pressball.by: ჩვენი პირველი ბარიერი საქართველოა, რომელსაც არ ჰყავს გამოკვეთილი შემსრულებლები

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ბელორუსს შეხვდება. ამასთან დაკავშირებით ბელორუსულმა pressball.by-მ წერილი გამოაქვეყნა: "EURO-ს კურსი. საქართველო, კოსოვო, მაკედონია. ვინ უშლის ბელორუსს ბედნიერების გზისკენ ხელს?".

გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც საქართველოს ნაკრებს ეძღვნება.

საქართველო
ჩვენი პირველი ბარიერი და ერთა ლიგაზე მიღწეული შედეგით, ძალიან სერიოზული. საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს 10 ქულით გაუსწრო.

ამასთან, მათ არ ჰყავთ გამოკვეთილი შემსრულებლები, მაგრამ ჰყავთ ფეხბურთელი ბელორუსის ჩემპიონატიდან - მინსკის "დინამოს" მცველი გიორგი ნავალოვსკი. დაცვის ცენტრში გამოირჩევა მოსკოვის "ლოკომოტიველი" სოლომონ კვირკველია. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს "გენტის" 19
წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე (4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა).

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრები საკმაოდ დაბალანსებულ ჯგუფში იყო - სერბეთი, ავსტრია, ირლანდია, მოლდოვა, უელსი, მაგრამ თვით ასეთ კომპანიაში ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა.

ბელორუსი
შეხსენების ნაცვლად: ერთა ლიგაზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ გაუშვია - ჩვენი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
კარგია თუ თვლიან რომ გამოკვეთილი შემსრულებელი არ გვყავს(არადა ასეთების მეტი რაა საქართველოს ნაკრებში, რომელი ერთი დავასახელო?) მაქსიმალური მობილიზაცია, მზადება, დავალების შესრულება და ყველასთვის მომელოცოს პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროპის ცემპიონატზე გასვლა!!! ღმერთმა გვისმინოს!!!
სოხუმელი ვეტერანი
10:58 22-11-2018
0
გუგლ თრანსლეითით გადმოთარგმნე სტატია?)))))
გიორგი
10:47 22-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული