2 ნაბიჯით უკან - საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში დაიხია

AutoSharing Option
დღეს, 7 თებერვალს ფიფამ ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა განახლებულ რეიტინგში 2 ადგილით უკან დაიწია და 1269 ქულით 91-ე ადგილზეა.

ბოლოს გამოქვეყნებული რეიტინგის შემდეგ ჩვენს გუნდს თამაში არ ჩაუტარებია. აღნიშნული შედეგი უზბეკეთის წარმატებული გამოსვლის გამო დადგა, რომელმაც აზიის თასზე ომანი და თურქმენეთი დაამარცხა და ერთბაშად 8 პოზიციით დაწინაურდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 23 მარტს შვეიცარიასთან მატჩით დაიწყებს.

რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, მეორე საფრანგეთია, მესამე პოზიციას კი ბრაზილია იკავებს.

რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეებს -
შვეიცარია მე-8-ეა, დანია მე-10, ირლანდია 34-ე, ხოლო გიბრალტარი 194-ე.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
გერმანია სადაა? ხომ არ გაფრინდა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული