საქართველოს ნაკრებმა "დინამოს" სტადიონზე ივარჯიშა - გურამ კაშია თვლის, რომ წარმატების შანსი გვაქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 21 მარტს "დინამო არენაზე" ივარჯიშა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, სავარჯიშო პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ჩვენი გუნდი შვეიცარიასთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. ეროვნულ გუნდში ამ დროისთვის გამოძახებული ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და წლის სადებიუტო მატჩის მოლოდინშია.

საქართველოს ნაკრების ერთერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა მოახლოებულ მატჩზე და ახალი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებაზე ისაუბრა.

გურამ კაშია: "ყველაზე მთავარი ისაა, რომ ნაკრებშიც და გულშემატკივრებშიც შევქმენით დადებითი განწყობა და ხალხს იმედი დავუბრუნეთ. მომავალ ორ თამაშში რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ.

მატჩებისთვის მოსამზადებლად ძალიან მოკლე პერიოდი გვაქვს, მაგრამ ახლა კონკრეტულად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით. საკვალიფიკაციო ტურნირის კარგად დაწყება, ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებს გვსურს, რომ მომავალ ორ თამაშში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენს ჯგუფში ურთიერთშეხვედრებში ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება, ამიტომ აღნიშნული ორი თამაშის შედეგი ჯგუფში ჯერჯერობით არაფერს გადაწყვეტს. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა მწვრთნელი, ფეხბურთელები და ალბათ გულშემატკივარიც ისეთი თავდაჯერებული ვართ, რომ წარმატების მიღწევის შანსი გვაქვს.

თანამედროვე ფეხბურთში გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს დიდი იმედი გვაქვს, რომ 23 მარტს "დინამო არენა" კვლავ გაივსება. ეს ფაქტი მოთამაშეებს თავდაჯერებას და დამატებით ძალას გვაძლევს."

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

საქართველო-შვეიცარიის მატჩი 23 მარტს 18:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით (tkt.ge) , აგრეთვე შეხვედრის მასპინძელი სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად 11:00-დან 19:00 საათამდე შეგიძლიათ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
მჯერა რომ ბიჭები ბოლომდე დაიხარჯებიან და თამაში საინტერესო და დაძაბული იქნება... რაც შეეხება მოგებას ცოტა ძნელი იქნება მაგრამ იმედი მაქვს გირსეულ ქულას ავიგებთ...საფეხბურთო იგბალი და მქუხარე სტადიონი დასჭირდებათ ბიჭებს... წინ გამარჯვებისკენ უფალი გფარავდეთ...
გიორგი
23 მარტი 2019 03:20
0
მჯერა რომ ბიჭები ბოლომდე დაიხარჯებიან და თამაში საინტერესო და დაძაბული იქნება... რაც შეეხება მოგებას ცოტა ძნელი იქნება მაგრამ იმედი მაქვს გირსეულ ქულას ავიგებთ...საფეხბურთო იგბალი და მქუხარე სტადიონი დასჭირდებათ ბიჭებს... წინ გამარჯვებისკენ უფალი გფარავდეთ...
გიორგი
23 მარტი 2019 03:14
0
123, ყველა უთავმოყვარეო, თავისი ჯიშისა და ჯილაგის, ასევე ზედმეტად ბოღმიანი კაცის დდდდდ შსსსსს მე.
კოკა
23 მარტი 2019 02:30
0
2-3 გოლი საკუთარ კარში გარანტირებული გაქვთ, შვეიცარია ანდორა არაა
123
22 მარტი 2019 12:50
11
შენისთანა ვაიქრთველი აქ კომენტარს საერთოდ არ უნდა წერდეს. თუნდაც შენი ნათქვამი "გარანტირებული გაქვთ" მიუთითებს იმაზე რომ ერთი პესიმიზმით სავსე, გაბოროტებული და ჩასაფრებული კაცი ხარ. რომელსაც ეს გუნდი თავისად არ მიაჩნია. "გარანტირებული გვაქვს-ო", ყველაზე პესიმისტი გულშემატკივარიც კი ასე იტყოდა თუ ამ აზრის გადმოცემა ენდომებოდა. გირჩევ და გთხოვ შენი გამაღიზიანებელი კომენტარებით ნუ მოგვშხამავ იმ გულშემატკივარს, რომელთაც გამარჯვების ჟინი, სურვილი და იმედი გვაქვს.
ანესთეზეოლოგი
22 მარტი 2019 15:48
1
კარში უნდა დაარტყათ ბევრჯერ , ისე გოლი არ იქნება, ესაა ჩემი რჩევა !
გულშემატკივარი
22 მარტი 2019 11:39
0
ეხლა გულშემატკივარს მივმართავ თხოვნით: 1. სტადიონზე ადრე მივიდეთ, რომ ჰიმნი შევასრულეოთ სოსო მათიაშვილივით :) 2. თუ მოხდა ისე რომ ბურთი გაუშვით ყურები არ ჩამოვყაროთ და გულმხურვალედ გავაგრძელოთ ქომაგობა 3. მატჩის დამთავრებამდე სტადიონიდან ნუ გავრბივართ ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს.
ლაშა
22 მარტი 2019 09:30
1
ნაღდი ხარ, აი ზუსტად რაც ჩვენზეა დამოკიდებული გულშემატკივრებზე ის ჩვენ უნდა შევასრულოთ ბოლომდე და გულიანად. ფეხბურთელს მოდუნების და გულაცრუების საშუალება მაყურებელმა არ უნდა მისცეს. სტადიონიდან ადრე გაქცევას რაც შეეხება, პირადად ჩემს თვლაწინ მოხდა ხორვატებს რომ ვეთამაშებოდით თბილისში მეგობრები ვიყავით ერთად სტადიონზე და 2 წუთი რომ დარჩა ადგნენ ორნი და ამდენი ხალხია ეხლა წედვა დაიწყებაო და გავიდნენ. 89 წუთზე გავიტანეთ იჯვე ფოიეში იყვენ რომ შეზანზარდა სტადიონი და გიჟებივით შემოცვივდნენ "ბიჭო ვინ გაიტანაო" კითხულობდნენ:) კომედია იყო რა, რა თამაშზე იყვნენ და გოლი ვერ ნახეს.
ანესთეზეოლოგი
22 მარტი 2019 11:38
1
ბურთიც კაკრას იმ ფერებშია შენ რო მოგწონს
Shoti93
22 მარტი 2019 08:55
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული