"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ჩეხეთმა, საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთი მაკედონია 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და მე-60 წუთზე შიკმა პენალტით დააწინაურა, თუმცა მალე ალიმიმ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ჩეხები ბევრს უტევდნენ, გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ და სრულიად შემთხვევით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება - ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ხიტილი საჯარიმოში უნებურად ველკოვსკიმ წააქცია და თერთმეტმეტრიანი ბარაკმა ზუსტად შეასრულა. უნდა აღინიშნოს, ჰაშეკის გუნდს რაიმე განსაკუთრებული ფეხბურთი არ უჩვენებია.

საქართველოს ევროვნული გუნდი ჩეხეთს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.

ჰრადეც-კრალოვე.
„მალშოვიცე არენა“

ჩეხეთი - ჩრდ. მაკედონია 2:1
გოლები: 1:0 შიკი (60, პენ), 1:1 ალიმი (65), 2:1 ბარაკი (90+8, პენ)

altჩეხებს ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ ფეხბურთელი გამოაკლდათ - ის გასულ შეხვედრაში თავის ნაკრებს კაპიტნობდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ინგლისმა ისლანდიასთან რომ წააგო მერე ის ისლანდია ჰოლანდიასთან განადგურდა ანუ ჰოლანდია უფრო ძლიერია მაგ სამში? ძლივს მოგება ჩვენ არ გვიზრდის შანს არავინ შეაკვდება ოფიციალურისგან განსხვავებიტ ამიტო ფუჭი იმედებიტ ნუ ვიტენით თავს მოგებაც შეგვიძლია რადგან ბურთი მრგვალია და წაგებაც ამხანაგურებით დასკვნას ვერავიზე გააკეთებს დანია გაიხსენეტ საერტოდ არ იყო ტურნირზე როგორ შეკრიბეს დასასვენებლად წასული ხალხი და რა ქნეს საბოლოოდ ამიტო ის აზრი რო მაკედონიას 2 პენალტით ძლივს მოუგეს ჩვენ ცალი ფეხიტ მოვიგებტ ე მანდ წავაგებთ
სიმართლე
20:42 11-06-2024
0
ჩეხბმა სომხებსაც გაჭირვებით მოუგეს ამახანაგური. ფიზიკურად ძლიერი და ხისტი გუნდია. ჩვენი ბიჭები უფრო ტექნიკურები არიან. მაგათ კი უჭირთ ტექნიკურ გუნდებთან თამაში. მაგათ ჩვენთანაც გაუჭირდებათ, ჩეხებთან უნდა ვეცადოთ მოგება.
G.LA
23:41 10-06-2024
1

სიახლეები პოპულარული