ისტორია გრძელდება! - შოთა არველაძე ვატოს ნაკრებში გამოძახების ამბავს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებში ვატო არველაძის გამოძახებას გამოეხმაურა.

"ვატო, ძალიან ამაყები ვართ შენით! წარმატებები ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ისტორია გრძელდება!", - წერს შოთა "ფეისბუქზე".

Sportall.Ge

ვატო შოთას ძმის, რევაზ არველაძის შვილია. შეგახსენებთ, რომ ვატო არველაძემ "კორონას" შემადგენლობაში "ვისლასთან" გასულ უქმეებზე დუბლი შეასრულა, თუმცა მისი გუნდი 2:6 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ასეა თუ ისეა გამოძახებულია კაცი და წარმატებები ვისურვოთ,როგორც მთელ გუნდს
კახა ქირია
15:16 12-03-2019
1
არა მგონია ვატო ნაკრების დონეს ქაჩავდეს,არველაძე რომ არ იყოს არც არავინ მიაქცევდა ყურადღებას.
zas.
14:11 12-03-2019
21

სიახლეები პოპულარული