ლევან ხარაბაძე: მოლოდინი მაქვს, რომ ნაკრებში გამომიძახებენ, მაგრამ ეს ვაისის გადასაწყვეტია

AutoSharing Option
ფოტო: fcz.ch

ლევან ხარაბაძე "ციურიხში" გადასვლის შემდეგ შვეიცარიული კლუბის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა. ის ყველა შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, მათ შორის, ევროპა ლიგაზე "ნაპოლისთან" ორმატჩიან დუელშიც ითამაშა.

23 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს, ლევანს კი, დიდი ალბათობით, დებიუტი ნაკრებშიც ექნება.

Sportall.ge "ციურიხის" მარცხენა მცველს შვეიცარიაში დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- "ციურიხში" მარტივად გახდით ძირითადი შემადგენლობის წევრი, ელოდით, რომ ასე მარტივად მოიპოვებდით ადგილს?
- როცა ჩამოვდიოდი, მქონდა მოლოდინი, რომ უნდა მეთამაშა. ჩემი თამაშით არ ვარ უკმაყოფილო, თუმცა
სამუშაო მაინც ბევრი მაქვს.

- ყველაზე მეტად რისი გამოსწორება გჭირდებათ?
- თავდამსხმელთან ერთი-ერთზე თამაშის და ასევე, ზოგადად, დაცვაში თამაშის გამოსწორება მჭირდება.

- თანაგუნდელებს როგორ შეეწყვეთ?
- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თანაგუნდელებს კარგად შევეწყვე.

- "ციურიხი" შვეიცარიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. რა არის გუნდის მიზანი?
- ჩვენი მიზანი სეზონის ოთხეულში დასრულება და ევროტურნირებზე გასვლაა, ასევე, ქვეყნის შიგნით - თასის მოგება.

- 23 მარტს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. ელოდებით გამოძახებას?
- მე ძალიან მინდა ნაკრებში ვითამაშო, მაგრამ გამომიძახებენ თუ არა, ეს ვლადიმირ ვაისის გადასაწყვეტია.

- მასთან პირადად კომუნიკაცია არ გქონიათ?
- არა, არ მქონია. მოლოდინი მაქვს, რომ განაცხადში მოვხვდები.

- ზოგადად, ნაკრებისგან რას ელოდებით?
- დიდი იმედი მაქვს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპს დავძლევთ.

alt"ციურიხი" თასის ნახევარფინალში გავიდა - ლევან ხარაბაძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნავალოვსკის უთამაშებლობის პირობებში,მისი გამოძახების საკითხი ალბათ აუცილებლად დადგება,თუმცა რამდენად შესძლებს,არ ვიცი.რამდენად აქვს მომატებული,არ ვიცი,მისი თამაში მხოლოდ ევროლიგაზე ვნახე და იქ მისი გუნდის ფეხბურთელები,საერთოდ არ ჩანდნენ მოედანზე,ისეთი სხვაობა იყო კლასში.წარმატებულ თამაშს ვუსურვებ.
სოსო
09:16 08-03-2019
2

სიახლეები პოპულარული