8 ქართველი ჯგუფის სიმბოლურში - გიორგი ჩაკვეტაძე აქაც საუკეთესოა

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. საქართველოს ნაკრებმა მთელ დივიზიონში საუკეთესო შედეგი აჩვენა და პლეი-ოფში გავიდა.

ანალიტიკურმა საიტმა Whoscored.com-მა D დივიზიონის "ა" ჯგუფის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც 8 ქართველი, 2 ყაზახი და 1 ლატვიელი მოთამაშე მოხვდნენ.

საუკეთესო მაჩვენებელი გიორგი ჩაკვეტაძეს აქვს (8.2), ყველაზე დაბალი კი - ლატვიელ დენის რაკელსს (6.7). მთლიანი გუნდი კი ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი ლორია (6.8)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (7.2), საბა კვირკველია (7.6), გურამ კაშია (7.3), გაფურჟან სუიმბაევი (7.8).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (7.7), ნიკა კვეკვესკირი (7.3), ბაიურჟან ისლამხანი
(7.4), გიორგი ჩაკვეტაძე (8.2)

თავდამსხმელები: დენის რაკელსი (6.7), ვაკო ყაზაიშვილი (7.2).

ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა 2020 წლის მარტში გაიმართება, საქართველოს ნაკრები ბელორუსს თბილისში მიიღებს.

altvoetbalbelgie.be: "გენტმა" ჩაკვეტაძე შეიძლება 13 მილიონად გაყიდოს

altTut.by: საქართველო საინტერესო გუნდია, მათი ლიდერი 19 წლის ვუნდერკინდი - გიორგი ჩაკვეტაძეა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული