ვლადიმირ ვაისმა გიორგი გაბედავა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა

AutoSharing Option
"ზაგლებიეს" ქართველი ფორვარდი გიორგი გაბედავა საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ 8 მარტს პოლონური კლუბის "ფეისბუქმა" გაავრცელა.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს სტუმრად ირლანდიას შეხვდება.

fakt.pl-ამ გიორგი გაბედავას ნაკრებში გამოძახების ფაქტს ეხმაურება.

"სანამ გაბედავა "ზაგლებიესთან" კონტრაქტს მოაწერდა ხელს მას შემოთავაზება რუსეთიდანაც ჰქონდა, თუმცა ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, რომელმაც 35 მატჩში 22 გოლი გაიტანა, პოლონური ვარიანტი არჩია.

"პოლონეთის ჩემპინატიდან ნაკრებში მოხვედრა უფრო გამიადვილდება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ნაკრებში თამაშზე", - გვითხრა მან მაშინ, როცა პოლონეთში ჩამოვიდა.

მისი ნაკრებში გამოძახება საკმაოდ გასაოცარი ინფორმაციაა, რადგან მისი დებიუტი "შლიონსკისთან" შედგა, სადაც 28-ე და 29-ე წუთებზე წვითელი ბარათები მიიღო და მოედნიდან გააძევეს, ხოლო "არკასთან" არაფრით გამორჩეული იყო. ამის შემდეგ კი ტრავმის გამო არ უთამაშია, თუმცა ახლა მისი მდგომრეობა უკეთესობისკენ შეიცვალა და შესაძლოა "კრაკოვიასთან" ითამაშოს", - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ გაბედავა "ზაგლებიეში" საჩხერის "ჩიხურადან" გადავიდა. მისი პოლონური დებიუტის მიუხედავად ეროვნულ ლიგაში და ევროთსების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მარტივი ამბავია მეგობრბეო: ვაისს ადრე ქვილითაია ყავდა ახლა აღარ ყავს. არჩევანს იქიდან აკეთებ, რისი არჩევანიც გაქვს.
merabi
15:45 10-03-2019
2
გაბედავას 4 თვეა ფეხბურთი არ უთამაშია, ზივზივაძე თამაშობს მაგრამ ახლოსაც არარის შარშანდელ ფორმასთან, მჭედლიძე მარად ტრავმიანი, კაჭარავა უკომენტაროდ, ქვილითაია ყველას ჯობია ამათ, და კიდე ისე გამოდის კაპანაძე რო წასულიყო გაბედავას მაგივრად პოლონეთში, მაშინ კაპანაძეს გამოიძახებდა? არადა კაპანაძე ძაან მუშა და სწრაფია
ბასკი
11:28 10-03-2019
0

სიახლეები პოპულარული