ირლანდია საქართველოსთვის მზადებას იწყებს - ნაკრებში 38 ფეხბურთელია გამოძახებული

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გიბრალტართან და საქართველოსთან მატჩებისთვის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 38 ფეხბურთელი მოხვდა.

ირლანდიის ნაკრების გაფართოებული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: დარენ რენდოლფი ("მიდლსბრო"), კეირენ ვესტვუდი ("შეფილდ უენსდი"), კიუვინ კელეჰერი ("ლივერპული"), კირან ო'ჰარა ("მაკლსფილდ ტაუნი"), მარკ ტრევერსი ("ბორნმუთი").

მცველები: შეიმუს კოულმანი ("ევერტონი"), მეტ დოჰერტი ("ვულვზი"), საირუს ქრისტი ("ფულემი"), რიჩარდ კეოგი ("დერბი"), ჯონ იგანი ("შეფილდ იუნაიტედი"), შეინ დაფი ("ბრაიტონი"), კევილ ლონგი ("ბარნლი"), ჯიმი დანი ("სანდერლენდი"), ინდა სტივენსი ("შეფილდ იუნაიტედი"), დერიკ უილიამსი ("ბლექბერნი"), სტეფენ
ვარდი ("ბარნლი").

ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი ("სანდერლენდი"), ალან ჯადჯი ("იპსვიჩ ტაუნი"), ჯეიმს მაკარტი ("ევერტონი"), ჯეფ ჰენდრიკი ("ბარნლი"), კონორ ჰურიჰეინი ("ასტონ ვილა"), ალან ბრაუნი ("პრესტონი"), ჰარი არტერი ("კარდიფი"), გლენ უილანი ("ასტონ ვილა"), დევიდ მეილერი ("ქოვენთრი"), შოუნ უილიამსი ("მილუოლი"), რობი ბრეიდი ("ბარნლი"), კელუმ ო'დოუდა ("ბრისტოლი"), ჯეიმს მაკკლინი ("სტოკ სიტი"), დერილ ჰორგანი ("ჰიბერნიანი").

თავდამსხმელები: შეინ ლონგი ("საუთჰემპტონი"), შონ მაგუაირი ("პრესტონი"), რონან კერტისი ("პორტსმუთი"), სკოტ ჰოგანი ("შეფილდ იუნაიტედი"), ეიდენ ო'ბრაიენი ("მილუოლი"), დევიდ მაკგოლდრიკი ("შეფილდ იუნაიტედი"), ჯეიმს კოლინსი ("ლუთონი"), პედრეიგ ამონდი ("ნიუპორტ ქაუნთი").

აღსანიშნავია, რომ გიბრალტართან და საქართველოსთან მატჩებში ტრავმების გამო ირლანდიის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან კირან კლარკი ("ნიუკასლი"), ჯონათან უოლტერსი ("ბარნლი"), კალუმ რობინსონი ("პრესტონი") და მაიკლ ობაფემი ("საუთჰემპტონი").

საბოლოო სიას ირლანდიელთა თავკაცი მიკ მაკარტი 17 მარტს გამოაცხადებს.

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

altსაქართველო - შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altლევან ხარაბაძე: მოლოდინი მაქვს, რომ ნაკრებში გამომიძახებენ, მაგრამ ეს ვაისის გადასაწყვეტია

altევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება: ელემენტარული, რაც უნდა იცოდე

მკითხველის კომენტარები / 12 /
Britanuli gundebidan )))) formashi viyo ganaxebdit tqven oqri shegigdebt isev
Emigranti
13 მარტი 2019 02:51
2
არ გიშველით ეგ 38, მოედანზე მაინც 11 უნდა გამოიყვანოთ
ზორბეგი
13 მარტი 2019 00:56
2
არა ირლანდიას უნდა მოვუგოთ, მერე რა რომ პრემიერლიგის ხალხია და ობიექტურად უნდა მოიგონ, მაგრამ იტალია და საფრანგეთთან უკეთესი სტატისტიკა გვაქვს ვიდრე ამათთან, არ შეიძლება ეგრე, ამათ უნდა მოვუგოთ და მორჩა!
ზორბეგი
13 მარტი 2019 00:55
2
რაც მაგრები ვართ ირლანდიელები ვართ ( აბა რააა )
აირიშ ვისკი
12 მარტი 2019 23:37
3
ირლანდია რო მოიგებს მემგონი მაგაზე ორი აზრი არ არსებობს ხო ?!
ლელა კაკულია
12 მარტი 2019 17:30
16
აგერ დაიმახსოვრეთ ვაისი დაცვაში ჩაწვენს გუნდს და კონტრშეტევებზე ათამაშებს. შეიძლება ამან გამართლოს და ფრეს გამოვკრათ ხელი,მაგრამ ასეთ დროს ზარანდია და ხარიაშვილო გვჭირდება და არა ჯიღაური
გოგა
12 მარტი 2019 17:11
3
აბა ამ ირლანდიასიც თუ გვეშინია და განწირულები ვართ ერთა ლიგიდანაც რა გვინდა ევროპაზე? დანიის ხორვატის შვეიცარის და მზგავსი ნაკრებენის გუნდები უნდა მოიტოვო რო გახვიდე. თუ არადა არც ღირს სტადიონზე მისვლა. შვეიცარია დაგვანახებს რა ვართ
გოგა
12 მარტი 2019 17:08
2
ჩვენს ნაკრებს ვერაფრით აღემატებიან, პირიქით, მაგრამ გვჯობიან ხასიათით და მონდომებით!
SS
12 მარტი 2019 15:10
5
კი უპირობოთ უნდა ვუგებდეთ, იმიტომ რომ ჩვენები პრემირ ლიგაში თამაშობენ ყველანი))) 1 ფრე 8 წაგება არაფერს გეუბნება?
Geo_Dinamo
12 მარტი 2019 14:27
4
რომრლი წესით უნდა ვუგებდეთ? 7მეტესობა 0რემიერ ლიგაში თამაშობს, ჩვენ შემადგენლობასთან შედარებაც არ შეიძლება, ფრე იქნება ძალიან კარგი შედეგი ობიექტურად თუ შევხედავთ. სამწუხაროდ.
Ty
12 მარტი 2019 13:31
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული