ვლადიმირ ვაისი: ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა

AutoSharing Option
ევროპირველობის კენჭისყრის შედეგები საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა.

"რეიტინგის მიხედვით ფავორიტები შვეიცარია და დანია არიან. ირლანდიაც ასევე, ჩვენთვის ნაცნობის გუნდია, რომელთანაც მუდმივად გვიწევს დაპირისპირება.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. შევხედავთ როგორ გადანაწილდება სათამაშო განრიგი. მარტში ვითამაშებთ ერთ თუ ორ თამაშს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი პროგრამა. თამაშიდან თამაშამდე მოვემზადებით. ხელებს არ ვუშვებთ, თუმცა შვეიცარია ძალიან რთული მეტოქეა, ისევე როგორც დანია. მაგრამ ჩვენ ყველასთან ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა.

ყველა ამბობს, რომ რთული იქნება საქართველოში
თამაში, ამიტომ, ვეცდებით ვაჩვენოთ ხარისხიანი ფეხბურთი, ვიბრძოლებთ ყველა ქულისთვის და ჯგუფიდან გასვლისთვის. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ვერ დაველოდებით მხოლოდ 2020 წელს, სადაც უკვე ცნობილია,რომ ერთა ლიგის პლეიოფში უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ახლა მომდევნო სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც 2019 წელს დაიწყება. კიდევ უნდა გავიზარდოთ, ისე როგორც ამ სეზონში. საქართველოს ნაკრებმა უნდა განაგრძოს განვითარება.

რთულია, თქვა რომელი გუნდი უფრო ძლიერია, შვეიცარია თუ დანია. ჩვენს ჯგუფშია ირლანდიაც, რომელიც ასევე კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, აუტსაიდერი გიბრალტარია, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე. შევხედავთ, როგორი კალენდარი გვექნება.
მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ სად ვითამაშებთ პირველ თამაშს, შინ თუ გასვლაზე. მთავარია გუნდი იყოს საკუთარ ძალებში დარწმუნებული. რა თქმა უნდა, ფავორიტი შვეიცარიაა, რომელმაც ეს დაამტკიცა ერთა ლიგის გათამაშებაზე, სადაც ბელგიაც დაამარცხა. ეს ამტკიცემს ამ გუნდის ხარისხს, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ.

დანია მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ჰყავთ ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, განსხვავებულად ვითამაშებთ იმიტომ, რომ განსხვავებული დონის მეტოქეებს ვეთამაშებით.

ჩვენ ვითამაშებთ იმ ჯგუფში, სადაც ხუთი გუნდია, ამიტომ ამხანაგურ მატჩებში კარგი მეტოქეები უნდა შევარჩიოთ. არ აქვს მნიშვნელობა რომ ჯგუფში ხუთნი ვართ, ჩვენთვის თითოეული ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია, გულშემატკივრებისთვის, რეიტინგისთვის, ფეხბურთელების გამოცდილებისთვის.

ბედნიერი ვიქნები, თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება. ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი მოთამაშეები, ვინც ერთა ლიგა ტრავმის გამო გამოტოვა, დაბრუნდნენ ძლიერები, რათა ყოველ პოზიციაზე კონკურენცია იყოს. ის, რომ ყაზახეთთან მატჩზე 52 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა, შესანიშნავია.

სავსე სტადიონი ნიშნავს იმას, რომ ქართველებს ფეხბურთი და ეს ნაკრები უყვართ. ამას ვაფასებ და შემიძლია ვთქვა, ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგისთვის."

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყველა მანდ ზიხართ, ფედერაციაში მარტო კარისკაცი დატოვეთ?
kroosi
02 დეკემბერი 2018 21:08
14
D:D
ასევე
02 დეკემბერი 2018 21:30
3
ამ ჯგუფში მე-3 ადგილი იქნება კარგი შედეგი
anti
02 დეკემბერი 2018 20:38
6
მართლა რა უბედურებაა, ჩალაგდნენ, ესეც ჩვენი ხასიათის ქაჯობა...
ლევანი
02 დეკემბერი 2018 23:28
7
Zmakacebic wagekvanat ubnidan barem
Gio
03 დეკემბერი 2018 02:31
10
ხო, გერმანიას და ესპანეთს ჩვენით აშინებენ, დაიძინე თორე, საქართველო მოდისო.
გიბრალტარს გაპატიებთ მაგრამ, თავში არ აგივარდეთ თელავის ნადიკვართან ძლივს მოგება.
კ ო მ ბ ლ ე
03 დეკემბერი 2018 03:49
21
ხალხი გამკვირვებია თქვენი,არ გიხარიათ გუნდის წარმატება? სულ ამ უცხოურ გუნდებს როგორ უკმევთ გუნდრუკს, შეძახილვა ხე გაახმოო არ გაგიგიიათ, დავუდგეთ საქართველოს გვერდით.
დავითი
03 დეკემბერი 2018 07:53
3
რა იყო, მიშას საშენი მასალა ხომ არ გიჭამია, ყველგან და ყველაფერზე ბალღამს რომ ანთხენ? არჩევნები და ხალხი თქვენ არ გწამს, ფეხბურთი, შტანგა ... ბებია გყავს?
ბარკა
03 დეკემბერი 2018 10:53
6
მივლინების "პონტი" გაიჩითა.... წავიდნენ იგულავონ
ლაშა
03 დეკემბერი 2018 01:44
8
როგორც ვიცით ჩვენ ჯგუფში მოხვედრილი გუნდებიდან შვეიცარია და დანია ისევე როგორც ჩვენ ითამაშებენ ერთა ლიგის პლეიოფს და არის შანსი რომ 3-ვე გუნდი გავიდეს ევროპაზე ერთა ლიგიდან. ამ შემთხვევაში რა ხდება ირლანდია და გიბრალტარიც მოხვდებიან ევროპაზე???
ან ჩვენ თუ 4-ე ადგილი დავიკავეთ და შვეიცარია და დანია ერთა ლიგასაც მოიგებენ მაშინ შესაძლებელია 4-ე ადგილითაც მოვხვდეთ ევროპაზე???
ოთო
02 დეკემბერი 2018 20:50
6
კაცი ყოვლისმცოდნე კი არ არის, გალაქტიონია უბრალოდ. რა შეკითხვებს სვამ :))
odala
02 დეკემბერი 2018 21:22
1
მარტალია, შესარჩევი არის ძირითადი. ერთა ლიგის პლეი ოფი 2020–შია და იქ ითამაშებენ ისინი, ვინც ევროზე ვერ გავა შესარჩევიდან. შესაძლო A დივიზიონის 12–ვე გუნდი გავიდეს ევროპაზე შესარჩევიდან, მაში ქვედა დივიზიონს დაემატება 1 ადგილი და ასე შემდეგ.
alexandre
03 დეკემბერი 2018 09:25
1
ყველა გამოხმაურება
თუ ძლიერ მეტოქეებს არ ვეთამაშეთ კლასი ვერ გაიზრდება. მთავარია თითოეულმა ფეხბურთელმა გააცნობიეროს რა დონესთან მოუწევთ სპარინგი და პერსონალურად მომზადებისას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევას შეეცადონ გუნდებში სადაც თამაშობენ.
G.A.L.
03 დეკემბერი 2018 15:13
0
5 კაცის წასვლას წასულიყავით 2 და დარჩენილი თანხით რამდენ კარგ საქმეს გააკეთებდით, გაკლიათ ევროპაში სიარული თუ რა....
gg
03 დეკემბერი 2018 12:23
3
რა მაინტერესებს ერთა ლიგაზე დანია და შვეიცარია გავიდნენ პლეიოფში ისევე როგორც ჩვენ. რა მოხდება თუ სამივე ნაკრებმა მოიგო პლეიოფი და ერთა ლიგიდანაც მოიპოვა საგზური მაშინ ირლანდია და გიბრალტარიც ითამაშებს ევროპაზე?????
ან თუ 3-ე ადგილი დავიკავეთ და შვეიცარია-დანიიდან (თუ 1-2 ადგილზე გავლენ) ერთ-ერთმაც რომ მოიგოს პლეიოფი (ერთა ლიგა) მაშინ ჩვენც მოვხვდებით ევროპაზე???
ოთო
02 დეკემბერი 2018 20:41
3
ოთო, პირიქითაა, ამ შესარჩევიდან გადაინ მხოლოდ პირველი მეორე ადგილი. თუ გუნდი ამ შესარჩევიდან უკვე მოხდა ევროპაზე მაშინ ის პლეიოფებს არ ითამაშებს და მას ჩაანაცვლებს გუნდი რომელიც შემდეგია რეიტინგში ერთა ლიგაში.
ოთო-ს
02 დეკემბერი 2018 22:07
0
ჯერ მოიგე და მერე ილაპარაკე მომავალზე, ეეეჰ ჭკუას მაინც ვერ ისწავლით თქვენი წინასწარი ბაქიაობით, რაც მოგივიდათ ყველაფერი თქვენი ბრალია
dinamo
04 დეკემბერი 2018 14:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული