pressball.by: ჩვენი პირველი ბარიერი საქართველოა, რომელსაც არ ჰყავს გამოკვეთილი შემსრულებლები

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ბელორუსს შეხვდება. ამასთან დაკავშირებით ბელორუსულმა pressball.by-მ წერილი გამოაქვეყნა: "EURO-ს კურსი. საქართველო, კოსოვო, მაკედონია. ვინ უშლის ბელორუსს ბედნიერების გზისკენ ხელს?".

გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც საქართველოს ნაკრებს ეძღვნება.

საქართველო
ჩვენი პირველი ბარიერი და ერთა ლიგაზე მიღწეული შედეგით, ძალიან სერიოზული. საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს 10 ქულით გაუსწრო.

ამასთან, მათ არ ჰყავთ გამოკვეთილი შემსრულებლები, მაგრამ ჰყავთ ფეხბურთელი ბელორუსის ჩემპიონატიდან - მინსკის "დინამოს" მცველი გიორგი ნავალოვსკი. დაცვის ცენტრში გამოირჩევა მოსკოვის "ლოკომოტიველი" სოლომონ კვირკველია. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს "გენტის" 19
წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე (4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა).

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრები საკმაოდ დაბალანსებულ ჯგუფში იყო - სერბეთი, ავსტრია, ირლანდია, მოლდოვა, უელსი, მაგრამ თვით ასეთ კომპანიაში ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა.

ბელორუსი
შეხსენების ნაცვლად: ერთა ლიგაზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ გაუშვია - ჩვენი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
არ მინდა ბელორუსიის ნაკრების დაკნინება, მაგრამ მოდი ვთქვათ რეალურად ვისთან გაიმარჯვეს ჯგუფში? სან მარინო საერთოდ სათვალავში მისაღები არაა, ეს არის ნაკრები რომელიც უსუსტესია მსოფლიოში, გუნდი რომელიც სტაბილურად ნადგურდება და რომელსაც ანდორას, ლიხტენშტეინს და გიბრალტარსაც კი ვერ შეადრი. ასე რომ ბელორუსმა ერთადერთი ლუქსემბურგი დაამარცხა შინ და გარეთ. ლუქსემბურგი, რომელიც მიუხედავად საკმაო გაძლიერებისა მაინც ჯუჯა საფეხბურთო ქვეყანაა. სხვა მხრივ კი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მოლდოვას ორი მატჩის ჯამში საერთოდ გოლი ვერ გაუტანა. ასე რომ მგონია ბელორუსული ბარიერის გადალახვა თავისუფლად შეგვიძლია, ოღონდ ძალების სრული მობილიზებით. სეირნობით დღეს ანდორასაც რომ ვერ მოუგებ უკვე დავრწმუნდით.
ირაკლი
21 ნოემბერი 2018 18:43
2
მოლდოვას შარშან ჩვენ ვუქენით რამეე ??
დავაფასოთ მეტოქე
George
21 ნოემბერი 2018 21:02
7
ეგეთივე ჯუჯა სახელმწიფო ანდორას რომ ვერ მოვუგეთ (სამოყვარულო ნაკრებსმ პროფესიონალი ნაკრებით!) - არ დაგვავიწყდეს

მუშაობაა საჭირო მეტი!
rasa
22 ნოემბერი 2018 06:05
1
როგორც ყაზახებმა დაიწყეს ტურნირამდე ბაქი-ბუქი ისე ემართებათ ამათაც, როგორც იმათ მოვუგეთ უშანსოდ ორივე თამაში ისე მოუწევთ ამათ ბებერ გუნდს თბილისში)))
ლევანი
21 ნოემბერი 2018 18:35
1
ეხლა შესარჩევს მივხედოთ და ციდან მიწაზე დავეშვათ. ვნახეთ, რომ წყალწაღებულები არ ვართ და გვაქვს ძალიან კარგი მომავალი. რა დროს ბელარუსთან თამაშია ჯერ ვნახოთ რა შეგვიძლია ობიექტურად ჩვენზე ძლიერ ნაკრებებთან. 4 ჩაკვეტაძე რომ გვყავდეს შესარჩევსაც მოვიგებდით. წარმატებები საქართველო
რიგითი გულშემატკივარი
21 ნოემბერი 2018 19:37
2
კალათბურთშიც ბელორუსიის დამარცხების მერე გადავედით ა დივიზიონში!
ზვიადი
21 ნოემბერი 2018 22:54
0
ამათაც იგივეს გავუმეორებთ, როგორც კალათბურთში,თან თბილისში, ვერ მოგვიგებენ! პირადად მე თუ არ მოვკვდი 100 პროცენტიანი წავალ ამ თამაშზე!!!
tbiliseli
22 ნოემბერი 2018 10:53
0
როგორც ყაზახებმა დაიწყეს ტურნირამდე ბაქი-ბუქი ისე ემართებათ ამათაც, როგორც იმათ მოვუგეთ უშანსოდ ორივე თამაში ისე მოუწევთ ამათ ბებერ გუნდს თბილისში)))
ლევანი
21 ნოემბერი 2018 18:34
1
ჩვენ არგვყავსო შემსრულებლები??აბა დვალიშვილი,კაჭარავა,ვაისი და კობიაშვილი არარიან შემსრულებლები?მეტი შესრულება რაგინდათ:ლობჟანიძეს,სხირტლაძეს,არაბიძეს,ზარანდიას,გაბედავას და კიდე რამოდენიმეს მინდორზე ფეხი არ დაადგმევინეს და ამაზე მეტი შესრულება რგინდათ(((((
euhh
21 ნოემბერი 2018 22:34
26
შენ არ იცი არაბიძის პერსონალური პრობლემის შესახებ?!
aburjga
22 ნოემბერი 2018 11:12
0
შემსრულებლები არ ყავთო
ირაკლი ჯაფარიძე
21 ნოემბერი 2018 21:19
0
მაგენი გააბლატავა გლებმა და ბელკევიჩმა.
sdfffff
21 ნოემბერი 2018 21:07
1
კარგია თუ თვლიან რომ გამოკვეთილი შემსრულებელი არ გვყავს(არადა ასეთების მეტი რაა საქართველოს ნაკრებში, რომელი ერთი დავასახელო?) მაქსიმალური მობილიზაცია, მზადება, დავალების შესრულება და ყველასთვის მომელოცოს პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროპის ცემპიონატზე გასვლა!!! ღმერთმა გვისმინოს!!!
სოხუმელი ვეტერანი
22 ნოემბერი 2018 10:58
0
გაიხარე ძმაო, გისმინოს ღმერთმა.
გიზოგ
22 ნოემბერი 2018 11:28
0
"საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს 10 ქულით გაუსწრო" - რატომ არ დებთ საბოლოო ცხრილს? არ არის საჭირო? ჩვენ კი ვითვლით მაგრამ, უნდა იდოს აუცილებლად
მამუკა
22 ნოემბერი 2018 09:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული