საქართველოს ნაკრები მზადებას განაგრძობს - ვატო არველაძემაც სრული დატვირთვით ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის უკვე სამი დღეა სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, სავარჯიშო პროცესი კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. ვატო არველაძემ, რომელიც საწვრთნელის პროცესი საწყის ეტაპზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. დღევანდელი სავარჯიშო პროცესის ძირითადი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში 21 მარტს, საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე ხვალ ივარჯიშებს.

საქართველო-შვეიცარიის მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით
(tkt.ge) , აგრეთვე „დინამო არენას“ სალაროებში ყოველდღიურად შეგიძლიათ.

ევროპის ჩემპონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის პირველი ტური:

23 მარტი
საქართველო-შვეიცარია 18:00
გიბრალტარი-ირლანდია 21:00

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 19 /
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ბიჭი 21 წლის ახალგაზრდაა და ეხლა იწყებს ყველაფერს, მეორე პირველი 1ამაშია ნაკრებში და უნდა გავამხნევოთ, მესამე ბიძამისი შოთი საქართველოს ნაკრების ბომბარდირია და 26 გოლი აქვს გატანილი და მსგავსი ჯერ არავის გაუმეორებია და რას ვერჩით. აქედან 2 თუ 3 ჰეთრიკი, რომელიც ასევე არ განმეორებულა.
ვაცადოთ ამ პატარა ბიჭს იქნებ როგორ უძგერს გული, წარმატებები ვატო, ბედნიერი ფეხი გქონოდეს ეროვნულ ნაკრებში.
ირაკლიუსი
21 მარტი 2019 01:56
4
ვატოზე ისე საუბრობთ თითქოს ჩვენ სხვა ფორვარდებს გოლო გოლზე გაქონდეთ:) 4 თამაში 3 გოლი გაიტანა თან 21 წლისაა და გამოიძახეს ნახავენ რა შეუძლია. კაჭარავას არ ჯობია თუ გსბედავას
გოგა
20 მარტი 2019 23:31
2
ამ ჭკუისკოლოფებს ჰგონიათ პოლონეთშიც მამიკოს ფულების ხათრით უშვებენ მისგან გოლებს და ისე სხვა ფორვარდები გვყავს ციდან ვარსკვლავებს რომ წყვეტენ და არველაძეებმა დაბლოკეს მათი თამაში ნაკრებში
საბა
20 მარტი 2019 23:51
5
პატრონი თავისას რომ ტენის, სხვა (უპატრონო)იბლოკება - მარტივი საკითხია, რა არის გაუგებარი?
ზაზა
21 მარტი 2019 02:11
15
მაიც რამდენი გოლო გაიტანა პოლონეთსი? რამდენი ითამაშა ძირითად შემადგენლონბაში იქ? რომ ნაკრებშიც ეგრევე აღმოჩნდეს ძირითადში?
წკუის კოლოფი
21 მარტი 2019 02:04
14
ამ ვატო არველაძეს რატო გვიპიარებს ყველა და ყველაფერი ? :/ არადა არცაა არაფერი ...
George
20 მარტი 2019 21:48
36
იმიტომ, იმიტომ:)
ანზორი
21 მარტი 2019 02:06
9
ნუ შეაწუხეთ გული ვატო არველაძით, ხომ ხედავთ ღიზიანდება ხალხი! ისე კი წარმატებებს ვუსურვებ ვატოსაც, ოქრისაც, ჯაბასაც, ჯანოსაც, საბასაც, ვაკოსაც და ჩვენს ყველა ფეხბურთელს. საქართველო გაუმარჯოს! დინამო არენა უნდა გავაყროუთ!
ლაშა
21 მარტი 2019 09:46
0
აი ვატომ გაიტანა, აი ვატო ჩამოდის, აი ჩამოვიდა, აი ცლკე (!) ვარჯიშობს, აი სრულად დაიტვირთა, აი გუნდს შუერთდა - გეგონება პელე ჩამიდა ან მარადონა და გუნდს პატივის დაედო - შუერთდა!

აი ეს არის კლასიკური გაპიარება - ეგ მომავალი დვალიშვილია - დაიმახსოვრეთ, აი ნახავთ (მეც ვნახავ:)))
ზაზა
21 მარტი 2019 02:15
25
ძლივს გოლის გამტანი ფორვარდი გვეღირსა და იქნებ ერთად ვუსურვოთ წარმატება? მეორე თამაში კიდევ უფრო რთული იქნება და გავამხნევოთ ვატო!
გუჯა კახაძე
21 მარტი 2019 12:53
1
2:1 ვიგებთ ამ თამაშს და ორივე გოლს პირველ ტაიმში გავიტანთ
გოგა
21 მარტი 2019 12:15
0
ვატო ვატოოო მამიკოს ფული ტრიალებს.
bajo
20 მარტი 2019 23:03
39
ამდენი ბოღმა საიდან? თუ ბევრი არ გაუკეთებია ეს გასგებია ჯერ 21 წლისაა, თამაშობდა ასაკობრივ ნაკრებებში, შემდეგ ახალგაზრდულში. გადავიდა პოლონეთის ექსტრაკლასის ლიგაში, ბოლო პერიოდი გამოდის ძირითადში, სისტემატურად გააქვს გოლები, რა არის ამაში გასაკვირი, რომ გამოიძახეს ნაკრებში? სადაც ყველაზე მეტად უჭირს ნაკრებს. ის რომ ყოფილი ფეხბურთელის შვილია, არა მგონია დანაშაული იყოს. ზურა ხიზანიშვლმა უდიდესი შრომა ჩადო ნაკრებში და ღირსეულად წავიდა, თავის დროზე ზოგიერთი თავგაცხელებული იგივეს ამბობდა მასზე. დიდ წარმატებებს ვუსურვებ ვატოს სპორტულ კარიერაში და პირად ცხოვრებაში.
გიზოგ
21 მარტი 2019 11:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული