთთან მატჩი გაახსენდა, უნდოდა გოლი კაჭარავას გაეტანა და ამიტომ არ დაარტყა კარში.

ვერაფერს იტყვი, არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც მეგობარს, თანაგუნდელს და თანამემამულეს გვერდში უნდა დაუდგე!
მკითხველის კომენტარები / 21 /
შეფასება გინდათ თუ ჰუმანიტარული დახმარევა? შეშის ნაპობივით დადის და გვერდში დაუდექითო. მაგას კი არა ღვაწლმოსილ ვარსკვლავებს არ აკლიათ კრიტიკა და რატომ უნდა დაეფაროს ხელი ფეხბურთელს რომელიც ნაკრებს აზარალებს? გუშინაც აქეთ იქით უგორეს ბიჭებმა ბურთი და იმის მაგივრად ფეხი წაეკრა ცარელა კარში, მოწინააღმდეგის მცველი წააქცია და ლამის ჯარიმა აიკიდა
daviti
10:58 21-11-2018
4
კაჭარავა კარგი ბიჭია, კარგად ესმის თამაში, მაგრამ ჯერ ვერ თამაშობს იმას რაც საჭიროა და რაც მას უნდა! საჭიროა ძალიან კვალიფიციურ მწვრთნელთან 3 თვე მაინც ინდივიდუალურად ივარჯიშოს და გაზაფხულის პლეიოებში დახევს ყველაფერს!
aburjga
21:13 20-11-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული