ირლანდიური მედია: ქართველებს ტექნიკური გუნდი ჰყავთ, არც ბევრ გოლს უშვებენ

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

ირლანდიური გამოცემა irishexaminer.com-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც ჩვენი ქვეყნის გუნდის შესაძლებლობებს განიხილავს.

"გიბრალტარისგან განსხვავებით, რომლის ფეხბურთელებიც ერთად თამაშობენ ადგილობრივ ჩემპიონატში, ქართველები გაბნეულები არიან აღმოსავლეთ ევროპიდან კალიფორნიამდე.

ბევრ გოლს არ უშვებენ, ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 3-ჯერ მიიღეს ბურთი საკუთარ კარში და ტექნიკური გუნდი ჰყავთ. ერთა ლიგის ჯგუფი ორი მატჩით ადრე მოიგეს.

მათმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს სამი წელია ხელმძღვანელობს, სახელი სლოვაკეთთან ერთად გაითქვა, როდესაც ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გაიყვანა.

ქართველების მთავარი მოთამაშეები
უკანა ხაზში თამაშობენ - ცენტრალური მცველი გურამ კაშია, ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და მეკარე გიორგი ლორია.

თუმცა მოდიან ახალგაზრდა მოთამაშეებიც, მათ შორის, შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მხოლოდ 19 წლისაა და ერთა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

ქართველები ჩვენთან ჩამოსვლამდე შვეიცარიას ეთამაშებიან და შესაძლოა, ეს ფაქტორი დაგვეხმაროს კიდეც", - წერს irishexaminer.com.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 26 მარტს დუბლინში გაიმართება, მანამდე კი ჩვენი გუნდი 23 მარტს შვეიცარიას მიიღებს.

ირლანდია კი ქართველებთან შეხვედრამდე, გიბრალტარს დაუპირისპირდება.

alt შვეიცარიელები: საქართველოსთან მატჩისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს

altშვეიცარიის ნაკრების ფორვარდი: საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაგვითმობს და დაცვაში ჩადგება

მკითხველის კომენტარები / 8 /
Xx ანუ .... შენი გუნდი რომია სიმონა? ჰაოსების თუ ალან თურქენის? FUIIIIIIII....
კოკა
02:23 23-03-2019
0
აბა ვნახოთ რა გუნდი გყავთ, ანდორასთან და ლიტვასთან მატჩების შემდეგ ლამის მსოფლიოს ჩემპიონები გახდით.D.D.D.
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული