ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

AutoSharing Option
2 დეკემბერს, დუბლინში გამართული 2020 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგად საქართველოს ეროვნულო ნაკრები D ჯგუფში შვეიცარიის, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებებთან მოხვდა.

D ჯგუფის კალენდარი წილისყრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 2019 წლის 23 მარტს შინ შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ევრო პირველობის შესარჩევ ეტაპს კი, ჩვენი გუნდი 2019 წლის 15 ნოემბერს კვლავ შვეიცარიასთან სტუმრად გასამართი შეხვედრით დაასრულებს.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის სრული კალენდარი:

23/03/2019 საქართველო - შვეიცარია
27/03/2019 ირლანდია - საქართველო

07/06/2019 საქართველო - გიბრალტარი
10/06/2019 დანია - საქართველო

08/09/2019 საქართველო - დანია

12/10/2019 საქართველო - ირლანდია
15/10/2019 გიბრალტარი - საქართველო

15/11/2019 შვეიცარია - საქართველო

საკვალფიკაციო ეტაპზე ევრო 2020-ის 20 მონაწილე გამოვლინდება. დანარჩენი 4 ადგილს კი, უეფას ერთა ლიგის დივიზიონების გამარჯვებულები შეავსებენ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
აბა ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო, 23 ში შვეიცარიის დამარცხებით, თქვენზე მაგარ დაბადების დღის საჩუქარს ვერავინ გამიკეთებს.
გულშემატკივარი
03 დეკემბერი 2018 01:27
1
ჩვენ ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ და სხვები აუცილებლად დაკარგავენ ერთმანეთში ქულებს.იმედიანად ვარ როგორც ყოველთვის და ერთხელაც უნდა გავარდეს და ეს ეხლა უნდა მოხდეს!!!მით უფრო რომ წნეხი მოხსნილია.მთავარია საკუთარ კლუბებში ძირითადისთვის იბრძოლონ ბიჭებმა,ვიბრძოლებთ და გავალთ,წარმატებები ნაკრებს...
ბაჩო
03 დეკემბერი 2018 11:25
0
პირველ ორ თამაშზე ქეცბაია იყოს მწვრთნელი და დანარჩენზე ვაისი :)))
TT
03 დეკემბერი 2018 07:47
2
სწორი შენიშვნაა, გუნდს, რომელსაც პრეტენზია აქვს კარგ შედეგებზე, ერთნაირად წარმატებულად უნდა შეეძლოს, როგორც შეტევითი, ისე დაცვითი ფეხბურთი. ამ ბოლო კომპონენტში თემურ ქეცბაიამ ჩვენი ნაკრები ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა, ჩვენთან მოგება ესპანეთს და საფრანგეთსაც კი უჭირდათ.
გიზოგ
03 დეკემბერი 2018 10:15
0
შეიძლება ვცდები , მაგრამ მგონია რომ გვილიასა და კაკაბაძეს არ გაუმართლა , იმედია მე ვცდები და შესარჩევის ბოლომდე სკამზე არ დაალპობენ ორივეს . :((
Gff
03 დეკემბერი 2018 12:10
0
ცუდი კალენდარი არ არსებობს ცუდი ჯგუფი შეგვხვდა ჯგუფში რომ მოხვდები უკვე სხვა რა გზა გაქვს უნდა იბრძოლო გიბრალტარის გარდა სუყველა ძლიერებია სამივე თითქმის სულ მონაწილეობენ მთავარ ფორუმებზე ჩავარდნები მაგათაც ააქვთ მაგრამ მაინც საფეხბურთო ელიტასთან ტრიალებენ წარმატებები ჩვენს ბიჭებს კარგი მწვრთნელის ხელში(ერთი გააზრებული კომბინაცია მაინც გვანახოს ვაისმა)შეიძლება რამეზე ფიქრი ეს კიდე მშიშარაა და მშიშარას სულ არ გაუმართლებს ჩვენდა სამწუხაროდ.
კახა
03 დეკემბერი 2018 08:19
1
ჩაკვეტაძე და ქვილითაია ელარჯზე არ დაგვპტიჟებენ?
ნეტავი არ დაგვპატიჟებენ
03 დეკემბერი 2018 04:50
18
ძალიან კარგი კალენდარი შეგვხვდა ამ ჯგუფისთვის, შანსი ნამდვილად გვაქვს. მთავარია თავდასხმა მოამზადოს კარგად ვაისმა. ორგანიზებული შეტევები, კომბინაციები და კონტრშეტევები. ბეხბურთელების კლასის მიუხედავად შეიძლება ხარისხის გაუმჯობესება ამ ნაწილში.
ილარიონი
03 დეკემბერი 2018 13:29
1
ცუდი კალენდარი შეგვხდა, არადა პირველ 2 თამაშს ააქვს გადამწკვეტი მნიშვნელობა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
გაგვიჭირდება
სოსო
03 დეკემბერი 2018 01:29
19
აბა პოზიტიურად მიუდექი და ისე დაწერე ეგ კომენტარი. აბა თქვენ იცით ბიჭებო პირველი 2 თამაშის 6 ქულით მოიქოქებითო, იმის ნაცვლად რო წერ არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს და გაგვიჭირდებაო მის მერეო, არც 2 თამაშის მერე იქნება დაკარგული რამე
სანდრო
03 დეკემბერი 2018 03:25
5
ეტყობა გრიგოლას დავალებით დაწერილი კომენტარია :-)
:-)
03 დეკემბერი 2018 07:15
9
2 თამაშზე მეტს არ წავაგებთ ამ შესარჩევში, მიუხედავად იმისა რომ პოტენციურად შეიძლება 6 წავაგოთ. მაგრამ სულ ასე მაქვს ხოლმე იმედი და მერე რაც ხდება კი ვიცით :))
odala
03 დეკემბერი 2018 10:46
2
დავუშვათ საქართველომ ერთა ლიგის ფინალიც მოიგო და ჯგუფიც, მაგ დროს რა ხდება?
GFF
03 დეკემბერი 2018 10:35
0
ორი გუნდით გავალთ ფინალურ ეტაპზე))))
დათა
03 დეკემბერი 2018 11:19
0
ეს შესარჩევი 2019 წელს მთავრდება, ანუ სანამ ერთა ლიგის ნახევარ ფინალი განახლდება (2020), შესაბამისად თუ ამ ჯგუფიდან გავედით ერთა ლიგის ნახევარ ფინალს აღარ გვათამაშებენ.
გიგა
03 დეკემბერი 2018 12:34
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული