ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

AutoSharing Option
2 დეკემბერს, დუბლინში გამართული 2020 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგად საქართველოს ეროვნულო ნაკრები D ჯგუფში შვეიცარიის, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებებთან მოხვდა.

D ჯგუფის კალენდარი წილისყრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 2019 წლის 23 მარტს შინ შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ევრო პირველობის შესარჩევ ეტაპს კი, ჩვენი გუნდი 2019 წლის 15 ნოემბერს კვლავ შვეიცარიასთან სტუმრად გასამართი შეხვედრით დაასრულებს.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის სრული კალენდარი:

23/03/2019 საქართველო - შვეიცარია
27/03/2019 ირლანდია - საქართველო

07/06/2019 საქართველო - გიბრალტარი
10/06/2019 დანია - საქართველო

08/09/2019 საქართველო - დანია

12/10/2019 საქართველო - ირლანდია
15/10/2019 გიბრალტარი - საქართველო

15/11/2019 შვეიცარია - საქართველო

საკვალფიკაციო ეტაპზე ევრო 2020-ის 20 მონაწილე გამოვლინდება. დანარჩენი 4 ადგილს კი, უეფას ერთა ლიგის დივიზიონების გამარჯვებულები შეავსებენ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
ცუდი კალენდარი შეგვხდა, არადა პირველ 2 თამაშს ააქვს გადამწკვეტი მნიშვნელობა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
გაგვიჭირდება
სოსო
03 დეკემბერი 2018 01:29
19
ეტყობა გრიგოლას დავალებით დაწერილი კომენტარია :-)
:-)
03 დეკემბერი 2018 07:15
9
აბა პოზიტიურად მიუდექი და ისე დაწერე ეგ კომენტარი. აბა თქვენ იცით ბიჭებო პირველი 2 თამაშის 6 ქულით მოიქოქებითო, იმის ნაცვლად რო წერ არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს და გაგვიჭირდებაო მის მერეო, არც 2 თამაშის მერე იქნება დაკარგული რამე
სანდრო
03 დეკემბერი 2018 03:25
5
აბა ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო, 23 ში შვეიცარიის დამარცხებით, თქვენზე მაგარ დაბადების დღის საჩუქარს ვერავინ გამიკეთებს.
გულშემატკივარი
03 დეკემბერი 2018 01:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული