საქართველო ერთა ლიგის მასშტაბით რამდენიმე კომპონენტში მოწინავეა - Uefa სტატისტიკას აქვეყნებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და 2020 წლის მარტში პლეი-ოფის ფარგლებში ბელორუსს საკუთარ მოედანზე მიიღებს.

Uefa.com-მა ერთა ლიგის ოთხივე დივიზიონის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც რამდენიმე კომპონენტში ჩვენი გუნდიც მოწინავე პოზიციებზეა.

ბურთის ფლობა
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი პირველ ნომრად ითამაშა. შესაბამისად, ბურთის ფლობაც ყველა მატჩში მეტოქეზე მეტი ჰქონდა. უეფას მიერ დაჯამებული ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენი გუნდი ევროპის 55 ქვეყანას შორის მესამეა (61%). "ჯვაროსნების" წინ მხოლოდ მაკედონია (64%) და ესპანეთი არიან (63%).

Sportall.Ge


ზუსტი
გადაცემები
ზუსტი გადაცემების რაოდენობით ერთა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი. მან ჩვენი გუნდის რიგებში ყველა მატჩი მთლიანად ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ნიკამ მოედანზე გატარებულ 540 წუთში 437 ზუსტი გადაცემა შეასრულა და ამ კომპონენტით ერთა ლიგის მასშტაბით მესამე იყო.
პირველი ადგილი აზერბაიჯანის ნაკრების ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა რიჩარდ ალმეიდამ დაიკავა (454 პასი), მეორე კი მოლდოველი ალექსანდრუ ეპორეანუ (444 პასი) იყო, ქართველი ნახევარმცველის შემდეგ კი სერხიო რამოსი მოდის (433 პასი).


Sportall.Ge
ჩვენი გუნდი ერთა ლიგას 2020 წლის მარტში დაუბრუნდება, მანამდე კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, რომლის კენჭისყრაც 2 დეკემბერს გაიმართება.

altუეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონი - ლიგები დაკომპლექტდა, კალენდარი ცნობილია

alt8 ქართველი ჯგუფის სიმბოლურში - გიორგი ჩაკვეტაძე აქაც საუკეთესოა


მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0